მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ლაშა გიორგი

საქართველოს მეფე 1213-1223 წლებში

 

 

      გიორგი IV ლაშა (1192-1223) თამარ მეფისა და დავით სოსლანის ძე, ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტს განაგებდა 1213 წლიდან. თამარმა იგი ჯერ კიდევ 1207 წელს დაისვა თანამოსაყდრედ და ამ დროიდან ლაშა ქვეყნის მართვასა და ლაშქრობებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

      წერილობითი წყაროები სხვადასხვაგვარად ახასიათებდნენ გიორგი ლაშას. მისი თანამედროვე მემატიანე წარმოგვიდგენს მას, როგორც შესანიშნავ მოღვაწეს, მამაცსა და გონიერ მმართველს. ლაშა გიორგის მემატიანის თხზულებაში მისი მმართველობა წარმატებების პერიოდადაა დასახელებული, თვით ლაშა კი დავით აღმაშენებელთანაც კი არის შედარებული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მემატიანეს თავის თხზულებაში არაფერი აქვს თქმული იმის შესახებ, რომ პირველად ლაშას დროს დაამარცხეს მონღოლებმა ქართველები.

      XIII საუკუნის შუა პერიოდიდან ჩამოყალიბდა თამარ მეფის ეპოქის განდიდების კონცეფცია, რომლის თანახმადაც ქვეყნის დაცემის ერთ-ერთ მიზეზად ლაშა გიორგისა და მისი დროის დიდებულების სისუსტე და დაუდევრობა იყო მიჩნეული. ჟამთააღმწერლის გადმოცემით, ლაშამიდრკა სიბოროტედ თანამიყოლითა უწესოთა კაცთა”, “სიბილწესა უმეტეს გარდაირია იმდენად, რომ ერთ-ერთიმემთვრალეობისდროს მას სცემეს და მარჯვენა თვალიც დაუბრმავეს. საქართველოს თავკაცების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ ლაშამ უარყო მათ მიერ შემოთავაზებული ქორწინება და სიცოცხლის ბოლომდე დაკავშირებული იყო ერთ ველისციხელ ქმრიან ქალთან, რომელთანაც ვაჟიც (შემდეგში დავით VII, ულუ) შეეძინა. როცა ეს ქალი დააშორეს, გიორგი ლაშას ცოლი აღარ შეურთავს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო გიორგი ლაშას გარშემო მისი გმობაც ხშირად ისმოდა.

      ის მწირი ცნობები, რომლებიც გიორგი-ლაშას პიროვნების შესახებ არის შემორჩენილი წყაროებში, არაერთხელ გამხდარა მეცნიერთა განსჯის საგანი. ლაშას გამომწვევი ქცევა, რინდებთან (რინდი სპარსულად ნიშნავსმემთვრალეს”. რინდებს შუა საუკუნეების აღმოსავლურ ქალაქებში უწოდებდნენ ფეოდალურ არისტოკრატიასთან დაპირისპირებულ თავისუფალ, მეამბოხე მოქალაქეებს) სიახლოვე, თანამოასაკეების შემოკრება, ქორწინებაზე უარის თქმა, _ აშკარად მიანიშნებს ლაშას დაპირისპირებაზე თამარის დროს აღზევებულ  დიდმოხელეებთან, რომლებიც ცდილობდნენძველებურადემართათ სამეფო. თავის მხრივ, ლაშა, ისევე როგორც საქართველოს სხვა მეფეები, ქალაქურ წრეებში ეძებდა სოციალურ საყრდენს. იმდროინდელი საქართველოს ქალაქები კი, გაზრდილი მოსახლეობით, განვითარებული ეკონომიკით, მჭიდრო კონტაქტებით ახლო აღმოსავლეთის და ბიზანტიის კულტურულ ცენტრებთან, სრულიად ახალ ატმოსფეროს ქმნიდა, რომლის სულისკვეთება ახალგაზრდა მეფისათვის ბევრად უფრო მისაღები აღმოჩნდა, ვიდრე ძირძველი არისტოკტატიის მკაცრად რეგლამენტირებული სამყარო.

