მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

მარიამ დედოფალი, XI .

პოლიტიკური მოღვაწე, გიორგი I-ის მეუღლე, ბაგრატ IV-ისა დედა

 

 

 

      მარიამ დედოფალი ეკუთვნოდა სომხური არისტოკრატიის უმაღლეს წრეს, იგი იყო ვასპურაკანის მეფის, სენაქერიმ II არწრუნის ასული. გიორგი მეფის  გარდაცვალების (1027 .) შემდეგ ბიზანტიაში მძევლად მყოფი ბაგრატუფლისწული (ბაგრატ IV) საქართველოში დააბრუნეს. ენერგიული და მტკიცე ნებისყოფის მარიამ დედოფალი გვერდით ამოუდგა თავის ახალგაზრდა შვილს და მასთან ერთად გაინაწილა სამეფოს მართვის მთელი სიმძიმე. მდგომარეობა კი მეტად რთული იყო. საქართველოს სახელმწიფოებრივი ერთიანობისაკენ სწრაფვას უპირისპირდებოდა ბიზანტიის იმპერია თავისი სამხედრო ძალით, ფულით თუ აგენტურით. ჯერ კიდევ გიორგი I-ის მეფობაში ბიზანტიამ ჩამოაჭრა საქართველოს იმიერ ტაო და კლარჯეთ-შავშეთის დაუფლებასაც შეეცადა. აქ მან მოახერხა აზნაურთა ნაწილის გადაბირება, მხოლოდ საბა მტბევარის წინდახედულმა და გაბედულმა მოქმედებამ შეაჩერა ბიზანტიელთა წინსვლა ქვეყნის სიღრმეში. მაგრამ ბიზანტია უკან როდი იხევდა. მან ახლა ტახტის მაძიებელი უფლისწულები აამოქმედა, რამაც ბაგრატი ხანგრძლივ და მომქანცველ შინაურ ბრძოლებში ჩაითრია. ამ ამბებმა ომმა კახეთ-ჰერეთის განმდგარი მთავრებისადმი ყურადღება მოადუნათბილისში ძველებურად არაბთა ამირა იჯდა. და მაინც, მთელი ქვეყნის სასიცოცხლო ძალები ქვეყნის გაერთიანებისაკენ იყო მიმართული.

      ახალგაზრდა ბაგრატს არ შეეძლო ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ებრძოლა და ბიზანტიასთან მორიგება გადაწყვიტა. ძალების მოსაკრებად ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო.      ამიტომ 1031 წელს კონსტანტინოპოლში ელჩობა  გააგზავნა მარიამ დედოფლის ხელმძღვანელობით. ელჩობის წევრთაგან ცნობილია აგრეთვე  მელქისედეკ კათალიკოსი. მარიამ დედოფალმაშეიმოსა სიმხნე და ახოვანება... და წარვიდა კოსტანტინეპოლედ წინაშე რომანოზ (რომანოზ III არგირი, 1028-1034 წწ.) მეფისა, ვედრებად მისა, რათა მშვიდობა ყოს აღმოსავლეთისათვის და, რათა არღარა იყოს ბრძოლა  ბერძენთა და ქართველთა... და, რათა მიუთხრეს პატივი ძესა თვისსა ბაგრატს მეფესა წესისაებრ სახელისა” (სუმბატ დავითის ძე). მარიამი იმპერატორმა შესაფერი პატივით მიიღო და იმ ვითარებისათვის სასურველი შედეგებით გამოისტუმრა: მშვიდობის ფასად იმპერატორმა ბაგრატს, მისი ვასალური მორჩილების ნიშნად, კურაპალატობა უბოძა და ცოლად თავისი ძმისწული ელენე გაუგზავნა. სარძლო მარიამ დედოფალმა თან წამოიყვანა და მასთან ერთად ბაგრატს მიართვა დოკუმენტი საზავო შეთანხმების თაობაზე _ იმპერატორისოქრობეჭდნი”.

