მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

რაჟდენ პირველმოწამე, V .-ის მეორე ნახევარი

საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე – 3 აგვისტო

 

რაჟდენი წარმოშობით იყო სპარსი დიდგვაროვანი, სპარსთა მეფის ასულის, ბალენდუხტის, მამამძუძე (აღმზრდელი), აღმსარებლობით მაზდეანიროდესაც ქართლის მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბალენდუხტი ცოლად შეირთო, რაჟდენი თავის აღზრდილთან ერთად ჩამოსულა ქართლში.

მეფე ვახტანგმა იგი დიდი პატივით მიიღო და მამულები უბოძა. რამდენიმე ხანში რაჟდენმა ქრისტინობა მიიღო. თავისი სათნოებითა და ღვთისმოსავობით იგი საყოველთაო განცვიფრებას და სიყვარულს იმსახურებდა.

`მარტვილობაში~ ნათქვამია, რომ ქართლში ირანელთა ლაშქრობის დროს რაჟდენი თავგამოდებით იბრძოდა ქართველთა ლაშქართან ერთად. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მცხეთის მიდამოებში რაჟდენი სპარსელებმა შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს. თანამემამულეებმა რაჟდენს მოსთხოვეს უარეყო ქრისტიანობა და დაბრუნებოდა თავდაპირველ სარწმუნოებას (მაზდეანობას). ამისათვის მეფე მას დიდ პატივსა და სიმდიდრეს ჰპირდებოდა, ხოლო უარის შემთხვევაში სასტიკი სატანჯველით ემუქრებოდა. როდესაც რაჟდენი ვერ დაითანხმეს უარი ეთქვა ქრისტიანობაზე, უმოწყალოდ სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მაშინ რამდენიმე ქართველმა დიდებულმა, რომლებიც მისულები იყვნენ სპარსთა მეფესთან (ანტონ კათალიკოსისის რედაქციის თანახმად, ამ დიდებულებს მაზდეანობა ჰქონდათ მიღებული), სთხოვეს მეფეს მცირე ხნით გაეშვა რაჟდენი ოჯახის მოსანახულებლად, რადგან ახლობლების ხილვით გულაჩუყებულს შეიძლება აზრი შეეცვალა და დამორჩილებოდა მეფის ბრძანებას. თავად დიდებულები თავდებად დადგნენ, რომ სპარსელების მოთხოვნისთანავე უკან მიჰგვრიდენ რაჟდენს. ბევრი ხვეწნის შემდეგ სპარსთა მეფე დაეთანხმა და გაუშვა რაჟდენი, თუმცა რაჟდენს არ სურდა წასვლა და უნდოდა მაშინათვე მიეღო მოწამებრივი სიკვდილი.

ოჯახში რაჟდენს ყველა სთხოვდა, რომ არ დაეტოვებინა ისინი ობლად, ცოლი დაჟინებით ურჩევდა უარეყო ქრისტეს რჯული და ამ გზით სიცოცხლე გადაერჩინა. რაჟდენმა მკაცრად გაკიცხა მეუღლე და თავადვე დაბრუნდა სპარსელებთან, ყოველგვარი დაძალების გარეშე, რათა ქრისტესათვის სატანჯველი მიეღო. გზაში იგი შეხვდა მის საძებნელად გამოგზავნილ სპარსელების რაზმს და მათ ნებაყოფლობით ჩაბარდა.