      თამარ მეფის დროს სამხედრო ძალითა და ძლევამოსილი ბრძოლებით შემოერთებულ ქვეყნებს და მის მოსახლეობას შემომტკიცება ესაჭიროებოდა წინდახედული საერთაშორისო პოლიტიკით.      ზემოაღნიშნული ვითარება, განსაკუთრებით კი ლაშა-გიორგის ხასიათის ნაკლი მალევე ცხადი გახდა საქართველოს როგორც ყმადნაფიც, ასევე მოსაზღვრე ქვეყნების მცხოვრებთათვის. გიორგი IV ლაშას მეფობის დამდეგსვე საქართველოს ყმადნაფიცმა ქვეყნებმა მოინდომეს დამოუკიდებლობა. თავდაპირველად განძის ათაბაგი განუდგა მეფეს და უარი განაცხადა ხარკის გადახდაზე. ლაშა გიორგიმ უმალვე მოიწვია დარბაზი, ჯარი შეკრიბა და ალყა შემოარტყა განძას. მან ქართველ მხედართმთავრებთან შეთანხმების გარეშე 4000 მეომრით გარსშემოუარა ქალაქს. მცხოვრებნი სწრაფად გამოვიდნენ ქალაქიდან 10000 ჯარისკაცით და მეფეს თავს დაესხნენ. გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა. ქართველებმა მამაცად შეუტიეს სამეფო ჯარებს. განძელები უკუიქცნენ და კვლავ ჩაიკეტნენ ქალაქში. მეფის წინდაუხედაობამ აღაშფოთა ქართველი სარდლები და მის სამსახურზე უარის თქმით დაემუქრენ, თუ კიდევ განმეორდებოდა მსგავსი რამ. ლაშა გიორგი იძულებული შეიქნა მოენანიებინა თავისი ქმედება. ალყით შეწუხებულმა განძის ათაბაგმა მოციქული გამოუგზავნა ლაშა გიორგის, შერიგება სთხოვა და ხარკის გადახდაც იკისრა. განძის ათაბაგის დამორჩილების შემდეგ ლაშამ კიდევ რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა მოაწყო. ხელახლა დაიმორჩილა ხლათის ქვეყანა, კარნუ ქალაქი, ოროტი და ციხეები ნახიჭევანამდე და განძის კარამდე, შამქორი. ამრიგად, ლასამ მოახერხა  ყმადნაფიცებთან და მეზობლებთან მშვიდობის აღდგენა. სწორედ ამ ხანებში მან  მიიღო ჯვაროსანთა მთავარსარდლის, კარდინალ პელაგიუსის წერილი, რომელშიც პელაგიუსი საქართველოს მეფეს ეგვიპტის წინააღმდეგ საბრძოლველად იწვევდა. ლაშას თანხმობა განუცხადებია და საბრძოლო სამზადისსაც შედგომია, მაგრამ ეს ლაშქრობა ვერ შედგა _ საქართველოს საზღვრებთან ახალი მტერი გამოჩნდა. ესენი იყვნენ მონღოლებიმათთან ერთ-ერთ ბრძოლაში ლაშა-გიორგი დაიჭრა და დიდხანს აღარც უცოცხლია. იგი 1223 წელს გარდაიცვალა.

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

  1. laSa giorgis droindeli mematiane, qarTlis cxovreba, I, s, yauxCiSvilis gamocema, Tbilisi, 1955.

  2. basili ezosmoZRuari, cxovreba mefeT-mefisa Tamarisi, qarTlis cxovreba II t, s, yauxCiSvilis gamocema, Tbilisi, 1959.

  3. JamTaaRmwereli, qarTlis cxovreba, II t, s, yauxCiSvilis gamocema, Tbilisi, 1959.

  4. batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa, qarTlis cxovreba, IV t, s, yauxCiSvilis gamocema, Tbilisi, 1973.

  5. stefanos orbeliani, sisakanis saxlis istoria Tiflisi, 1910 (somxur enaze)

  6. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, III, Tbilisi, 1966.

  7. iv. javaxiSvili, s, janaSia, n, berZeniSvili, saqarTvelos istoria, Tbilisi, 1943.

  8. k. kekeliZe, axali literaturuli wyaroebi laSa-giorgis istoriisaTvis, krebuli “saqarTvelo rusTavelis xanaSi”.

  9. r. metreveli, mefe Tamari, Tbilisi, 1991.

  10. n. berZeniSvili, TaTarTa batonobis xana, saqarTvelos istoriis sakiTxebi, II Tbilisi, 1965

  11. i. cincaZe, monRolebi da monRolTa dapyrobani, Tbilisi, 1966.

  12. S. badriZe, saqarTvelos saSinao da sagareo politika XIII saukunis 1020-ian wlebSi, Tbilisi, 1979.

  13. S. badriZe, saqarTvelo da jvarosnebi, Tbilisi, 1985.

  14. a. abdalaZe, somxur xelnawerTa X-XIII saukuneebis anderZ-minawerebis cnobebi saqarTvelos Sesaxeb, Tbilisi, 2000.

  15. d. niniZe, wminda adgilni da XIII-XV saukuneTa qarTuli diplomatia, II nawili, “qarTuli diplomatia”, weliwdeuli, Tbilisi, 1999.

  16. r, metreveli, saqarTvelos saxelmwifo saerTaSoriso arenaze XII s-is miwurulsa da XIII saukunis damdegs, Tamar mefis diplomatia, qarTuli diplomatiis istoriis narkvevebi, I tomi, Tbilisi, 1998.

  17. z, avaliSvili, jvarosanTa droidan, Tbilisi, 1989.

  18. n, Sengelia, saqarTvelos sagareo politikuri urTierTobani Tamaris mefobaSi, sin, t, III, Tbilisi, 1979.

  19. n, berZeniSvili, saqarTvelos istoriis sakiTxebi, IV t, Tbilisi, 1973.

 

 

 

moamzada elene cagareiSvilma