მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ნიკოლოზ / ნიკიფორე ჩოლაყაშვილი (ირუბაქისძე / ირბაქი)

XVII . სასულიერო მოღვაწე, დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე, მწიგნობარი.

მოღვაწეობდა  საქართველოშიევროპასა და პალესტინაში.

 

 

 

ნიკოლოზ ჩოლაყაშვილის მშობლები ეკუთვნოდნენ ირუბაქისძე-ჩოლაყაშვილთა კახეთის ერთ-ერთ ყველაზე წარჩინებულ საგვარეულოს. მამა - სარდალი და მარტყოფის მოურავი ომან ჩოლოყაშვილი-ირუბაქისძე; დედა-ბარბარე, არაგვის ერისთავთა ასული; ძმა-მარტყოფის მოურავი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, ავტორი სათავგადასავლო პოემისა `ომანიანი~, რომელიც `ვეფხისტყაოსნის~ გაგრძელებას წარმოადგენს.

მშობლებმა ნიკოლოზი ბავშვობის ასაკში განათლების მისაღებად იტალიაში გააგზავნეს, სადაც იგი ერთ-ერთ ბერძნულ სკოლაში სწავლობდა. იტალიაში ნიკოლოზმა კარგი განათლება მიიღო. ცნობილია, რომ იგი, ქართულისა და მეგრულის გარდა, ფლობდა შვიდ ენას (ბერძნული, თურქული, არაბული, რუსული, ფრანგული, ესპანური და იტალიური ენები). ბერძნულ სკოლაში ნიკოლოზმა 12 წელიწადი გაატარა და 1608 წლისათვის საქართველოში დაბრუნდა რომაელ მისიონერთან, პატრ გვილელმოსთან ერთად. ნიკოლოზი რომშივე აღიკვეცა ბერად და ნიკიფორედ იწოდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ნიკიფორე გარკვეულ ხანს გურიაში მოღვაწეობდა, შემდეგ კი კახეთში დაბრუნდა და მეფე თეიმურაზ I-ის მოძღვარი გახდა.

1614 წელს, როდესაც ირანის შაჰი შაჰ-აბასი უზარმაზარი ლაშქრით შემოესია კახეთს და მეფე თეიმურაზ I იმერეთში გაიხიზნა უახლოეს თანამებრძოლებთან ერთად, ნიკიფორე იერუსალიმში გაემგზავრა.

1626 წელს, როდესაც მეფე თეიმურაზმა გადაწყვიტა, ევროპის ქვეყნებისათვის მიემართა ირანელების წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად, ელჩად შეარჩია ნიკიფორე ჩოლოყაშვილი, რომელიც ამ პერიოდში იერუსალიმში იმყოფებოდა. თეიმურაზმა დაავალა ნიკიფორეს, მისი ელჩი ყოფილიყო რომის პაპთან, ესპანეთისა და საფრანგეთის მეფეებთან. ნიკიფორეს ელჩობა უიღბლო გამოდგა, რადგან იმ პერიოდში ევროპული სახელმწიფოების ინტერესებში არ შედიოდა დაპირისპირება ირანთან, რომელიც თურქეთის მოწინააღმდეგე იყო.

ნიკიფორე იერუსალიმიდან ზღვით გაემგზავრა ევროპაში დაკისრებული მისიის შესასრულებლად და თავდაპირველად ნეაპოლში ჩავიდა.  1627 წელს იგი ესპანეთის მეფეს ეახლა. ესპანეთის სამეფო კარზე ნიკიფორეს ელჩობის კონკრეტული შედეგები ცნობილი არ არის; აქედა იგი რომში წავიდა რომის პაპთან, ურბან VIII-თან, რათა მისთვის გადაეცა მეფე თეიმურაზის პირადი წერილი. პაპთან პირადი აუდიენციის მისაღებ აუცილებელ პირობად ნიკიფორს კათოლიკობის მიღება წამოუყენეს, იგი დათანხმდა ამ პირობას, მოინათლა კათოლიკედ, რის შემდეგაც პირადად შეხვდა პაპს სასაუბროდ და თეიმურაზის წერილი გადასცა მას.

