მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ქეთევან დედოფალი (1570-1624)

კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე, თემურაზ I-ის დედა, საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 13/26 სექტემბერი

 

 

   ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრანბატონის, თავისი დროის ცნობილი მოღვაწის, ასული  და დავითისალექსანდრე კახთა მეფის ძის მეუღლე იყოენერგიულ და მტკიცე დედოფლს  მოღვაწეობა უაღრესად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მოუხდა. XVI .-ის ბოლოსათვის კახეთი  სამი დიდი სახელმწიფოს  - ირანის, ოსმალეთისა და რუსეთის ვასალი იყორაც ერთხანს სამეფოში მშვიდობას უზრუნველყოფდა. ეს უპირველესად ნიჭიერი და ალღოიანი სახელმწიფო მოღვაწის ალექსანდრე II-ის მოქნილი პოლიტიკის წყალობით გახდა შესაძლებელი.

  XVII საუკუნის დასაწყისში გართულდა შინაპოლიტიკური ვითარება კახეთში, გაძლიერდა ბრძოლა ბატონიშვილებს _ დავითსა და გიორგის და მათ მომხრეთა შორის. დავითმა ბევრი უბედურება დაატეხა სამეფო ოჯახს, იგი მკაცრად გაუსწორდა გიორგისა და ალექსანდრეს მომხრეებს და ტახტი დაიპყრო, რისთვისაც ალექსანდრემ დაწყევლა მოძალადე შვილი.

1602 წელს დავითი გარდაიცვალა და ალექსანდრემ დაიბრუნა ტახტი. მან განაახლა ადრე დაწყებული დიპლომატიური მოლაპარაკებები რუსეთთან. ამ პერიოდში შაჰ-აბასმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს, შეუტია სეპარატისტ ფეოდალებს და დიდ წარმატებას მიაღწია ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის ბრძოლაში. მას არ გამოჰპარვია კახეთის სამეფო ოჯახის წევრთა სწრაფვაახლო დიპლომატიური ურთიერთობა დაემყარებინათ რუსეთთან (1602 .- დადებული ერთგულების ფიცი) და ალექსანდრეს უმცროსი ვაჟის, გამაჰმადიანებული კონსტანტინე-მირზას საშუალებით ალექსანდრეზე შურისძიება დაგეგმა. შაჰის ფარული ბრძანებით, ქვეყნისა და მამის მოღალატე  კონსტანტინემ 1605 წელს რუსეთის ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე დახოცა ალექსანდრე და გიორგი და მათი მოჭრილი თავები შაჰ-აბასს გაუგზავნა. ასე გამეფდა კონსტანტინე კახეთში. მან თავის რძალს ქეთევანს ცოლობა სთხოვა. დედოფალი სათავეში ჩაუდგა კონსტანტინეს წინააღმდეგ ბრძოლას. ქართველმა შეთქმულებმა იგი ირან-ოსმალეთის საომარი მოქმედებების დროს, ქალაქ შემახასთან მოკლეს.

1606 წელს ქეთევან დედოფალმა ირანის შაჰს კახეთის მეფედ თავისი ვაჟის თეიმურაზის (თეიმურაზ I) დამტკიცება  სთხოვა ქრისტიანობით, რაზედაც შაჰი დათანხმდა. ეს დროებითი უკანდახევა იყო შაჰის მხრიდან, რადგან ამ დროს შაჰი ოსმალეთს ეომებოდა. თეიმურაზი ამ დროს 16 წლის იყო და ქვეყანას ქეთევან დედოფალი მართავდა.

შაჰ-აბასმა განდევნა ოსმალები ქართლიდან და აქაც ქრისტიანი მეფე, 14 წლის ლუარსაბი დაამტკიცაოსმალებს ყიზილბაშები ჩაენაცვლნენ, ქართლ-კახეთის მეფეები კი ირანის ვასალებად რჩებოდნენ. თეიმურაზი ცდილობდა თავი აერიდებინა შაჰის ლაშქრობაში მონაწილეობისაგან ერევნის ციხესთან, რადგან წინდაწინ იცოდა, რომ შაჰი უკან არ გამოუშვებდა. სიტუაციის შესარბილებლად თეიმურაზმა ქეთევან დედოფალი გაუგზავნა შაჰს  ათასკაციანი რაზმით, მაგარმ შაჰმა თეიმურაზს ეს საქციელი მაინც ღალატად ჩაუთვალა.

ოსმალეთთან დაზავების შემდეგ შაჰ-აბასმა ურჩი ქართველების დასჯა გადაწყვიტა. 1614 წლიდან დაწყებული 1617 წლის ჩათვლით, მან რამდენჯერმე ილაშქრა კახეთში. ამ ლაშქრობების დროს გამოუსწორებელი ზიანი მიადგა  კახეთს. მან თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა, ასი ათასამდე ტყვე ირანში გადაასახლეს, გაჩანაგდა მეურნეობა. შაჰმა თეიმურაზისგან მძევლები მოითხოვა. მეფე იძულებული იყო ირანში თავისი შვილებიალექსანდრე, ლევანი და დედა _ ქეთევანი გაეგზავნა. ისინი ჯერ განჯას იყვნენ, შემდეგ კი აშრაფს. 1620 წელს სამეფო ოჯახის წევრები შირაზში გადაიყვანეს.

