მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

 ქავთარ ქაჯიფოისძე , XIV .

ფიტარეთის ტაძრის ამშენებელი

 

 

გიორგი V ბრწყინვალის (1318-1346 წწ.) ამირეჯიბი, ფიტარეთის მთავარი ტაძრის განმაახლებელი, ბარათაშვილების საგვარეულოს დამაარსებლის, ბარათა ქაჩიბასძის წინაპარი.

ფიტარეთის (მდებარეობს ქვემო ქართლში, დღევანდელი თეთრი წყაროს -ნი) მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სამშენებლო წარწერის მიხედვით, გიორგი მეფის ამირეჯიბმა, ქავთარ ქაჯიფაისძემ, ომშიმონაგებითა საფასითა” (ნადავლი ქონებით) ააშენა ფიტარეთის ტაძარი, იყიდა ორი სოფელი - თევდორეწმინდანი და ტანძია და შესწირა ისინი ფიტარეთის მონასტერს. წარწერა, როგორც ეტყობა, იმ მიზნითრომ უკეთ შემონახულიყო, ამოჭრილია ტაძრის სამხრეთი კარიბჭის შიგნითა კედელზე და გადანაწილებულია რამდენიმე ქვაზე. აშკარაა, წარწერა არ არის ტაძრის თანადროული და იგი შესრულებულია უკვე აშენებულ კედელზე. როგორც ტაძრის აღდგენა, ასევე  მისთვის სოფლების შეწირვა დაკავშირებული ჩანს მონასტრის  ქაჯიფაისძის საგვარეულოსათვის  გადაცემასთან. ამ დროისათვის, როგორც ჩანსფიტარეთის ტაძარი დაზიანებული იყო და ახალ მფლობელს იგი აღუდგენია (ძველ ქართულშიშენებაგანხლებასაც ნიშნავდა). ამასთან, წარწერის შინაარსი, კერძოდ, ფიტარეთისათვის სოფლების შეწირვის ფაქტი იმის მაუწყებელია, ფიტარეთის მონასტერი ამ დროს მოქმედი იყო და მატერიალურ დახმარებას საჭიროებდა.

ქაჯიფოისძე-ქაჩიბასძეები დასავლეთ საქართველოდან ჩანან მოსული ქვემო ქართლში (. ჯანაშია). ქავთარ ქაჩიბაისძე//ქაჯიფოისძე, მართლაც, ახალი მოსული ჩანს ქართლში და იწყებს ფეოდალური მამულის ჱაფუძნებასიძენს საგვარეულო მონასტერს, ყიდულობს სოფლებს და სხვ. ამ საგვარეულოს შთამომავალია ალექსანდრე I-ის (1412-1442 წწ.) თანამედროვე ბარათა ქაჩიბაძე, რომლის ერთ-ერთი შვილის, ბარათას სახელის მიხედვით, საგვარეულო ბარათაშვილთა სახელით განაგძობს არსებობას და აბატონებულ მდგომარეობას აღწევს ქვემო ქართლში.

ფიტარეთის ტაძარი XII-XIII საუკუნის მიჯნით თარიღდება. იგი განეკუთვნება  ბეთანია-ქვათახევის ხუროთმოძღვრული ძეგლების ჯგუფს. ტაძრის გარეპერანგი ამოყვანილია ფერადი ქვებით და შემკულია ნატიფი ჩუქურთმებით. როგრც ქაჯიფოისძის წარწერა იუწყება, ფიტარეთი XIV საუკუნიდან გამხდარა ბარათაშვილების საგვარეულო საძვლე, ხოლო XVII საუკუნის მიწურულს კი იგი ყაფლანისშვილების (ბარათაშვილების ერთ-ერთი განშტოება) ხელში გადავიდა. ფიტარეთის კუთვნილი სოფელი ტანძია, რომელიც ქავთარ ქაჯიფოისძემ შესწირა ფიტარეთის მონასტერს, ყაფლანისშვილ-ორბელისშვილების რეზიდენცია გახდა.

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:A

  1. e. TayaiSvili, somxiT-saorbelos warwerebi, parizi, 1929.

  2. v. silogava, qvemo qarTlis warwerebi, dmanisi II, gamomcemloba `mecniereba,~ Tb, 2000.

  3. p. zaqaraia, qarTuli centralurgumbaTiani arqiteqtura, XI-XVIII ss, gamomcemloba `xelovneba~,  Tb, 1978.

  4. i. ciciSvili, qarTuli arqiteqturis istoria, gamomcemloba `xelovneba,~ Tb, 1945.

  5. v. beriZe, Zveli qarTuli xuroTmoZRvreba, gamomcemloba `xelovneba,~ Tb, 1974.

  6. g. mWedliZe, `SueniernaSeni, gumbaTiani~ (fitareTis monastris istoria), didgori, gamomcemloba `mecniereba,~ Tb, 1991.

  7. g. mWedliZe, fitareTis monastris istoriidan (fitareTis monastris saflavis qvebis warwerebi).  mravalTavi XVIII, Tb, 1999.

 

 

მოამზადა გულნარა მჭედლიძემ