ნიკოლოზის მისია გარკვეული თავსაზრისით წარმატებული აღმოჩნდარომის პაპმა შუამდგომლობა გაუწია მას ევროპის სხვა სახელმწიფოთა მეფეებთან, გამამხნევებელი წერილი მისწერა მეფე თეიმურაზს. რომში ნიკიფორე დაახლოებით ერთ წელიწადს დარჩა და უშუალო, აქტიური მონაწილეობა მიიღო პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნისქართულ-იტალიური ლექსიკონის დაბეჭდვის საქმეში. ლექსიკონის შემუშავებაში ძირითადი წვლილი ნიკიფორემ შეიტანა, მაგრამ იგი გამოიცა მხოლოდ 1629 წელს, მას მერე, რაც ნიკიფორე რომიდან წავიდა.

რომი ნიკიფორემ 1628 წელს დატოვა და გრძელი გზითგერმანიის, ლიტვა-პოლონეთისა და რუსეთის გავლით დაბრუნდა საქართველოში 1629 წელს. ამავე წლის აგვისტოში მან რომის პაპის წერილი გადასცა მეფე თეიმურაზს, მოახსენა თავისი ელჩობის შესახებ, რითიც მეფე კმაყოფილი დარჩენილა. 30-იანი წლების დასაწყისისათვის მეფე თეიმურაზმა ნიკიფორე მეტეხის ეკლესიის წინამძღვრად დაადგენინა.

1632 წელს, როდესაც ქართლის სამეფო ტახტის პრეტენდენტი, როსტომი ირანელთა დიდი ლაშქრით გამოჩნდა საქართველოში, მეფე თეიმურაზი იძულებული გახდა გაიზნულიყო თავის სიძესთან, იმერეთის მეფე ალექსანდრე III-თან, თუმცა ირანელთა ჯარის შემოსვლამდე რვა დღით ადრე მან თურქეთს მიმართა ირანელთა წინააღმდეგ დახმარებისათვის. მისი ელჩი თურქეთში ნიკიფორე ჩოლოყაშვილი იყო. თურქეთში ამ ელჩობის შესახებ არაფერია ცნობილი.

ქართლში როსტომის გამეფების შემდეგ ნიკიფორე სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის კარზე ცხოვრობდა, სადაც იგი დიდი პატივით სარგებლობდა.

1633 წელს როსტომ მეფემ დადიანის და, მარიამი ითხოვა ცოლად. დადიანის მიერ როსტომის კარზე გაგზავნილ ელჩობას ნიკიფორე ედგა სათავეში, რადგან ამ დაქორწინებით ყალიბდებოდა მნიშვენლოვანი პოლიტიკური კავშირი ქართლსა და სამეგრელოს შორის იმერეთისა სამეფოსა და მეფე თეიმურაზის წინააღმდეგ. ნიკილოზი 1634 წლამდე იმყოფებოდა როსტომ მეფის კარზე.

1634 წელს ქართლიდან ნიკიფორე ორ იტალიელ მისიონერთან ერთად სამეგრელოში დაბრუნდა და ლევან დადიანის კარზე ცხოვრობდა. იგი აქ აკურთხეს ხოფის საეპისკოპოსო ტაძრის წინამძღვრად.

1642 წლის ბოოს ან 1643 წლის დასაწყისში ნიკიფორე ტოვებს სამეგრელოს და იერუსალიმში მიემგზავრება მდიდრული შესაწირავით. 1643 წლის შუა ხანებიდან ნიკიფორე უკვე კვრის ქართველთა მონატრსი წინამძღვარი ხდება. იგი ჯვრის მონასტრეში დარჩა 1649 წლამდე დარჩა და ამ მოკლე ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა იერუსალიმში.