სპარსთა მეფე კვლავ აიძულებდა რაჟდენს ქრისტეს უარყოფას, უქადდა დიდებასა და სიმდიდრეს, ხოლო რაჟდენი მტკიცედ იდგა თავის სიტყვაზე. მაშინ ხელახლა სცემეს, შეკრეს და გაგზავნეს სპარს მთავართან, რომელიც დაბანაკებული იყო სოფელ წრომში. ამ მთავარს შეუთვალეს, რომ ნებისმიერი ხერხით ეიძულებინა რაჟდენი უარეყო ქრისტიანობა, ხოლო თუ ვერ დაითანხმებდა, მაშინ მოკელა. ვერც მთავარმა შეაცვლევინა რაჟდენს გადაწყვეტილება და საპყრობილეში ჩააგდო. რამდენიმე დღეში კვლავ სცადეს რაჟდენის გადარწმუნება, მაგრამ ვერ შესძლესმაშინ დამშჭუალეს იგი ძელზე ხუთი ავაზაკის გვერდით (ბესარიონი განმარტავს, რომ ამგვარად სპარსელებს სურდათ რაჟდენი ქრისტეს მაგვარად დაესაჯათ სიკვდილით). შემდეგ კი ისრებით განგმირეს.

როდესაც რაჟდენი აღესრულა, უეცრად ჩამობნელდა, ამოვარდა საშინელი ქარი და შეშინებული მცველები გაიფანტნენ. მაშინ მოვიდა რამდენიმე მორწმუნე ერთი მღვდლის თანხლებით და ფარულად დაკრძალეს რაჟდენი. (სპარსელთა მრავალჯერადი მცდელობები რაჟდენის დარწმუნებისა, ქართველი დიდებულების შუამდგომლობით მისი გაშვება ოჯახის მოსანახულებლად, ხელმეორე შეპყრობა და წრომს გაგზავნა, ავაზაკებთან ერთად ჯვარცმა და ისრებით განგმირვაეს ყოველივე აღწერილი აქვს ბესარიონ ორბელიშვილს, ხოლო მისი თხზულებიდან გადაღებული აქვს ანტონ კათალიკოსს. ეს ეპიზოდები არ დასტურდება ჯუანშერის ქრონიკაში, სადაც რაჟდენს სულ ერთი აბზაცი ეძღვნება. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნულიეს მონაკვეთი, ძირითადად, ბესარიონ ორბელიშვილის ლიტერატურულ გამონაგონს უნდა წარმოადგენდეს).

რამდენიმე წლის შემდეგ ვახტანგ გორგასალმა დაიწყო რაჟდენის წმინდა ნაწილების ძიება. ერთ ღამეს წმ. რაჟდენი იმ მღვდელს გამოეცხადა, რომელმაც მის დაკრძალვაში მიიღო მონაწილეობა და უბრძანა ვახტანგისათვის ემცნო მისი დაკრძალვის ადგილი. მღვდელმა აუწყა ვახტანგს ჩვენების შესახებ და მართლაც მიუთითა რაჟდენის საფლავი. მაშინ ვახტანგმა წარგზავნა ეპისკოპოსები და მღვდლები წრომს, საიდანაც ლიტანიობითა და ფსალმუნთა გალობით გადმოასვენეს რაჟდენის ნაწილები და დიდი პატივით დაკრძალეს ნიქოზში, ვახტანგის მიერ აშენებულ საეპისკოპოსო ეკლესიაში. (ჯუანშერი თანახმად, ვახტანგმა აღაშენა ნიქოზის ეკლესია იმ ადგილას, სადაც ესვენა რაჟდენის წმ. ნაწილები და დასვა იქ ეპისკოპოზი). ხოლო წმ. რაჟდენის ხსენების დღედ განაწესეს მისი მარტვილობის დღე, 3 აგვისტო.

ვახტანგმა შემდგომში უჯარმაში აღაშენა წმ. რაჟდენის სახელობის ეკლესია, და კიდევ ერთი ეკლესია სამგორის ველზე (ბესარიონ ორბელიშვილი).

ყველაზე ადრეული საისტორიო წყარო, რომელშიც დაცულია ცნობები წმ. რაჟდენის შესახებ, არის ჯუანშერის ვახტანგ გორგასალის ცხოვრება. გარდა ამისა, მოღწეულია რაჟდენის მარტვილობის ამსახველი ორი გვიანდელი (XVIII .) ჰაგიოგრაფიული თხზულებაბესარიონ ორბელიშვილისა და ანტონ კათალიკოსისა.

