მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

იოანე მინჩხი

X საუკუნის პირველი ნახევრის საეკლესიო მოღვაწე, პოეტი ჰიმნოგრაფი

 

 

 

      იოანე მინჩხი წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა, რაზედაც მიუთითებს მიის ზედწოდება Mინჩხი. მოღვაწეობდა სინას მთაზე, ამიტომაც მისი საგალობლების შემცველი ნუსხები სინას მთის ქართულ ხელნაწერებში აღმოჩნდა. მათ მიაკვლიეს 1902 წელს სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში სამეცნიერო მივლინებაში მყოფმა ნიკო მარმა და ივანე ჯავახიშვილმა იქ დაცულ ქართულ ხელნაწერთა აღწერისას პირველად აღმოაჩინეს ქართველი ჰიმნოგრაფის, იოანე მინჩხის სახელი. ქართული საზოგადოებისათვის იოანე მინჩხის შემოქმედება ცნობილი გახდა ნიკო მარის ანგარიშიდან სინაზე მოგაზურობის შესახებ.

      შემდგომში მინჩხის  4 საგალობელი აღმოჩნდა მიქელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულში (იადგარი) და 77 საგალობელი _ სპეციალურად დიდმარხვისათვის შედგენილ საგალობელთა კრებულში (მარხვანი), რომელიც დაცულია  პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში (გეორგიკა 5).

      მინჩხის საგალობლებისა და მათი შემცველი ხლნაწერების შესწავლამ მეცნიერებს საშუალება მისცა ორი მნიშვნელოვანი დასკვნა გაეკეთებინათ: 1. იოანე მინჩხი პირველი ქართველი ავტორია, რომელმაც ცალკე კრებუად ჩამოაყალიბა ქართულიმარხვანი”, ანუ დიდმარხვისათვის შექმნილი ჰიმნები გამოყო იადგარებიდან, რომლებშიც მთელი ლიტურგიკული წლის ჰიმნოგრაფიული მასალა ერთად იყო გაწყობილი. ასეთი სამუშაოს შესრულება მოითხოვდა  უდიდეს განსწავლულობას ლიტურგიკასა და ჰიმნოგრაფიაში. ასეთი კრებულები ბიზანტიაში IX_X საუკუნეებში გაჩნდა და მოასწავებდა ახალ ეტაპს ღვთისმსახურების განვითარებაში. იოანე მინჩხის ამ სფეოროში მოღვაწეობამ კი  მთელი ერა შექმნა ქართული ჰიმნოგრაფიის ისტორიაში _ ბიზანტიური ტიპის მარხვანს მინჩხმა შეჰმატა ორიგინალური ქართული ფენა. ქართული მარხვანების ყოველ შემდგომ რედაქციას საფუძვლად მინჩხისეული მოდელი დაედო; 2. იოანე მინჩხის ორიგინალური საგალობლები  პოეტური საზომების, რიტმული თავისებურებებისხმიანობისტროპარებში მარცვალთაA რაოდენობის და სხვ. საფუძველზე გამიზნულად გაქართულების შემთხვევად არის მიჩნეული. იგი ორიგინალურ ხელწერას ტოვებს ჰიმნოგრაფიის მკაცრად ტრადიციულ, დაკანონებულ სფეროში. კორნელი კეკელიძე იოანე მინჩხს აკუთვნებს იმ ქართველ ჰიმნოგრაფებს, რომელთაც მიზნად დაისახეს ღვთისმსახურების ნაციონალიზაცია. მინჩხის საგალობლებსს ახასიათებენ, როგორცთეოლოგიური ლირიზმისუფაქიზეს ნიმუშებს. მისი პოეტური სამყარო: საგალობელთაA ენა, მხატვრული სახეები, მოტივები, განწყობილებები ჰიმნოგრაფისათვის უჩვეულო ინდივიდუალობითაა აღბეჭდილი.  

      მინჩხის პოეზიამ დიდი გავლენა მოახდინა შემდეგდროინდელ ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაზე. მან დაამკვიდრა ჰიმნოგრაფიული კანონში სტროფულ-ტაეპობრივი, ბერძნულისაგან განსხვავებული მეტრული საზომი, რომელსაც ძველადვემინჩხურსუწოდებდნენ.

Cჲმინჩხის პოეზიიდან:

                        ამაოებითა ამაო არს

                        სოფელი ესე სავსებითურთ თვისით,

                        ხოლო შუება მისი მაცთურ არს

                        საწუთროსა ამის მოყუარეთათვის.

                        სულითა გულისმიერნი ივლტიან

                        მისგან, ვითარცა-იგიAჯერ-არს

                        და ეძიებენ საუკუნესა.

 

 

          წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ჯავახიშვილი, სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბილისი, 1947.

2.     კეკელიძე, ახალი შრომა ძველი ქართული პოეზიის შესახებ, ლიტერატურული ძიებანი, XI, 447-461. ეტიუდები, VI.

3.     . თაყაიშვილი, პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები, პარიზი, 1933.

4.     ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგ. . ყუბანეიშვილის მიერ, I, თბილისი, 1946.

5.     . ინგოროყვა, ძველი ქართული პოეზია, თხზულებათა კრებული, . III, თბ. 1965.

6.     იოანე მინჩხი, პოეზია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ლელა ხაჩიძემ, მეცნიერება, 1987.

 

 

 

მოამზადა თინა ცერაძემ