მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

გრიგოლ ხანძთელი (759-861 წწ.)

VIII- IX საუკუნეების საეკლესიო მოღვაწე, სასულიერო მწერალი, საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 5 ოქტომბერი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო კოლონიზაციის ფუძემდებელი.

 

გრიგოლ ხანძთელი ეკუთვნოდა ქართლის უმაღლეს ფეოდალურ არისტოკრატიას. იგი იყო  ნერსე II ქართლის ერისმთავრის ცოლის ძმისწული და როგორც თავისი მამიდის, შვილობილი, ნერსეს ოჯახში აღიზარდა. გრიგოლი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა განსაცვიფრებელი სწავლისმოყვარეობითა და გულმოდგინებით, აგრეთვე სულიერი თვისებებით _ თავმდაბლობით, სიდინჯით, მოკრძალებული ქცევით, რითიც ძალზე განსხვავდებოდა თანატოლებისაგან.

გრიგოლმა ბრწყინვალე განათლება მიიღო, დაეუფლა მრავალ ენას, განსწავლული იყო საერო და სასულიერო ცოდნით.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა გრიგოლი მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი მისმა აღმზრდელებმა მისი ეპისკოპოსად კურთხევაც მოიწადინეს. გრიგოლმა თავი აარიდა ეპისკოპოსობის პატივს, ფარულად დატოვა ქართლი და საქართველოს უკიდურესად სამრეთ-დასავლეთ ნაწილში, კლარჯეთში ჩავიდა. მას თან ახლდა სამი თანამოაზრე: თეოდორე, ქრისტეფორე და გრიგოლის დეიდაშვილი საბა (შემდეგში იშხანის ეპისკოპოსი). აქ ისინი ოპიზის მონასტრის ძმობას შეუერთდნენ.

ეს იყო ეპოქა, როდესაც ბერმონაზვნური იდეალებისაკენ სწრაფვა საზოგადოების კულტურულ იერსახეს განსაზღვრავდა. ამიტომ სულიერ- ინტელექტუალურ ცხოვრებას მოწადინებული მრავალი ადამიანი, განსაკუთრებით წარჩინებული წრის წარმომადგენელები, ტოვებენ სამოქალაქო ცხოვრებას და სამონასტრო სავანეებში, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეძიებენ თავშესაფარს. ქართლში ამ დროს არაბები ბატონობენ, VIII საუკუნიდან არაბთა ბატონობა განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა. ამდენად, ქართლში შექმნილი პოლიტიკური გარემო ქრისტიანული კერების გამრავლება-განვითარებისათვის უკიდურესად არახელსაყრელი იყო. ამიტომ ირჩევენ გრიგოლი და მისი თანამოაზრეები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, სადაც არაბთა ბატონობა ვერ წვდებოდა და ძლიერი იყო ბიზანტიის ზეგავლენა.

გრიგოლმა და მისმა თანამოძმეებმა ორი წელი დაჰყვეს ოპიზაშირომელიც ამ მხარეში იმ დროისათვის ერთადერთი მოქმედი მონასტერი ყოფილა. ორი წლის შემდეგ გრიგოლმა შეარჩია ადგილი ხანძთაში და მონასტრის შენება დაიწყო. აქ გრიგოლმა და მისმა სულიერმა ძმებმა ადგილობრივი დიდებულის, ®გაბრიელ დაფანჩულის შემწეობითა და ოპიზელი მამების დახმარებით, ხანძთაში ეკლესია და სენაკები ააგეს. უკვე ხანცთის ეკლესიის მშენებლობის დროს გამოიკვეთა ბერმონაზონთა და საერო ფეოდალების თანამშრომლობის ის ფორმა, რომალსაც გრიგოლისცხოვრებაში”  “ხორციელი კეთილის და სულიერი კეთილის შეზავებაეწოდება.

ხანძთის აგების შემდეგ გრიგოლმა კლარჯეთშივე ააგო ეკლესია-მონასტრები (შატბერდის მამათა მონასტერი, გუნათლისა და მერეს დედათა მონასტრები), დასავლეთ საქართველოში (უბის მონასტერი). მონასტრების მშენებლობისას  გრიგოლი ყველგან დიდ მატერიალურ დახმარებას იღებდა  სამეფო კარისაგან (აშოტ I კურაპალატი და მისი ძეები, დასავლეთ საქართველოში დემეტრე მეფე).

