მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გიორგი ავალიშვილი (1769-1850)

დიპლომატი, მწერალი, მოგზაური

 

გიორგი ავალიშვილი ეკუთვნოდა ქართულ არისტოკრატიულ წრეს. მისი მშობლები იყვნენ: იოანე მეითარი, ერეკლე II-სთან დაახლოებული პირი და თინათინი, რომელიც, როგორც ცნობილია, მწიგნობრობის მოყვარე, იმდროინდელი პირობების შესაბამისად საკმაოდ განათლებული ქალბატონის სახელით იყო ცნობილი. იოანესა და თინათინს შვიდი ქალ-ვაჟი ჰყავდათ.

გიორგი ავალიშვილი დაიბადა 1769 წლის 14 აპრილს. მამის _ იოანე მეითარის გარდაცვალების შემდეგ (1779 .) დაობლებულ და-ძმებზე მზრუნველობა იკისრა უფროსმა დამ, მაიამ, რომელიც ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გარსევან ჭავჭავაძის მეუღლე იყო.

1784 წელს რუსეთის საიმპერატორო ტახტზე ქართლ-კახეთის მინისტ-რეზიდენტად დანიშნულმა გარსევან ჭავჭავაძემ თან წაიყვანა პეტერბურგში 15 წლის გიორგი ავალიშვილი. პეტერბურგში ჩასული გიორგი იწყებს ენების შესწავლას (ცნობილია, რომ გიორგი ავალიშვილი ფლობდა რუსულ, სომხურ და თურქულ ენებსდა დიპლომატიური მოღვაწეობისათვის ემზადება. მალე იგი ქართული საელჩოს მდივანი ხდება. სამი წლის შემდეგ, 1787 წელს, გიორგი ავალიშვილმა გარსევან ჭავჭავაძესა და გარსევანის ოჯახის წვრებთან ერთად დატოვა პეტერბურგი და სამშობლოში გამოემგზავრა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1788-1794 წწ-ში, გიორგი ავალიშვილი ერეკლე მეფის სამეფო კარზეა და მდივნისა და ბაზიერთუხუცესისი მოვალეობებს ასრულებს.  1791 . გიორგი ავალიშვილმა მეფე ერეკლე II-ის სამეფო კარზე საფუძველი ჩაუყარა პირველ ქართულ თეატრს, რის გამოც იგი ქართული დრამატურგიის მამამთავრად არის მიჩნეული. ეს იყო ნახევრადპროფესიული თეატრი, ან, უფრო ზუსტად, სცენისმოყვარეთა წრე, რომლის წევრებიც ქართული არისტოკრატიული წრის წარმომადგენლები იყვნენ.

. ავალიშვილი აქტიური მონაწილე იყო მისი თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური პროცესებისა _  1791 წელს, ერეკლე მეფის დავალებით, გიორგი ავალიშვილი დიპლომატიური მისიით გაემგზავრა სპარსეთის აზერბაიჯანის ზოგიერთ ქალაქში.

1794 წელს გიორგი ავალიშვილი და გარსევან ჭავჭავაძე კვლავ პეტერბურგში არიან და აქტიურად მონაწილეობენ ქართლ-კახეთის სამეფოსა რუსეთის ხელშეკრულების მომზადებაში, მაგრამ მოხდა მათთვის გაუთვალისწინებული:  1801 წელს, მოსკოვ-პეტერბურგში გამოცხადდა მანიფესტი, რომლითაც გაუქმდა ქართველთა ათასწლოვანი მონარქია და საქართველო უშუალოდ შეუერთდა რუსეთს. გარსევან ჭავჭავაძე და გიორგი ავალიშვილი შეეცადნენ, მიეღწიათ ქართლ-კახეთის სამეფოს შეზღუდული ავტონომიისათვის მაინც, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. გამოცხადებულმა მანიფესტმა ქართველი დიპლომატები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა _ ბატონიშვილები და ქართული არისტოკრატიის ნაწილი მტრულად იყო განწყობილი გარსევან ჭავჭავაძისა და გიორგი ავალიშვილის მიმართ, რადგან, რუსეთის მთავრობის წაქეზებით, მიაჩნდათ, რომ ქართული სამეფოს გაუქმება სწორედ მათი `დამსახურება~ იყო.