თეიმურაზი თავგანწირვით ებრძოდა შაჰ-აბასს. იგი მოკავშირეებს ხან ოსმალეთში, ხან რუსეთში ეძებდა. ამით აღშფოთებულმა შაჰმა სასტიკად იძია შური ურჩი ვასალის ოჯახის წევრებზელევანი და ალექსანდრე დაასაჭურისა, რის შედეგადაც უმცროსი ვაჟი გარდაიცვალა, უფროსი კი ჭკუიდან შეიშალა.

დედოფალმა თერთმეტი წელი გაატარა სპარსეთში. ამ პერიოდის შესახებ მოგვითხრობს პორტუგალიელი ავგუსტინელი ბერი მამა ამბროზიო დუშ ანჟუში, რომელიც 1618 წლიდან იმყოფებოდა სპარსეთის მისიონში. ორი წლის განმავლობაში იგი შირაზში ცხოვრობდა და თვითმხილველი იყო დედოფლის სასტიკი წამებისა. მისი სიტყვებით, სპარსეთში განთქმული იყო სათნო და ღვთისმოსავი დედოფლის სახელი. მას სტუმრობდნენ ქრისტიანი ბერები. ქეთევანი თავის თანმხლებ პირებთან ერთად მისიონერთა მონასტერში ხშირად დადიოდა წირვის მოსასმენად და სალოცავად.

შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს მოსთხოვა დედოფლის გამაჰმადიანება, რაზედაც ქეთევანისაგან სასტიკი უარი მიიღო. მან ასე უპასუხა შაჰის მსაჯულებს: “შაჰს შეუძლია ბევრი ჭრილობა მიაყენოს ჩემს სხეულს, ამით ჩემს სულს მხოლოდ სიკეთეს მოუტანსო”. მსაჯულები ბევრ ამქვეყნიურ სიკეთეს სთავაზობდნენ და ცდილობდნენ დაეყოლიებინათ დედოფალი მიეღო მაჰმადის რჯული, მაგრამ ამაოდ. ის საშინელი წამებით მოკლეს შირაზში 1624 წლის 22 სექტემბერს

დედოფლის ნეშტის ნაწილები გოას ავგუსტინელმა ბერებმა სპარსეთიდან გაიტანეს. ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის მონასტერში, დაიკარგა 1723 წელს), ინდოეთში (გოა და გრასის მონასტერში), რომში (წმ. პეტრეს ტაძარში), ბელგიაში (ნამიურის ტაძარში).

წმინდანის ცხოვრება აღწერა თავის პოემაში მისმა პოლიტიკურად უიღბლო, მაგრამ უდრეკმა შვილმა თეიმურაზმა პოემაშიწამება ქათევან დედოფლისა”; მის შესახებ გვიამბობენ ფარსადან გორგიჯანიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, ბერი ეგნატაშვილი, კათოლიკე მისიონერები: გრიგორიო ორსინი, პიეტრო დელა ვალე, კლოდ მალენგრი. გერმანელმა მწერალმა გრიფიუსმა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივ ცხოვრებას უძღვნა თავისი ტრაგედიაქეთევან ქართველი, ანუ გაუტეხელი სიმტკიცე”.

ქართულმა ეკლესიამ ქეთევანი წმინდანად შერაცხა. მის წამებას მიეძღვნა გრიგოლ დოდორქელის (ვახვახიშვილის) აგიოგრაფიული თხზულებაწამება ყოვლად დიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისი”. ამ თხზულებისა და სხვა წყაროების საფუძველზე ანტონ კათალიკოსმა შექმნა ქეთევანის წამების მეტაფრასული რედაქცია, რომელიც შეტანილია მისმარტირიკაში”;  სვინაქსარულიწამებასამი რედაქციითაა ცნობილი.

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

ხელნაწერები:  S-3269, Q-78, A-130, S-1272

1.   თეიმურაზ I, “წამება ქათევან დედოფლისა”,  თხზულებათა სრული კრებული, გამომცემლები: .ბარამიძე, . ჯაკობია, თბილისი, 1934.  

2.   . გულბეკიანი, “ნამდვილი ცნობები დედოფლის ქეთევანის მოწამებრივი სიკვდილის შესახებ”, თბილისი, 1987.

3.   დიმიტრი ბაგრატიონი, “წამება ქათევან დედოფლისა ახლად თქმული”,  სანკტ-პეტერბურგი, 1819.

4.   გრიფიუსი, “ქათევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე”, თარგმანი . გელოვანისა, თბილისი, 1975.

5.   . კეკელიძე, ქართველი ქალები შაჰ-აბას პირველის კარზე, თსუ შრომები, . XXXIV.

6.  . ჯამბურია, ირან-ოსმალეთის ახალი ომი და ქართლ-კახეთის სამეფოები/საქართველოს ისტორიის ნარკვევები, . IV, თბილისი, 1973, გვ. 243-254.

7.  . კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, . II, თბილისი, 1981.

8.  . ავალიშვილი, თეიმურაზი და მისი პოემაწამება ქათევან დედოფლისა”, პარიზი, 1938.

9.  . ტაბაღუა, ახალი ცნობები ქეთევან დედოფლის წამების შესახებ, “მაცნე”, ისტ. სერია, 1974, 1.

 

 

 

მოამზადა თამარ აბულაძემ

ქეთევან დედოფალი

XIX ს.–ის მხატვრობა