ნელ-ნელა მრავლდებოდა გრიგოლის მონასტერში ცხოვრების მსურველთა რიცხვი, მაგრამ გრიგოლი განურჩევლად ყველას არ იღებდაიგი ჯერ გამოცდიდა ხოლმე მასთან მისულებს და მხოლოდ რჩეულებს აძლევდა მონასტერში დამკვიდრების ნებას. გრიგოლს მკაცრი წესები ჰქონდა დადგენილი თავისი მონასტრის საკრებულოს წევრებისათვის, მისი მოწაფეები გამორჩეულნი იყვნენ თავიანთი მაღალი სულიერებით. სხვათა შორის, მისი მოწაფეები იყვნენ აწყურის ეპისკოპოსი ეფრემი და ქართლის კათალიკოსი არსენი, სამცხელი დიდებულის, მირიანის ვაჟი. სულიერი მამის მიბაძვით, გრიგოლის მოწაფეებიც აგებდნენ და ანახლებდნენ მონასტრებს. გრიგოლის მოწაფეების დაარსებული / აღდგენილია იშხნის კათედრალი, ბარეთელთას, წყაროსთავის, ნეძვის, კვირიკეთის და სხვ. მონასტრები. სამონასტრო კერების გამრავლებას თან სდევდა  ქრისტიანული ხუროთმოძღვრების განვითარება, მთარგმნელობითი საქმიანობის გაძლიერება, ხელნაწერთა შექმნა-გამრავლებასამონასტრო სკოლების ჩამოყალიბება, გარე სამყაროსთან კულტურული კონტაქტების გაცხოველება, რამაც, საბოლოო ჯამში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ქრისტიანული კულტურის ყველაზე დაწინაურებულ მხარედ აქცია. გრიგოლის თაოსნობით დაარსებულ მონასტრებში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული მწიგნობრული ტრადიციები, რომელიც ტაო-კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის სახელით არის ცნობილი

განსაკუთრებული პირადი დამსახურებების გამო IX საუკუნის 30-იან წლებში გრიგოლი კლარჯეთის უდაბნოს მონასტრების არქიმანდრიტად დაადგინეს. ამ წოდებას იგი სიკვდილამდე ატარებდა.

გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა თანამედროვეთა შორის. მის ნებას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ არა მარტო მისი მოწაფეები, არამედ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ასე მაგალითად, IX საუკუნის 50-იან წლებში, ჯავახეთის საეკლესიო კრების დროს, რომელიც მოწვეული იყო ქართლის კათალიკოსის, არსენის არჩევის კანონიერების განსახილველად, გრიგოლის მხარდაჭერის გამო, არსენის მოწინააღმდეგეებმა უკან დაიხიეს და იგი კათალიკოსად დარჩა. გრიგოლის ნებას წინ ვერ აღუდგა ვერც აშოტ კურაპალატი, რომელიც იძულებული გახდა, სამუდამოდ გამოთხოვებოდა საყვარელ ქალს.  

გრიგოლს საგანგებოდ უზრუნია იმაზეც, რომ თავისი მონასტრებისათვის შეემუშავებინა სამონასტრო წეს-განგებატიპიკონი. მისი ბიოგრაფის, გიორგი მერჩულეს სიტყვებით, ამ მიზნით გრიგოლი თავად გაემართა ბიზანტიაში ერთ მოწაფესა და თავის დეიდაშვილთან, საბა მონაზონთან ერთად. მან მოვლო კონსტანტინოპოლი და ბიზანტიის სხვა წმინდა ადგილები, გაეცნო სხვადასხვა წეს-განგებებს; გარდა ამისა, გრიგოლმა საგანგებოდ ჩამოატანინა ერთ თავის მეგობარს იერუსალიმიდან წმ. საბა განწმენდილის  მონასტრის (ისრაელი) ტიპიკონი, რათა გასცნობოდა მის ტექსტს. გიორგი მერჩულეს თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიმუშავა თავისი სამონასტრო წეს-განგება - `სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასÀ დაულევნებლთა კეთილთაÁ~.

