გრიგოლ დიაკონი
ძველი ქართველი საეკლესიო ისტორიკოსი. ავტორი თხზულებისა “მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლის მოქცევისა”.
გრიგოლ დიაკონი ყოფილა ქართველი საეკლესიო მწერალი, ისტორიკოსი. “მოქცევაÁ ქართლისაÁს” პირველი ნაწილის _ “ქრონიკის” ავტორის ცნობით, გრიგოლ დიაკონს დაუწერია “მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლის მოქცევისაÁ”, რომელშიც მცხეთაში ჯვრის აღმართვის ამბავი ყოფილა მოთხრობილი. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებით (ს. ყუბანეიშვილი 1927 წ., კ. კეკელიძე, რ. სირაძე, ვ. გოილაძე, ივ. ლოლაშვილი, მ. ჩხარტიშვილი და სხვები.), გრიგოლ დიაკონის დასახელებული თხზულება შემონახული უნდა იყოს “მოქცევაÁ ქართლისაÁს” XIV თავში ( “აღმართებაÁ პატიოსანისა ჯუარისა მცხეთისაÁ და მერმე კვალად გამოჩინებაÁ”). ეს თხზულება ცალკე საკითხავად შესულია “კლარჯულ მრავალთავშიც”. “ქრონიკის” ერთ-ერთ წყაროდ დასახელებული “მოკლედ აღწერილი წიგნი ქართლის მოქცევისაÁ”, ბუნებრივია, თვით ქრონიკაზე ადრე უნდა იყოს დაწერილი. ს. კაკაბაძე მას IV საუკუნის მეორე ნახევრის ავტორად მიიჩნევდა, მ. თარხნიშვილი VII საუკუნის მეორე ნახევრისად, კ. კეკელიძე VIII-X საუკუნეთა შორის ათავსებდა, ამ ბოლო ხანებში “ქრონიკის” ძირითადი ნაწილი პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის თანადროულად, ანუ IV ს-ის 20-იან წლებში შექმნილად არის მიჩნეული (ვ. გოილაძე).
ამრიგად, გრიგოლ დიაკვნის თხზულება ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში ჩვენამდე მოღწეული ის უძველესი თხზულებაა, რომელშიც წმინდა ნინოს თანადროული ამბებია მოთხრობილი, ხოლო გრიგოლ დიაკვანი, შესაძლოა, ძველი ქართული საეკლესიო მწერლობის პირველი წარომადგენელიც იყოს.
წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. მოქცევაÁ ქართლისაÁ, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, თბილისი, 1963.
2. კლარჯული მრავალთავი, თ. მგალობლიშვილის გამოც. თბილისი, 1991, გვ. 344-347.
3. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თბილისი, 1980, გვ. 127-128.
4. ე. აბაშიძე, “ქართლის ცხოვრების’ წარმოქმნისა და განვითარების საკითხები, თბილისი, 1993.
მოამზადა გულნარა მჭედლიძემ