მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

მარიამ-მაკრინა ბაგრატიონი (1697/1698 -1732)

 

ერეკლე I-ის (ნაზარალი-ხანის) ასული, ქართველი ჰიმნოგრაფი, კალიგრაფი, კანონიკური და ჰაგიოგრაფიული კრებულების შემდგენელი

 

 

 

საქართველოს სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ბრძოლა მისი ერთიანობისა და დამოუკიდებლობის აღსადგენად არასოდეს შეწყვეტილა (. ბერძენიშვილი).  ქართული მწერლობა, რომელიც ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებთან, აირეკლავდა ერის მამოძრავებელ ტენდენციებს, მისწრაფებებსა და სურვილებს. (. მეტრეველი). XVII-XVIII სს-ში, ერთი მხრივ, პოლიტიკური ცხოვრების დაკნინების, მეორე მხრივ, ეროვნული კულტურისა და მწერლობის აღორძინების პერიოდში, ქართული საეკლესიო მწერლობის განმსაზღვრელი ნიშანი ეროვნული მოტივი ხდება. ამ პროცესის წარმმართველი დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა იყო, რომელმაც შემოინახა და განავითარა როგორც საზღვარგარეთის ქართული კერების, ისე საქართველოში არსებული საგანმანათლებლო ცენტრების კულტურული ტრადიციები.

ეროვნული მიმართულებით ვითარდებოდა XVII-XVIII სს.-ის ქართული ჰიმნოგრაფიაც. ამ პერიოდის ქართველ ჰიმნოგრაფთა შემოქმედების ობიექტი ქართული სინამდვილისა და ქართველ წმინდანთა საქმიანობის ასახვაა. ამ ნიშნითაა აღბეჭდილი ერთ-ერთ საინტერესო და თვითმყოფადი ავტორის, ქართველი ჰიმნოგრაფი ქალის, მარიამ-მაკრინე ბაგრატიონის შემოქმედება.

მარიამ-მაკრინე ერეკლე I-ის (ნაზარალი-ხანის) (ქართლის სამეფოს განაგებდა 1688-1703 წწ.-ში) ქალიშვილია მისი კანონიერი მეუღლის ანა ჩოლოყაშვილისაგან. ანა  განათლებული, ღვთისმოსავი ქალი ყოფილა. ანტონ I-ის ცნობით, მას მონაწილეობა მიუღია ქართული საეკლესიო კალენდრის რეფორმაში (. ქავთარია). მწიგნობრობისადმი სიყვარული დედას თეიმურაზ II-სა და მაკრინესათვის გადუცია.

მარიამი დაბადებულა 1697-98 წწ.-ში. იგი 1714 .- გათხოვილა ნიკოლოზ ალავერდელის ძმისწულზეედიშერ ჩოლოყაშვილზე. იგი მალევე დაქვრივებულა და მონაზვნად აღკვეცილა. მაკრინეს სახელით. ალავერდის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ერთ-ერთ ეკვდერში ცხოვრობდა. ამ დროს ალავერდის ეპარქიას განაგებდა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, მისი მეუღლის ბიძა.

მაკრინეს თავისი ქონება შეუწირავს ალავერდის კათედრალისათვის. მისი სახელით მოღწეულ შეწირულების წიგნში, რომელიც 1724 .-ით თარიღდება, ვკითხულობთ: “... სამარხო მეფეთა და პაპათა ჩემთა იყო (ალავერდის კათედრალი), აქა აღვირჩიე მკვიდრობა... და დავსდევ ტაძარსა მას შინა და მეცა მიერიდგან სამკვიდრებელად ჩემდა Aაღვირჩიე ადგილი იგი”. მეფის ასულს შეუწირავს: “ კნინი ძღუენი: უტოს ერთი საკვამლე, ბულალაშვილის ნასახლები მამული, ორის ვენახით, მისის სახნავით და უხნავით, მთით, ბარით ...”

მარიამ-მაკრინეს შემოქმედება  დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლისათვის დამახასიათებელი საერთო ეროვნული ტენდენციებითაა განპირობებული. მისთვის დაუკვეთავთ იოსებ ალავერდელისადმი მიძღვნილი ორი ჰიმნოგრაფიული კანონისა და ამავე წმინდანის სვინაქსარული ცხოვრება. მასვე ეკუთვნის ღვთისმშობლის საგალობელი. მისი ჰიმნების ძირითადი მოტივი სამშობლოს სიყვარულია. ამ საგალობლების მხატვრული დონე საკმაოდ მაღალია, მასემარჯვება მოხდენილი ეპითეტები, შედარებანი, მეტაფორანი და პარალელიზმები” (. კეკელიძე).