გიორგი ავალიშვილი გარკვეულ ზომებს იღებდა რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ: იგი ავტორია ერთ-ერთი მოწოდებისა თბილისის მოსახლეობისადმი, სადაც ავტორი მოუწოდებს მკითხველებს, ემოქმედათ მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ; იგი თვითონაც იბრძოდა რუსეთის მმართველობიოს წინააღმდეგ, მაგრამ არა აშკარად, არამედ ფარულად.

1817 . . ავალიშვილი სამშობლოში ბრუნდება და 1818 . თხოვნას უგზავნის საქართველოს მთავარმართებელს . ერმოლოვს საზღვარგარეთ მგზავრობის ნებართვის მისაღებად. 1819 წელს იგი საზღვარგარეთ გაემგზავრა და მთელი წელი მოგზაურობაში გაატარა.   

გიორგი ავალიშვილის 1819-1820 წწ-ის მოგზაურობის მარშრუტი ამგვარი იყო: თბილისი-დასავლეთ საქართველო-ყირიმი-კონსტანტინოპოლი-ალექსანდრია-კაირო-იერუსალიმი. კვიპროსი-თარსუსი-კაისერი-არზრუმიყარსიშულავერითბილისი. 1820 წელის 13 ივლისს . ავალიშვილი თბილისში დაბრუნდა.

1819-1820 წლების მოგზაურობა მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა ძველი ქართული მწიგნობრობისა და ლიტერატურის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით: ამ მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, . ავალიშვილმა თან ჩამოიტანა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წიგნსაცავის კუთვნილი, ეტრატზე (პერგამენტზე) ნაწერი 9 უძველესი ქართული ხელნაწერი, რომლებიც მან ჯვრის მონასტრიდან წამოიღო . პეტრას (იორდანია) მიტროპოლიტის, მისაელისა და წმ. სინოდის ნებართვით. ავალიშვილის მიერ ჩამოტანილი ქართული ხელნაწერები    შეისყიდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სააზიო მუზეუმმა. 1923 წელს, საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ВЦИК) პრეზიდიუმის 1922 წლის 29 აგვისტოს დადგენილებით, პეტერბურგის სააზიო მუზეუმის კუთვნილი ქართული ხელნაწერების ნაწილი (88 უძველესი ხელნაწერირუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ საქართველოს გადასცა, მათ შორის იყო . ავალიშვილის ხელნაწერთა კოლექციის ნაწილიც (პეტერბურგიდან ჩამოტანილი ხელნაწერები ამჟამად დაცულია საქართველოს . კეკელიძის სახელობის  ქართულ ხელნაწერთა ინსტიტუტში). . ავალიშვილის ხელნაწერთა კოლექციის დარჩენილი ნაწილი კი (4 ხელნაწერი) დღემდე ინახება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სანკტ-პეტერბურგის ფილიალში.

1821 წელს გიორგი ავალიშვილი პეტერბურგში გაემგზავრა. ერთი წლის შემდეგ, 1822 წელს, გიორგიმ ცოლად შეირთო ცნობილი პოეტის, დიმიტრი ბაგრატიონის ქალიშვილზე, ელისაბედ ბაგრატიონზე. გიორგი საბოლოოდ დასახლდა მოსკოვში, სადაც იგი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ცხოვრობდა. გარდაიცვალა გიორგი ავალიშვილი 1850 წელს . მოსკოვში; დასაფლავებულია ვსევსვიატსკოეს ეკლესიის შესავალ კარებთან.