ნიკიფორემ აღადგენინა და მოახატვინა ჯვრის ქართველთა მონასტერი, ზრუნავდა ქართულ ხელნაწერ წიგნებზებევრი მათგანი ნიკიფორე საკუთარი ხელით აქვს შეკაზმული, ბევრი მათაგნი მისი დაკვეთით არის რესტავრირებული, რასაც ვიგებთ ამ ხელნაწერებზე დართული მინაწერებიდან. მათ შორის ვხვდებით ისეთებს, რომლებიც ნიკიფორეს ხელითაა შესრულებული. განსაკუთრებით დიდი მასშტაბის სამუშაო იქნა ჩატარებული ჯვრის მონასტრსი აღსადგენად: განახლდა გუმბათი, კაპიტალურად შეკეთდა ძირითადი შენობა, მარმარილოთი მოპირკეთდა საკურთხევლის ნაწილი, განახლდა ძველი კედლის მხატვრობა და შეივსო შემწირველთა პორტრეტებით. ეკლესიის შესასვლელის ზემოთ დაცული ნიკიფორე საამშენებლო წარწერიდან ირკვევა, რომ მონასტრის აღსადგენად საჭირო ხარჯები ძირითადად გაღებული იყო ლევან დადიანის მიერ. ჯვრის მონასტერში კიდევ რამდენიმე წარწერაა

ნიკიფორე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იერუსალიმში, დაახლოებული იყო იერუსალიმის მართლმადიდებლე პატრაიტრქთან, თაოფანესთან (1608-1645 წწ.), რომელიც თავის დროზე საქართველოში იყო ნამყოფი. თეოფანემ სიკვილიდს წინ თავის მემკვიდრედ იერუსალიმის მღვდლმთავრის ტახტზე ნიკიფორე დაასახელა, მაგრამ თეოფანეს სურვილი ვერ არსრულდაიერუსალიმის პატრიარქად ბერძენი პაისიოსი აკურთხეს.

1649 . ნიკიფორემ დატოვა იერუსალიმი და გამოემართა საქართველოში, სადაც 1650 . ჩამოვიდა. 1651 წლეს ნიკოლოზი იმერეთში და აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იგი მონაწილეობას ღებულობს დარბაზობებსა თუ მოლაპარაკებებში, რომლებსაც  თეიმურაზ I-სა და იმერეთის მეფე ალექსანდრეს აქვთ ხოლმე უცხოელ ელჩებთან.

სიცოცხლის ბოლო წლები ნიკიფორემ სამეგრელოში, ლევან დადიანის კარზე გაატარა. აქ აკურთხეს იგი დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 1657 წელს, როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა ლევან დადიანი, ნიკიფორეს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდაიმერეთის მეფის დახმარებით დადიანი გახდა ვამიყ ლიპარტიანი, რომელთანაც ნიკიფორეს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ვამიყმა ნიკიფორე გადააყენა კათალიკოსობიდან და ერთ ციხე-კოშკში გაგზავნა იგი, როგორც ამას მისიონერი ანდრეა ბორომეო წერდა 1658 წლით დაღთარიღებულ წერილში.

ამის შემდეგ ნიკიფორეს დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი უნდა გარდაცვლილიყო 1675 წლის ბოლოს ან 1658 წლის დასაწყისში.   

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

 

  1. akofaSvili, g., qarTveli diplomati nikoloz ColoyaSvili – nikifore irbaxi (XVII s.), Tb., 1977.

  2. kakabaZe, s., qarTuli wignis beWdvis 300 wlis iubilesaTvis, qarTuli mwerloba, 1929, # 8-9.

  3. kekeliZe, k., nikifore irbaxi, etiudebi Zveli qarTuli literaturis istoriidan, II, Tb., 1945.

  4. metreveli, e., masalebi ierusalimis qarTuli koloniis istoriidan, Tb., 1962. ix. aRapebi ## !, T 58, 84.

  5. metreveli, e., Sesavali werili wignisa: timoTe gabaSvili, mimoslva,  

  6. Вирсаладзе, Т., Роспись Иерусалимского Крестного Монастыря и портрет  Шота Руставели, Тбилиси, 1973.

  7. Переписка на иностранных языках грузинских царей с российскими государями от 1639г. по 1770г., под ред.

  8. Синодик Крестного Монастыря в Иерусалиме, изд. Н. Марр, СПб, 1914. ix. aRapebi ## 13, 23, 43, 49, 85, 90, 96, 179, 249, 153, 185.

  9. Цагарели, А., Памятники грузинской старины в святой земле и на Синае, СПб, 1888.

 

 

moamzada Tina ceraZem

 


 

 

ნიკიფორე ჩოლოყაშვილი

XVII ს. კრისტოფორო დე კასტელი