მაკრინეს ერთ-ერთ აკროსტიქიან საგალობელიში კიდურწერილობა ასე იკითხება: “მაკრინა შემსხმელი შენი, შემიწყალე, წმინდაო”.

ჰიმნოგრაფის შემოქმედებაში საგანგებო ადგილი უჭირავს მისღვთისმშობლის შესხმას”. იგი ერთვის მაკრინეს მიერ გადაწერილ საბას ლექსიკონის ცალს. ტექსტი 26 სალექსო სტრიქონისაგან შედგება. მის მეორე ნაწილში (ბოლო 13 სტრიქონი) ჩანს ავტორის პირადი განცდები, აკროსტიქში კი ვკითხულობთ: “მაკრინა არის გარდმომწერელი ლექსიკონისა ამის”.

უნდა აღინიშნოს, რომ XVIII.-ის 50-60-იან წლებში ანტონ კათალიკოსმა დაამუშავა ქართული სადღესასწაულოს ახალი რედაქცია, სადაც მაკრინეს საგალობლები ძირითადად უცვლელადაა დატოვებული (. ქავთარია)

მაკრინა აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული აგიოგრაფიული კრებულების შედგენაში. ყველაზე ადრეული ხელნაწერი, რომელმაც შემოინახა მისი შემოქმედების ნიმუშები, არის -3269 – ბესარიონ ორბელიშვილის ჰაგიოგრაფიული კრებული.…მას დოგმატიკური კრებულიც შეუდგენია. ეს კრებული რამდენიმე ხელნაწერითაა მოღწეული. Q-427- ერთვის მაკრინეს ანდერძი, სადაც იგი წერს: “...ფრიადი შრომა დავსდევ ამას ზედა და გამოწვლილვით გამოვიძიე, და სადაც რომ ვპოვე, შევკრიბე და გავმართე. მე საფუძველი დავსდევ და, რომელსა მოგცესთ ღმერთმან გულისხმის ყოფა, თქუენ უმჯობესად შესცვალეთ და აღაშენეთ საფუძველსა ამას ზედა”.

მარიამი დახელოვნებული კალიგრაფი და ხელნაწერთა დამკვეთ-გადამწერია. მისი საფასით გადაწერილი და მოკაზმული ხელნაწერები ინახებოდა კახეთის ეკლსია-მონასტრებშიალავერდში, ნინოწმინდაში, დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში.

მოვიტანთ ერთ ნაწყვეტს მარიამ-მაკრინეს იოსებ ალავერდელისადმი მიძღვნილი საგალობლიდან:

გიხაროდენ შენ, ღირსო მამაო,

ყოვლად სანატრელო ამბა იოსებ,

რამეთუ დაშუერ შრომითა კეთილითა,

და დაუმორჩილენ ჴორცნი მოკუდავნი

სულსა უკუდავსა

და განსცუალე ქუეყანისა

ზეცისათა მათთÂ კეთილთა,

და თანამკÂდრ ხარ ნეტარსა მას ცხოვრებასა.”

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

 

     xelnawerebi: S-3269, Q-427, A-636

1.        mixeil qavTaria, Zveli qarTuli poeziis istoriidan (XVII-XVIII), Tbilisi, 1977

2.       n. berZeniSvili, “aRmosavleT kaxeTis istoriidan”, JurnalSi: “mimomxilveli”, t. III, Tbilisi, 1953

3.       e. metreveli, qarTul agiografiuli krebuli da misi Semdgeneli, puSkinis sax. pedagogiuri institutis Sromebi, t. VIII, Tbilisi, 1950

4.       m. qavTaria, daviT garejis literaturuli skola, Tbilisi, 1965

5.       s. kakabaZe, istoriuli sabuTebi,V, Tbilisi, 1913

6.       Zveli qarTuli agiografiuli literaturis  Zeglebi, IV, gamosacemad moamzada e. gabiZaSvilma, Tbilisi, 1968

7.       levan asaTiani, Zveli saqarTvelos poeti qalebi, Tbilisi, 1936

8.       k. kekeliZe,  meTvaramete saukunis qarTuli literaturis istoriidan, etiudebi, IV, Tbilisi, 1957.

 

 

 

moamzada Tamar abulaZem