ტრადიციულად, ითვლება, რომ გრიგოლმა თავისი წესდება შეიმუშავა საბაწმინდის მონასტრის საფუძველზე და რომ, სავარაუდოდ, გრიგოლის წესდება უნდა გავრცელებულიყო ტაო-კლარჯეთის სხვა მონასტრებშიც (. კეკელიძე). სხვა მოსაზრებით, გრიგოლის მიერ დამკვიდრებულ საეკლესიო განგებაში უნდა იგულისხმებოდეს იერუსალიმური ლექციონარი ერთ-ერთი უძველესი ქართულენოვანი ლიტურგიკული წიგნი (.ჭელიძე).

გრიგოლ ხანძთელი, გიორგი მერჩულის თქმით, სასულიერო მწერალი და მწიგნობარი ყოფილა. `გრიგოლის ცხოვრების მიხედვით, ხანძთის მონასტერში ინახებოდა ჰიმნოგრაფიული კრებულისაწელიწდო იადგარი (ლიტურგიკული კრებული მთელი წლისათვის): აწ არს ხანძთას ელითა მისითა დაწერილი სულისა მიერ წმიდისა საწელიწდო იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან- ვკითხულობთ გიორგი მერჩულიას თხზულებაში.

გარდაიცვალა მამა გრიგოლი 861 წელს, 102 წლის ასაკში, ხანძის მონასტერში, თავისი მოწაფეების გარემოცვაში.

გრიგოლის ცხოვრება აღწერილი აქვს გიორგი მერჩულეს (ზედწოდება მომდინარეობს სიტყვიდან `რჩული / `სჯულ, რაც გვაფიქრებინებს, რომ გიორგი სჯულისმეცნიერი უნდა ყოფილიყო (. ინგოროყვა). თხზულების აღნიშნული თხზულება, რომლის სათაურია `შრომა და მოღუაწება ღირსად ცხორებისაÁ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტი საანძთისა და შატბერდის აღმაშენებელისა და მასთან მრავალთა მამათა ნეტართა, მოგვითხრობს მამა გრიგოლისა და მისი მრავალრიცხოვანი მოწაფეების სულიერ ღვაწლზე, მათ მიერ ფართოდ გაშლილ სამონასტრო მშენებლობაზე ტაო-კლარჯეთში, შავშეთში, აფხაზეთში.

`გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება ჩვენამდე მოღწეულია ერთადერთი ხელნაწერით, რომელიც XI-XII სს-შია გადაწერილი და დაცულია იერუსალიმში, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში (ხელნაწერი იერ. 2). ამ ხელნაწერში დაცულ გიორგი მერჩულის თხზულებას პირველად . ჩუბინაშვილმა მიაკვლია იერუსალიმში ყოფნისას; შემდეგ, 1902 წელს კი . მარმა, რომელმაც მოამზადა გიორგი მერჩულის თხზულების პირველი სამეცნიერო გამოცემა.

თხზულების ტექსტიდან ჩანს, რომ გიორგი მერჩულეც ხანძთაში მოღვაწე ბერი ყოფილა. საყურადღებოა გიორგის მუშაობის მეთოდი, რომელსაც იგი თავადვე გვაცნობს თხზულების დასაწყისში. მისი სიტყვებით, ცნობები გრიგოლის შესახებ მას შეუკრებია გრიგოლის მოწაფეთაგან და მოწაფეთა მოწაფეთაგანაქედან ჩანს, რომ გიორგი მხოლოდ სანდო წყაროებს იყენებდა მუშაობისას და რომ მისი თხზულება უტყუარ ცნობებს გვაწვდის გრიგოლისა და, ზოგადად, ამ პერიოდის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხის საკვლევად.

.`გრიგოლის ცხორების~ ტექსტის ბოლოს მოთავსებულია ანდერძი, სადაც ვკითხულობთ: `ხოლო ხანძთისა წინამძღურისა და და იოვანე ძმისა მისისა და წიგნისა ამის აღმწერელისა გიორგი მერჩულისა _ სამთავე ამათ ერთად გულსმოდგინებითა დაიწერა ხანძთას შინა ნეტარისა გრიგოლის ცხორება ესე. აღნიშნული ანდერძის ტექსტზე დაყრდნობით, ტრადიციულად, ითვლებოდა, რომ ანდერძი ეკუთვნის გიორგი მერჩულეს და რომ მას (გიორგი მერჩულეს) თავისი თხზულება დაწერილი ჰქონია 951 წელს, თეოდორე ხანძთის წინამძღვრისა და მისი ძმის, იოვანეს დავალებითა და ხელშეწყობით (. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი).