შემოქმედებაგიორგი ავალიშვილის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მის სამოგზაურო დღიურს, რომლის სრული სახელწოდებაა `მგზავრობა თბილისით იერუსალიმისადმი საბერძნეთსა ზედა; უკუქცევა იერუსალიმით თბილისისადმივე კიპრის ჭალაკისა, მცირისა აზიისა და ანატოლიის ძალით”. იგი დაიწერა 1819-1820 წწ-ში, გიორგი ავალიშვილის მოგზაურობის დროს თურქეთსა, ეგვიპტესა და პალესტინაში. ამ თხზულებაში ვხვდებით ძლიერ საინტერესო ცნობებს XIX -ის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკის, ყოველდღიური ცხოვრების, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა ყოფისა და ზნე-ჩვეულებათა შესახებ; აქვეა დაცული მეტად ფასეული ცნობები ეგვიპტეში მცხოვრებ ქართველებზედაც. ჩვენამდე მოღწეულია ავტოგრაფი ამ თხზულებისა, გადაწერილი ულამაზესი მხედრულით, რაც მოწმობს, რომ . ავალიშვილი ჩინებული კალიგრაფიც ყოფილა.

. ავალიშვილი ავტორია ნოსტალგიური გრძნობით აღსავსე ლირიკული ლექსებისა; მანვე შეადგინა კრებული `ქართული პოეზიის ანთოლოგია~, რომელშიც, ძირითადად, ავალიშვილის თანამედროვე ავტორების შემოქმედებაა წარმოდგენილი.

თავისი თეატრალური დასის წარმოდგენებისათვის . ავალიშვილმა საგანგებოდ დაწერა თხზულება (ლექსის ფორმით), რომლის მიზანიც იყო, წარმოეჩინა თეატრის საგანმანათლებლო დანიშნულებაამ თხზულებას თავად . ავალიშვილი უკითხავდა ხოლმე მაყურებლებს წარმოდგენის დაწყების წინ. ცნობილია, რომ დასმა პირველ სპექტაკლად წარმოადგინა პიესა `მეფე თეიმურაზი~, რომლის ავტორადაც . ავალიშვილია მიჩნეული (პიესას ჩვენამდე არ მოუღწევია). თავისი დასის რეპერტუარის შესავსებად . ავალიშვილმა რუსულიდან საგანგებოდ თარგმნა . სუმაროკოვის ოთხი კომედია.

. ავალიშვილი ეწეოდა აგრეთვე აქტიურ მთარგმნელობით მოღვაწეობას. მის მიერ თარგმნილ თხზულებათა საერთო რაოდენობა 50- აჭარბებს. თარგმანები მრავალფეროვანია ფორმისა და შინაარსის მიხედვით _ თარგმანებს შორის ვხვდებით როგორც საერო, ისე სასულიერო შინაარსის მქონე თხზულებებს. .მას ნათაგმნი აქვს  ქართულ ენაზე ევროპელი და რუსი მწერლებისა და ფილოსოფოსების თხზულები: . სუმაროკოვის, . დერჟავინის, . ხერასკოვის, . ლომონოსოვის, ერაზმ როტერდამელის, ვოლტერის, . მილტონის და სხვ. ნაწარმოებები.

 

           წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     . ავალიშვილი, მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე, ტექსტი გამოსაცემად მომზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელ. მეტრეველმა, თბ., 1967.

2.     . კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, . 2, თბ., 1958;

3.     . ლეონიძე, ქართული თეატრის ქრონიკები, ჟურნ. `დროშა~, 1925, 25;

4.     . კიკნაძე, გიორგი ავალიშვილის ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1993;

5.     . მეტრეველი, . ავალიშვილი _ ბიბლიოფილი და კოლქციონერი, საიუბილეო კრებული . კეკელიძის დაბადების 80 წლის აღსანიშნავად, თბ., 1959

6.     ტრ. რუხაძე, ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია, თბ., 1949.

 

მოამზადა თინა ცერაძემ