მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

გაბრიელ მცირე

(დაბადებული 1745-1755წლებს შორის, გარდ. 1802წლის 11 მარტს.)

ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი და კალიგრაფი.

 

ქართველი საეკლესიო მოღვაწის, გაბრიელ მცირის, ბიოგრაფიის შესახებ მწირი ინფორმაცია გვაქვს. ალ. ხახანაშვილის ცნობით, გაბრიელი ყოფილა თბილისში მცხოვრები, ხელოვნებით მკერვალი, რომელსაც ღვთის სიყვარულით დაუტევებია სახლი, დედა, ძმანი და მეგობრები, ასევე ყოველივე მონაგები და წასულა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში, სადაც აღკვეცილა მონაზვნად. ზუსტი წელი, როდის აღიკვეცა გაბრიელი, მითითებული არსადაა, მაგრამ . ლოლაშვილი ვარაუდობს, რომ ეს უნდა მომხდარიყო 1772/1773 წლებში.

გაბრიელი სულიერ შვილად აუყვანია ეფთვიმე (მჭედლიშვილიწინამძღვარს, მისი მეორე სულიერი მამა და მოძღვარი ყოფილა მღვდელმონაზონი დანიელი (ანდრონიკაშვილი), რომელიც განუყრელად მასთან იმყოფებოდა.

გაბრიელ მცირეს თავისი წვლილ შეუტანია ქართული მწერლობის ისტორაში. . კეკელიძის ცნობით, მას მოღვაწეობა დაუწყია 1780 წლიდან. გაბრიელს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე იმ დროის გამოჩენილ პირთა დაკვეთით (ბაგრატ და ფარნავაზ ბატონიშვილები, ენისელთ მოურავის ძის, ნინოწმინდის მიტროპოლიტი და რუსთავის მთავარეპისკოპოსი სტეფანე), გადაუწერია სხვადასხვა შინაარსის ხელნაწერი. ამ მხრივ აღსანიშნავია:

1) “მღვდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაი სახისმეტყვლებითი, ვითარმედ ყოვლსავე მღდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებითი ძალი უპყრიეს.”

2)  “მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისთვის (ექვთიმე ათონელის თარგმენი) დაურთავს ვრცელიმაჩვენებელიდა ბოლოსიტყვაობა, ნინოწმიდელ-რუსთაველის თხოვნით 1791წელს.

გაბრიელის ლიტერატურული მოღვაწეობის მხრივ აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი ასკეტიკურ-ჰომილეტური შინაარსის კრებულები:

1) “ღმრთივშუენიერნი თხრობანი, სულისა ფრიად სარგებელნი, რომელსა ეწოდებისგვირგვინი;”

2) “ღმრთივ-განათლებულნი თხრობანი, სულისა ნაყოფიერ მყოფელნი, რომელსაც ეწოდებისსამოთხის ყუავილი,”

3) “სუფევა,”

4) “ღმრთივშუენიერნი სწავლანი, რომელსა ეწოდებისოქროის წყაროი,”

5)”კლიტეა,”

6) “სამასეული

7) “მანანა.”

მის მიერ გადაწერილი ხელნაწერთა შორის აღსანიშნავია იოანე დამასკელის მოკლეწინამძღვარი”, ბაუმეისტერისსაეთიკო ფილოსოფია,” ანტონ I კათალიკოსისკატიღორია სიმეტნე,” გრიგოლ ჰრომთა პაპისდიალოღონიდა პარაკლისთა კრებული.

გაბრიელის ლიტერატურული მემკვიდეობიდან საყურადღებოა კრებულიჯვარშემოსილი,” რომლის დედანიც დაცულია ბოდლეს ბიბლიოთეკაში, მარჯორი უორდროპის არქივში, შიფრით “M. ჭარდროპ, 6.” ხოლო ფოტოპირი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ღტ. XVIII,2.  ამ კრებულის სრული სათაურია: “ღმრთივ სულიერი წიგნაკი, რომელსა ეწოდების ჯვარშემოსილი, აღწერილი უღირსისა იერომახის გაბრიელის მიერ, რომელი იყო უდაბნოსა გარეჯისა მონასტრისა ნათლისმცემლისასა.” ამ კრებულში თავმოყრილია:

1) ჰაგიოგრაფიული ძეგლიცხოვრება და მოქალაქეობა ღირსისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა სქემოსან ონისიფორესი,”

2) ”ღმრთივ სულიერნი თხრობანი, სულთა ღმრთის მოყუარეთა, ფრიად სარგებელნი,”

3)  მემუარულითხრობანიდა სხვა.

