მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

როსტომ ფაშა, XVII .

ახალციხის ფაშა, ჯაყელ-ათაბაგთა გამაჰმადაინებული შთამომავალი

 

 

      ბექა-ყოფილ საფარ ფაშას შემდეგ ოსმალეთის სამსახურში მყოფი სამცხის ყველა გამგებელი  ფაშად იწოდებოდა. ხოლო საქართვლოში ძველებურად ათაბაგებს უწოდებდნენ: “არღარა იწოდებოდნენ ათაბაგად, Âნიერ საქართველოსგანთა (ვახუშტი).”

      დაზუსტებით არ ვიცით, მხევალისაგან ნაშობი როსტომი საფარ ფაშას შვილია თუ ძმისწული. მუჰამედ სურეÁას მიხედვით, იგი ქართველთა საღვთო ომში—Nები ჰერბი ჩაება და 1662/63 წლამდე იყო იქ, ვიდრე არ გარდაიცვალა. ისტორიკოსი ჰაღთ ოზდემირიართვინის ისტორიის ავტორი-კი მიიჩნევს, რომ როსტომი არის ომარ ფაშას ვაჟი და ახალციხის ფაშა გახდა 1653 წელს, ომარ ფაშას გარდაცვალების შემდეგ.

      როსტომამდე ყველა გამაჰმადიანებული ჯაყელის ცოლ-შვილი ქრისტიანული მოძღვრების ერთგული აღმსარებლები რჩებოდა. როსტომის ზეობის დასაწყისში კი სტამბოლიდან მოვიდა მკაცრი ბრძანებულება –“იქმნენ ცოლნიცა მათნი, რომელნი მაჰმადიან არიან მაჰმადიანად”. ამ ბრძანებას  მტკიცედ აღუდგა წინ როსტომის მეუღლე _ მან გამაჰმადიანებას თავის მოკვლა არჩია და კლდიდან გადავარდნას ორჯერ შეეცადა, მაგრამ ამაოდ. როცა ვერაფერი გააწყო, მოითხოვა, მასთან ერთად ეღიარებინა მაჰმადის სჯული სამცხის ყველა წარჩინებულის მეუღლეს. მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემდეგ გამაჰმადიანდა იგი. ამას მოჰყვა ქრისტიანული სამცხის დაქცევა. გავერანდა ეკლესია-მონასტრები. ბევრი პირუტყვთა სადგომად იქცა. ვინც გამაჰმადიანება არ ინება, იძულებით გადავიდა იმერეთში, ქართლსა და კახეთში, ოდიშსა და გურიაში. თან წაიღეს წმინდა ნაწილები, ჯვრები და ხატები. ქვეყანას მხოლოდ თითო-ოროლა მღვდელი შემორჩა. “დარჩნენ გლეხნი, იგინიცა უმწყესონი”.

      როსტომის ფაშობის პერიოდში სამცხეში მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ოსმალური რეჟიმი _ სამხედრო ლენური სისტემა დამკვიდრდა. მოსახლეობას დაეკისრა გამოსაღები ფაშისათვის, სანჯაყბეგისა და აღაბეგისათვის. გამაჰმადიანებულ მესხ მეომარს ეწოდაქილიჩ” (Ãმალი). და მაინც, როგორც ჩანს, ერთბაშად არ გამქრალა ქართული ფეოდალური ურთიერთობის წესი. XIX . 70-იან წლებში დიმიტრი ბაქრაძემ ნახა როსტომ ფაშას სახელით ქართულ ენაზე შედგენილი საბუთი, რომლითაც იგი გამაჰმადიანებულ მაჰმუდ კოპაძეს ქართული ფეოდალური წესით უწყალობებს ორ კომლ გლეხს თავის უძრავ-მოძრავი ქონებით.

      როსტომ ფაშასათვის სამხედრო-პოლიტიკური დახმარების თხოვნით არაერთხელ მიუმართავთ გურია-ოდიშის მთავრებს თუ ტახტის მაძიებლებს. მაგ. ქაიხოსრო გურიელს სულთანთან შეთანხმების შემდეგ როსტომ ფაშა ჯარით დაეხმარა და კვლავ გურიის მთავრად დასვა და თან იმერეთის ზედამხედველობაც დაავალა. საჭოჭმანო, ძნელად გადასაწყვეტ საკითხებზე ყველანი, როსტომ ფაშას ჩათვლით, ერზერუმს მიმართავდნენ.

      როსტომ ფაშა 1662-63 წელს უძეოდ გარდაიცვალა.

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa/qarTlis cxovreba, s. yauxCiSvilis gamoc. IV, Tbilisi, 1973.

 

  1. beri egnatSvili, pirveli teqsti/ qarTlis cxovreba, II, s. yauxCiSvilis gamoc. Tbilisi, 1959.

  2. M. Brosset, Histoire de la George II, p.I, StPb, 1856.

  3. d. baqraZe, arqeologiuri mogzauroba guriasa da aWaraSi, baTumi, 1987.

  4. S. lomsaZe, samcxe-javaxeTi, Tbilisi, 1975.

  5. М. Сванидзе, Вопросы землевлодения в Oсманской империи на примере Ахалцихского (чылдырского) пашалыка, Москва, 1974.

 

 

 

moamzada cisana abulaZem