სხვაგვარი გააზრებით, მოყვანილი ანდერძი უნდა ეკუთვნოდეს არა ავტორს, არამედ `ცხორების~ ტექსტის შემცველი, ჩვენთვის ცნობილი  ერთადერთი ნუსხის გადამწერს, რომელსაც 951 წელს, უბრალოდ, გადაუწერია გიორგი მერჩულის თხზულება. ეს გადაწერა მომხდარა თავად გიორგი მერჩულის, აგრეთვე ხანძთის წინამძღვრისა და მისი ძმის, იოვანეს ხელშეწყობითა და დავალებით. რავ შეეხება თავად თხზულების შექმნას, ამას ადგილი უნდა ჰქონოდა X საუკუნის 30-იან წლებში (. კახაბრიშვილი).

ცნობილია, რომ გიორგი მერჩულეს თხზულება გარკვეული ხნის შემდეგ განავრცეს და მასში სასწაულები ჩართეს, რაც, თხზულების ტექსტის თანახმად, მომხდარა ბაგრატ ერისთავთ-ერისთვის, დიდი ადარნერსე კურაპალატის ძის ინიციატივით. ინტერპოლატორ ბაგრატ ერისთავთ-ერისთავად მიიჩნეოდა ადანერსე III-ის ძე, ბაგრატ IV ერისთავთ-ერისთავი (. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი, . ინგოროყვა; ინტერპოლაციას კი ათარიღებდნენ 958-966 წწ-ით (. კეკელიძე, ივ. ჯავახიშვილი), აგრეთვე 961-966 წწ-ით (. ინგოროყვა).

ბოლო დროს გამოთქმული მოსაზრების თანახმად, ინტერპოლატორი უნდა ყოფილიყო ქართველთა მეფე ბაგრატ I (937-945), ქართველთა მეფის, ადარნასე II კურაპალატის (899-923) ძე. ინტერპოლაციას კი ადგილი უნდა ჰქონოდა X საუკუნის 40-იან წლებში (. კახაბრიშვილი).

 

     wyaroebi da samecniero literatura:

  1. Zveli qarTuli enis qrestomaTia, I, gv. 99-156.

  2. giorgi merCule, cxorebaÁ grigol xanZTelisa, dedani aRadgina da gamokvleva daurTo p. ingoroyvam, Tb., 1949.

  3. giorgi merCule, Sroma da moRvaweoba Cveni wminda da netari mamis grigol arqimandritis, xancTisa da Satberdis amSeneblis, RirsebiT cxivrebisa da masTan erTad xseneba mravali netari mamisa, wignSi: Zveli qarTuli saeklesio literatura, I, Zeglebi Targmna, gamosacemad moamzada da sqolioebi daurTo e. WeliZem, Tb., 2005, gv. 479-941.

  4. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, I, Tb., 1963, 248-319.

  5. Марр, Н., Георгий Мерчул, Житие св. Григория Хандзтийского, грузинский текст, введение, перевод Н. Марра, с дневником поездки в Шавшию и Кларджию, Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, кн. VII, СПб, 1911,

  6. anton I, grigol xanZTelis svinaqsaruli `cxovreba~, krebulSi: `sadResaswaulo~.

  7. Peeters, P., Histoires monastiques géorgiennes, IV, Vie de S. Gregoire de Khandztha, Analecta Bollandiana, t. 36-37, 1917-1919, 216-309.

  8. kaxabriSvili, c., `grigol xanZTelis cxorebis~ anderZi, krebulSi: mravalTavi, filologiur-istoriuli Ziebani, XIX, Tb., 2001, gv. 298-310.

  9. kekeliZe, k., Zveli qarTuli mwerlobis istoria, I, 1980, 152-157.

  10. ingoroyva, p., giorgi merCule, Tb., 1954.

  11. Zveli qarTuli literaturis Zeglebi, V, Tb., 1989, 222-223.

  12. WeliZe, e., grigol xanZTelis literaturuli memkvidreobis gamo, Jurn. `mnaTobi~, 1964, #10, gv. 157-161.

  13. javaxiSvili, iv., giorgi merCuli, Zveli qarTuli saistorio mwerloba (V-XVIII ss.), wignSi: iv. javaxiSvili, Txzulebani Tormet tomad, t. VIII, Tb., 1977, 120-131.

 

 

 

moamzada Tina ceraZem

 

წმ. გრიგოლ ხანძთელი

XVIII ს.–ის მინიატურა