მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

იოსებ ქართველი, 1687-XVII .–ის შუა ხანები

საფრანგეთის ელჩის თარჯიმანი ირანში, დიპლომატი.

 

 

იოსებ ქართველი, აბესალამიანი//აბესალამაშვილი დაიბადა 1687 წელს თბილისში. მისი მშობლები იყვნენ ანა და გასპარი, თბილისელი კათოლიკეები იოსების მამას ქალაქის ნაცვლის თანამდებობა ეკავა. ამდენად, მათი ოჯახი მოქალაქეთა დაწინაურებულ სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა.

1697-1698 წლებში თბილისში კათოლიკე პატრების წინააღმდეგ გამოსვლა მოხდა. ამ დროს ქალაქის ნაცვალის გაკათოლიკებით უკმაყოფილო  მოქალაქეებმა იგი ოჯახითურთ თბილისიდან გააძევეს. 10-11 წლის იოსები მამასთან ერთად ევროპაში გაემგზავრა. ის იმ ქართველთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ცხოვრება-მოღვაწეობა სამშობლოდან მოშორებით მოუხდათ.

მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა იოსებ აბესალამიან - აბესალამაშვილის ეროვნების შესახებ. მაგ., ინგლისელი ისტორიკოსი ლოკჰარტი მას სომხური წარმომავლობის პირად მიიჩნევს მეცნიერი ამ აზრის გამოთქმისას ეყრდნობა სომეხი მემატიანის სარგის გილანეცის დღიურის 1723 წლის 28 ივლისით დათარიღებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც იოსებ აბესალაამანი კათოლიკობაზე მოქცეული სომეხი იყო, თუმცა ამ ცნობის საწინააღმდეგოდ მეტყველებს  XVII-XVIII საუკუნეების მრავალი თბილისური დოკუმენტი, რომლებშიც დამოწმებულია ამ გვარის არა ერთი წარმომადგენელი. გარდა ამისა, იოსები ქართველად მოიხსენიება მის თანამედროვე ავტორთა თხზულებებშიც (ლუი ანდრე მამიე-კლერაკის `სპარსეთის ისტორიის წყაროთა კატალოგი, იხ. . გაბაშვილის დასახ. ნაშრომი, აგრეთვე Г. Паичадзе).

იოსებს დაწყებითი განათლება მიუღია თბილისის კათოლიკე მისიონერთა სასწავლებელში, სადაც მას შეუსწავლია იტალიური და ლათინური ენები და საქრისტიანო (კათოლიკური) მოძღვრება (. თამარაშვილი).  მამასთან ერთად ევროპაში ჩასულ იოსებს სწავლის გაგრძელება რომში ურბანოს კოლეჯში მოუწადინებია, მაგრამ ურბანოს კოლეგიაში უადგილობის გამო იგი არ მიუღიათ, სამაგიეროდ  გაუგზავნიათ მონტეფიასკონის სემინარიაში. 1703 წლის 11 ოქტომბერს კი ის მაინც ჩარიცხულა ურბანოს კოლეჯში (. თამარაშვილი). აქ მას შეუსწავლია ფილოსოფია და საღვთისმეტყველო საგნები (. თამარაშვილი).

იოსებ ქართველს ურბანოს კოლეჯში 1703 წლიდან 1709 წლამდე უსწავლია, მაგრამ კოლეჯი ვეღარ დაუმთავრებია და `შინაურის გარემოებისა გამო რომიდან საქართველოში დაბრუნებულა. ევროპაში სწავლის ხანას იოსებ ქართველისათვის უქმად არ ჩაუვლია. მას მრავალმხრივი განათლება მიუღია და ფართო ერუდიციის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებულა. იოსების თანამედროვე და მასთან დაახლოებული ფრანგი ისტორიკოსის ლუი ანდრე ლა მამიე-კლერაკი იოსებს ახასიათებს, როგორც მდიდარი მეხსიერების, ცოცხალ, საღი გონების, ფართო ერუდიციის პატრონს. რამდენადმე განსხვავებულია იოსებ ქართველის ურბანოს კოლეჯის დავთარში შეტანილი დახასიათება: `ჭეშმარიტად მშფოთვარე და დაუმორჩილებელი სულისა, ღმერთმა უწყის რა დაემართება მას~ (. თამარაშვილი) ასეთი შეფასება, როგორც ჩანს, გამოიწვია იოსებ ქართველის დაუინტერესებლობამ კათოლიკე მისიონერის კარიერით, რისთვისაც ურბანოს კოლეჯი ამზადებდა თავის მსმენელებს.