      მოხდა ისე, რომ დედოფალი ელენე მალე გარდაიცვალა და ბიზანტიასთან დადებული შეთანხმებაც მალე დაირღვა. არც ბიზანტია აპირებდა საქართველოს დათმობას და არც ბაგრატი გამოირჩეოდა ვასალურიერთგულებით”. ურთიერთობა ბიზანტიასთან ისევ დაიძაბა. ამ ამბების მომსწრე მარიამი, მემატიანეთა სიტყვაძუნწობის მიუხედავადაქტიურად ჩანს ჩაბმული პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბაგრატთან ერთად იგი ცდილა ანაკოფიის ციხეში გამაგრებულ ტახტის მაძიებელ დემეტრესთან (ბაგრატის ნახევარძმა) მოლაპარაკებას, მაგრამვერ გამოინდვეს ბაგრატ მეფემან და დედამან მისმან” (მატიანე ქართლისა). XI საუკუნის 40-იან წლებში ბიზანტიის ხელშეწყობით ბაგრატი უკიდურესად შეავიწროვა უძლიერესმა ფეოდალმა, კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ბაღვაშმაფაქტობრივად მან ქვეყანა მეფეს შუაზე გაუყო.      1052 წელს ბაგრატი იძულებულია თავად წავიდეს ბიზანტიაშიმარიამი დედოფალი, როგორც წონიანი ფიგურა, თანაც ბიზანტიურ დიპლომატიაში კარგად გარკვეულიშვილს თან გაჰყვა. ბაგრატსა და მარიამს იმპერატორის კარზე სამ წლამდე მოუწიათ დარჩენა. საქართველოს საკითხი განზრახ თუ უნებლიეთ შინაური ანარქიის გამო ჭიანურდებოდა. მათი იქ ყოფნის დროს იმპერატორის ტახტისათვის ცხარე დინასტიურ ბრძოლაში  სამი იმპერატორი გამოიცვალაკონსტანტინე (1041-1055) მონომახი, თეოდორა დედოფალი (1055-1056) და მიხეილ (1056-1057) VI დუკა. საიმპერატორო კარზე დედა-შვილი რასაკვირველია, უქმად არ მსხდარა და როგორც ჩანს, ადგილობრივი არისტოკრატიის ფართო წრეს დაუახლოვდნენ. იმპერატორის კარზე გაიცნეს მათ იმჟამად კონსტანტინოპოლში მყოფი გიორგი ათონელიც, კარგად გაერკვნენ მონასტრის იმდროინდელ პრობლემებში და დიდი დახმარებაც გაუწიეს ათონის მონასტერს. ათონის ცნობილ სააღაპე წიგნში მარიამისა და ბაგრატის სახელზე მოსახსენებლებია შეტანილიმარიამის მიერ ათონის მონასტრისათვის გაწეული დიდი ზრუნვის საპასუხოდ მარიამისათვის მონასტრის პირველმაშენებელთა შესადარი საზეიმო აღაპი განუწესებიათ: “ვითარცა მაშენებელთა და მეფეთაA ჩუენთაA”(აღაპი 100).

      ბაგრატისა და მარიამის  უსათუოდ დიდი დიპლომატიური წარმატება იყო, რომ თეოდორა დედოფალმა ბაგრატს ასული სთხოვა (1056 .), რათაშვილად თვისად აღეზარდა”. ბაგრატმა და მარიამმა მართა უფლისწული საქართველოდან დაიბარეს. სწორედ მაშინ, როცა მართა უფლიწული კონსტანტინოპოლში ჩავიდა, დედოფალი თეოდორა აღესრულა. ამიტომ მართაA მალევე დააბრუნეს სამშობლოში

      კონსტანტინოპოლში იწყება გიორგი ათონელისა და მარიამ დედოფლის სულიერი მეგობრობა. მარიამის თხოვნით გიორგი ათონელმა  დედოფალი სქემით შემოსა. მარიამმა გაუწია შუამდგომლობა იმპერატორთან გიორგი ათონელს, რათა ეს უკანასკნელი თავისი სურვილისამებრ  შავ მთაზე წასულიყოთავად მარიამი კონსტანტინოპოლიდანდიდი საფასითანტიოქიაში გაემგზავრა, იქიდან კი იერუსალიმში აპირებდა ჩასვლას წმინდა ადგილთა მოსალოცად. თავად იმპერატორმა შეუთვალა ანტიოქიის პატრიარქს, რომყოვლითა პატივითა და დიდებითაგაეგაზავნა მარიამი იერუსალიმში, მაგრამ   აღმოსავლეთში ქრისტიან მომლოცველთა მოგზაურობა იმდენად სახიფათო გამხდარასარკინოზთაგან”, რომ გიორგი ათონელს გადაუთქმევინებია დედოფლისათვის განზრახვა: “არა კეთილ არს, აღმოსავალისა მეფეთა დედა რათამცა სარკინოზეთს წარვიდა”. დედოფალი ფრიად შეღონებულა, მაგრამ ყური დაუგდო თავისი სულიერი მოძღვრის რჩევას. ხოლო საფასე, რომლის წაღებას აპირებდა იერუსალიმში, გიორგის გაატანაგლახაკთათვის დასარიგებლად და მონასტერთა შესაწევნად”. ცხადია, დედოფალს, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში ჰქონდა ჯვრის მონასტერი, რომელსაც ამ დროს თავიდან აშენებდა გიორგი-პროხორე. მარიამ დედოფლის სურვილისამებრ  გიორგიმ ეს საფასე იერუსალიმში ჩაიტანა და ჯვრის მონასტრის წინამძღვარს გიორგი-პროხორეს გადასცა.

      მარიამ დედოფალი საქართველოში 1057 წელს დაბრუნდა. მისი შემდგომი მოღვაწეობის შესახებ ცნობები არ გვაქვს. ივარაუდება, რომ შემონაზვნებული დედოფალი რომელიმე დედათა მონასტერში დამკვიდრდა. მარიამი იხსენიება რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაში.

 

 

           წყაროები და სამეცნიერო ლიტეატურა:

1.     გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, . აბულაძის რედ. თბილისი, 1967.

2.     მატიანე ქართლისა/ ქართლის ცხოვრება, I, . ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1955.

3.     სუმბატ დავითის ძე, ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა/ქართლის ცხოვრება, I,

4.     . ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1955.

5.     . მეტრეველი, ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბილისი, 1998.

6.     . გაბიძაშვილი, რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, თბილისი, 1978.

7.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, თბილისი, 1965.

8.     . ლორთქიფანიძე, ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის (X . დასარული – XI . 60-იანი წლები)/ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, თბილისი, 1979.

9.     . ბერძნიშვილი, მარიამ დედოფალი, ქსე, VI, თბილისი, 1983.

 

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