დავით გარეჯის კულტურული კერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელის, ქართლის კათალიკოსის ბესარიონ ორბელიშვილის თხზულება `წამება და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი~ დაწერილი უნდა იყოს XVIII -ის 20-იან წლებში (როგორც სამცენირეო ლიტერატურაშია აღნიშნული, თხზულები შექმნა 1724 წელს ვერ გადასცდება - . ქავთარია). ბესარიონის ნაწარმოებამდე რაჟდენზე ჰაგიოგრაფიული მასალა არ არსებობდა. ბესარიონი ძირითადად ეყრდნობა ჯუანშერის ცნობებს, ხოლო გარკვეული ნაწილი თავად შეუთხზავს.

თავის თხზულებაში ბესარიონი ყურადღებას ამახვილებს ქართლში რაჟდენის პირველმოწამეობაზე (`პირველ ამის ნეტარისა არა ვისი სმენილ არს მარტვილობა ქუეყანასა ამას საქართველოსას). გარდამარტილობისა, ბესარიონს რაჟდენისადმი მიუძღვნია სპეციალური ჰიმნოგრაფიული კანონი _ `საგალობელი პირველმოწამისა რაჟდენისა.

ანტონ კათალიკოსის `რაჟდენის მარტვილობა, რომელიც შეტანილია მის მარტირიკაში, შექმნილი უნდა იყოს 1768-1769 წლებში. სამეცნიერო ლიტერატურაში აღიშნულია, რომ ეს თხზულება არ შეიცავს ახალ ფაქტობრივ მასალას  და მის ძირითად წყაროს ბესარიონ ორბელიშვილის ნაწარმოები წარმოდაგენს, თუმცა იგი იცნობს ქართლის ცხოვრების მონაცემებსაც. გარდა ამისა, თავის სადღესასწაულოში ანტონმა წმ. რაჟდენს მთელი ციკლი მიუძღვნა.

 

 

 

    wyaroebi da da samecniero literatura:

1.      saqarTvelos samoTxe, gamocemuli gobron pavles Ze sabininis mier, peterburRi, 1882, gv. 169-180 (besarion orbeliSvlis redaqcia) ;

2.       sol. yubaneiSvli, Zveli qarTuli literaturis qrestomaTia, t. I, gv. 241-246 (besarion orbeliSvlis redaqcia, gamocemulia Semoklebulad).

3.      Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, V, Tbilisi, 1989, gv. 64-79 (besarion orbeliSvlis redaqcia);

4.       Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, VI, Tbilisi, 1980, gv. 136-153 (anton kaTalikosis redaqcia).

5.       qarTlis cxovreba, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, I, Tbilisi, 1955, gv. 199-201;

6.       P. Peeters, Mensis augusti die III. Passio et certamen sancti megalomartyris razden qui tempoe magni regis Vakhtang a Persis passus est in Hiberiae pago Dsromi, Analecra Bollandiana, t. 33, 1914, gv. 305-317 (laTinuri Targmani).

7.      kekeliZe k. Zveli qarTuli literaturis istoria, t. I, Tbilisi, 1980, gv. 351;

8.      qavTaria, m., besarion orbeliSvilis cxovreba da moRvaweoba, xelnawerTa institutis moambe, I, 1959, gv. 75-113; (ufro konkretulad wm. raJdenis wamebis Sesaxeb – gv. 88-93);

9.       lominaZe babilina,   raJdeni wm. (daaxl. 457).  qse.  Tbilisi.  t. VII.  1984.

10.    feraZe ilia,   saqarTvelos eklesiis pirveli mowame wminda raJdeni (saistorio cnoba). gaz. `cnobis furceli~, 1898, 29. XII, # 714; 30. XII, #715; 31. XII, #716; 1899, 1. I. #717.  

11.     lorTqifaniZe, m., qarTli V saukunis meore naxevarSi, Tbilisi, 1979;

12.    kakabaZe, s., vaxtang gorgasali da misi xana, Tbilisi, 1994;

13.         goilaZe, v., vaxtang gorgasali da misi istorikosi, Tbilisi, 1991;

 

 

 

 

moamzada lela xoferiam