1716/1717 წლიდან იწყება იოსებ ქართველის დიპლომატიური სამსახური. ამ წელს იგი კონსტანტინოპოლში ხვდება საფრანგეთის ელჩს გარდანს და მის საელჩოსთან ერთად გაემგზავრა ისფაჰანს.

 გარდანის ელჩობის უმთავრესს მიზანს 1715 წელს ირანსა და საფრანგეთს შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიკაცია წარმოადგენდა. ამასთანავე საფრანგეთის ელჩს დავალებული ჰქონდა ირანში მყოფი ვახტანგ VI-ის მდგომარეობის გარკვევა და შესაძლებლობის ფარგლებში მისთვის დახმარების გაწევა. იოსებ ქართველი, ერთი მხრივ, მონაწილეობდა საფრანგეთ-ირანის მეტად მნიშვნელოვან მოლაპარაკებაში, ხოლო, მეორე მხრივ, მისი შუამავლობით გარდანს უნდა დაემყარებინა კავშირი ირანში მყოფ ქართველებთან. გარდანისათვის ქართველებთან ურთიერთობა იმ მხრივ უნდა ყოფილიყო სასურველი, რომ მათ ირანში ეკავათ უმაღლესი სახელმწიფო და სამხედრო თანამდებობები (. გაბაშვილი). იოსებ ქართველმა, როგორც ჩანს, შეძლო ისპაჰანში მყოფ ქართველებთან კავშირის დამყარება, რის შედეგადაც გარდანი თავის ხელმძღვანელობას ვახტანგ VI-ის შესახებ ცნობებს აწვდიდა (. გაბაშვილი, . ლოკარტი).

სპარსეთში ყოფნისას იოსებ ქართველი მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტის თვითმხილველი და თანამონაწილე გამხდარა.

1722 . ავღანელებმა ისპაჰანი აიღეს. გამარჯვებულ ავღანთა მეთაურმა მირ-მოჰამედმა შაჰ-ჰუსეინი ტყვედ ჩაიგდო. იოსებ ქართველი ამ ამბების უშუალო თვითმხილველი გახდა. გარდანმა ის მირ-მოჰამედთან მოციქულად გაგზავნა, რათა ასხლი შაჰისაგან მფარველობა ეთხოვა. იოსებმა დაკისრებული მისია წარმატებით შეასრულა. მირ-მოჰამედმა შეიწყნარა გარდანის თხოვნა და მას მფარველობა აღუთქვა. იოსებ ქართველი კიდევ ერთი ისტორიული ფაქტის მომსწრე გამხდარა ის შაჰის სასახლეში დასწრებია შაჰ-ჰუსეინის მიერ გამარჯვებული მირ-მოჰამედისათვის გვირგვინის საკუთარი ხელით თავზე დადგმის ცერემონიას (. გაბაშვილი). ფრანგი დიპლომატის მიერ იოსებ ქართველის ნიჭისა და უნარის მაღალი შეფასების მიუხედავად, ის უმუშევარი დარჩა. იოსები თავს ირჩენდა საფრანგეთის საელჩოსა და ოსმალეთის ხელისუფლებისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფასურით. ეს თანხა მას საარსებოდ გაჭირვებით ჰყოფნიდა. მიუხედავად ამისა, იოსები საფრანგეთის ელჩ ' ანდრეზელს `საკმაოდ კარგად ემსახურებოდა~ (ილ. ტაბაღუა). 1725 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში ' ანდრეზელი აღნიშნავს, რომ იოსებ ქართველმა უზრუნველყო მისი აუდიენცია ოსმალეთის დიდ-ვეზირთან. ამ დიპლომატიური შეხვედრისას მას საქართველოს პატრიარქთან დაკავშირებულ საკითხებზეც ესაუბრა (ლოკჰარტიგაბაშვილი). როგორც ცნობილია, 1725 წელს კონსტანტინეპოლს ჩავიდა საქართველოს კათალიკოსი დომენტი IV, სადაც ის ფაქტიურად ოსმალთა საპატიო ტყვეობაში იმყოფებოდა. კათალიკოსს თარჯიმნად დაუნიშნეს იოსებ ქართველი. როგორც ჩანს, ამ ორ ქართველს შორის ხშირად იმართებოდა ხანგრძლივი საუბრები საქართველოს იმჟამინდელი ყოფისა და მისი მომავლის შესახებ. იოსები აშკარად (რა თქმა უნდა დომენტი კათალიკოსთან კონფედენციალური საუბრების დროს) გამოთქვამს ანტიოსმალურ თვალსაზრისს და ოსმალეთთან უპირატესობას საფრანგეთს ანიჭებს... უნდა ვიფიქროთ, რომ ოსებ ქართველმა დომენტის შესთავაზა სამსობლოში დაბრუნება საფრანგეთის ელჩის შუამავლობით... საფრანგეთის ჩარევას კი დომენტი კათალიკოსის საქმეებში დომენტის მდგომარეობას სულთნის კარზე კიდევ უფრო ართულებდა (. გაბაშვილი). შესაძლოა, სწორედ ამიტომ ვერ მალავს იესე ტლაშაძე `კათალიკოზ-ბაქარიანშითავის უარყოფით დამოკიდებულებას იოსებ ქართველისადმი:

