მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ნერსე II ერისმთავარი

ქართლის ერისმთავარი, ადარნასე კურაპალატის ძე, VIII საუკუნის II ნახევრის (781 წ.-მდე. მოღვაწე

 

 

VIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში დამძიმდა არაბთა ბატონობა. არაბები განსაკუთრებით მტრობდნენ და დევნიდნენ ერისმთავართა სახლის წარმომადგენლებს, რათა ხალხი უწინამძღოლოდ დარჩენილიყო. ნერსე ერისმთავარი ქართლის უმაღლეს არისტოკრატიას ეკუთვნოდა, იგი იყო ფარნავაზიან-ხოსროიანთა ქართლის უძველესი სამეფო დინასტიის წარმოადგენელი. მის კარზე იზრდებოდა გრიგოლი, მომავალი გრიგოლ ხანცთელი, რომელიც ნერსეს ცოლის ძმისწული ყოფილა. არაბთა დევნას ვერც ნერსე ერისმთავარი გადაურჩა. ანტიარაბული საქმიანობისათვის 772-773 წლებში ხალიფა მანსურმა იგი ბაღდადში გაიწვია და საპყრობილეში ჩასვა. სამი წლის შემდეგ ნერსე ახალმა ხალიფამ მაჰმადიმ (775-785 წწ.) გაათავისუფლა და იმავე პატივით ქართლში გამოისტუმრა.

ნერსე არც ახალ ხალიფას დაემორჩილა, როგორც იოანე საბანისძე, “აბოს წამების” ავტორი, აღნიშნავს: “კუალად იყო განრისხებაÁ ხელმწიფეთა მათ სარკინოზთაÁ ნერსÁ ერისთავსა ზედა”. ამჯერად ნერსემ ვეღარ შეძლო თავის მართლება და იძულებით სამასკაციანი ამალით ხაზარეთში გადავიდა, სადაც მას სამხედრო დახმარების იმედი ჰქონდა. მაგრამ ხაზარებისაგან მან რეალური დახმარება ვერ მიიღო, ისინი მას მხოლოდ საზრდოთი და სამოსლით დაეხმარნენ. აღნიშნულმა ვითარებამ ნერსე ერისმთავარი აიძულა ხაზარეთიდან თავისი ოჯახითა და თანმხლებლებით გადასულიყო დასავლეთ საქართველოში, რომელსაც მაშინ “აფხაზეთი” ეწოდებოდა აქ ძველი აფხაზთა სამთავრის მმართველი დინასტიის გაბატონების გამო. აქ ყოფნის დროს ნერსემ შეიტყო, რომ არაბებს ქართლის ერისმთავრის თანამდებობაზე დაუნიშნავთ მისი დისწული სტეფნოზი. მან ამირას მოციქულები მიუგზავნა და მისთვის და მისი ხალხისათვის ქართლში უშიშრად დაბრუნების გარანტია უთხოვია. ნერსე არაბებისათვის უკვე საშიში აღარ იყო, ამიტომ ქართლში დააბრუნეს.

ჯერ კიდევ ბაღდადში ყოფნისას ნერსეს დაახლოებია არაბი ყმაწვილი აბო, რომელიც მას ქართლშიაც გამოჰყოლია მსახურად. თბილისში აბო გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას და ქრისტიანებსაც დაუახლოვდა. იგი ხაზარეთში გაჰყვა ნერსეს და ქრისტიანობაც მიიღო. თბილისში დაბრუნებული აბო მისმა თანამემამულეებმა თავისი რჯულის უარყოფისა და გაქრისტიანებისათვის ამირასთან დააბეზღეს, _ ეს ამბავი აღწერილია იოანე საბანისძის თხზულებაში.

 

 

wyaro da samecniero literatura:

  1. ioane sabanisZe, “martvilobaÁ habo tfilelisaÁ”, wgn. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi,  I, Tb. 1963. iqve: grigol xancTelis cxovreba.

  2. p. ingoroyva, giorgi merCule, Tb. 1954.

  3. saqarTvelos istoriis narkvevebi, II, Tb. 1973.

  4. s. janaSia, Sromebi, II, Tb. 1952.

  5. qarTlis cxovreba, t. I. s. yauxCiSvilis gamocema, Tb. 1955.

  6. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria. Tb.

  7. k. kekeliZe, qarTuli literaturis istoria. t. I. Tb. 1960 .

  8. k. kekeliZe, adrindeli feodaluri qarTuli literatura. Tb. 1935.

  9. m. lorTqifaniZe, feodaluri saqarTvelos politikuri gaerTianeba. Tb. 1963 .

  10. З. Анчабадзе, Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.) Сух. 1959.

 

moamzada elene cagareiSvilma