გაბრიელი თავის კრებულებში ცნობებს იძლევა: იოანე მანგლელის. იოსებ არხიერის, იოანე დიაკონის, ბესარიონის, ზენონის, სერაპიონის, სქემოსანი ონისიფორეს, იოანე ნინოწმინდელის, სვიმონის, ზაქარიას, ილარიონის, ანტონის, ეფთვიმის, დიმიტრის, არსენის, მაკარისიოანე სეფეწულის და სხვათა შესახებ. ჵყველა აქ ჩამოთვლილ პიროვნებაზე  ერთნაირი რაოდენობის ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი, ზოგი უბრალოდ ნახსენებია, ზოგს სასწაული მიეწერება, მაგრამ ამ ცნობების მნიშვნელობა მაინც დიდია. ასევე აღსანიშნავია, რომ კრებულებში არსებულ თხზულებათაგან გამოკრეფილ მასალას, ყოველი კრებულის სათაურსა და შემადგენელი თავების რაოდენობას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება გაბრიელის გარდაცვალებას, ამაზე ცნობას იძლევა ისევ ხელნაწერგვირგვინში’  არსებული მასალა. მასში ნათქვამია, რომ 1802 წელს დიდმარხვის დღეებში ნათლისმცემლის მონასტერში მყოფ მთავარდიაკონს იოვანე ჩუბინიძეს მარადჟამ ცოლ-შვილი აგონდებოდა და თბილისისკენ მოუწევდა გული. მანაიძულაგაბრიელიც თან გაჰყოლოდა. ორივენი გამოემგზავრნენ ქალაქს, მაგრამ მრავალწყაროს ხევში დახვდნენ ლეკები და ორივე დახოცეს.

გარდაცვალების თაობაზე ცნობაჯვარშემოსილისკრებულის მინაწერშიც არსებობს, რომელიც ამოიკითხა . ლოლაშვილმა. ამ ცნობის მიხედვით, გაბრიელს რაღაც სნეულება შეყრია და გამოსულა სოფლად, რათა სნეულებისგან განთავისუფლებულიყო, თან ჰყავდა დიაკონი იოანეც. “.... და ვითარ მოილოცეს ორივე მონასტერი და მსხვერპლი შესწირეს ღმერთსა ერთად, და მესამესა დღესა თვით შეიწირნეს ღმრთის გამოსრულნი მონასტრით, უსჯულოთა ლეკთაგან. გაბრიელი თავის მოკვეთით და იოანე თოფით აღსრულდეს თვესა მარტსა ია[11] სამშაბათსა

 გაბრიელ მცირე დასფლავებულია გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში.

 

 

 

   wyaroebi da samecniero literatura:

xelnawerebi: H496,  H1748.2406. H496,      A22.227.228.229.232.233.238.240.244.341.403.427.522.537.588.723.852.854.1161.1418.

  S77127.1380.2331.2436.

         “jvarTSemosilibodles biblioTeka, marjori uordropis arqivi. SifriT Ms. Wardrop, f.6

1.        Zv. qarTuli mwerlobis sakiTxebi t.I. gabriel mciris memuaruli Txrobani. i. lolaSvilis gamocema, Tb. 1962w

2.       k.kekeliZe. qarTuli literaturis istoria,  1. Tb. 1960w.

3.        “garejis ioane naTlismcemlis monastris qronika”, d. lengi. Targmna  a. gamyreliZis, ciskari 1957w. #4.

4.       dondua.v. kalmasoba, rogorc yofacxovrebiTi movlena Zvel saqarTveloSi, 1949w.

5.       m. qavTaria, daviT garejis  literaturuli skola. Tb 1965w.

6.       m. qavTaria, Zveli qarTuli poeziis istoriidan,  XVII-XVIII. Tb.1977w.

7.       l. menabde, Zveli qarTuli mwerlobis istoria, tI Tb1951w.

 

 

moamzada ana baqraZem