 

`ამ ეშმაკისა გიამბობ ამისი გვარი რაც არი,

გაფრანგდა მამა ამისი იყო ქალაქის ნაცვალი,

გააგდეს მოქალაქეთა დაუნიავეს ნაცარი,

და მისი შვილი იოსება - სულ ეშმაკია, რაც არი!~

`ამან დაგვჩხუბა კარზედა აგვაღებინა რა გალი,

და ამან დაგვმართა, რაც რამე გადაგვხდა გადასავალი~

 

იესე ტლაშაძეს, როგორც მართლმადიდებელ მღვდელს, საერთოდ მტრული განწყობა უნდა გამოემჟღავნებინა გაფრანგებული იოსების მიმართ~ (. გაბაშვილი). - იქვე - გვ. 555).

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

1.        iese tlaSaZe, baqariani, gamosacemad moamzada sol. yubaneiSvilma, Tbilisi, 1962.

2.       m. TamaraSvili, istoria kaTolikeebisa qarTvelTa Soris, tfilisi, 1902.

3.       m. TamaraSvilis arqivi, xelnawerTa erovnuli centri, #1069, f. 142.

4.      Саргис Гиланец, Дневник осады Испаганы Афганами. Приложение к XVII-му тому, Записок имп. акад. наук №3. СПБ, 1870 г. ст. 3.

5.       v. gabaSvili, ioseb qarTvelis vinaobisa da moRvaweobis sakiTxisaTvis, Tsu Sromebi 116, aRmosavleTmcodneobis seria V, Tbilisi, 1965, gv. 331-351.

6.       v. gabaSvili, ioseb qarTveli - XVIII s-is diplomati da istorikosi, masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis nakveTi 32, Tblisi, 1955, gv. 111-112.

7.       The fall of the Safari Dinasty and the Afghan occupation of Persia by Laurence Lockhart, Cambridge, 1958.

8.       Г. Паичадзе, Один архивный документ об Иoсифе Грузине, macne, istoriisa seria 1976, #3, gv. 143. avtori aqveynebs 1723 wlis 28 ivniss q. breStSi ruseTis samxedro StabSi ioseb qarTvelis dakiTxvis oqms. dasmul kiTxvaze _ Которой нации и города ты уроженец? iosebi pasuxobs: `Нации я грузинской из города Тифлиса...~.

9.       T. natroSvili, ioseb qarTvelis biografiisTvis, macne, ssr.mecn. akad. sazogadoebriv mecnierebaTa ganyofilebis organo, Tbilisi, 1969 , #5, gv. 109.

10.    ix. il. tabaRua, ioseb qarTvelis moRvaweoba iransa da TurqeTSi, iv. javaxiSvilis dabadebis 100 wlisTavisadmi miZRvnili saiubileo krebuli, Tb., 1976.

 

 

 

moamzada naTia fsuturma