მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

დოდო გარეჯელი

VI . საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე აღდგომიდან მერვე კვირის ოთხშაბათი წმ. მამა, დავით გარეჯელის მოწაფე, გარეჯის უდაბნოს დოდორქის მონასტრის დამარსებელი

 

           დოდო გარეჯელის შესახებ მცირეოდენი ცნობები დაუცავს დავით გარეჯელის ცხოვრებათა სხვადასხვა რედაქციებს. ამ ცონობათა საფუძველზე XVIII -ის პირველ მესამდეში გარეჯის უდაბნოს მოღვაწემ, რომანოზ მიტროპოლიტმა (ერისთავმა) შექმნა დოდოს სვინაქსარული ცხოვრება, რომელიც არ შეიცავს ახალ ფაქტობრივ მასალას.

      ხსენებულ წყაროთა მიხედვით დოდო წარმოშობით იყო კახეთიდან და ახალგაზრდობაშივე ბერად აღიკვეცა. როდესაც მან გარეჯის უდაბნოში დავითის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, მივიდა და მასთან დარჩა. დავითმა უბრძანა დოდოს იქ დაყუდებული სხვა ბერები თან წაეყვანა და მოპირდაპირე კლდეში გამოეკვეთა სენაკები. დოდო დაემორჩილა მას და კლდეში გამოკვეთა ღვთისმშოლის სახელობის მონასტერი, სადაც მრავალი ბერი დამკვიდრდა. ხოლო თავისთვის კლდის წვერზე გამოკვეთა ვიწრო, საფლავის მსგავსი ნაპრალი და იქ დაეყუდა.

როდესაც დავითისგან სასწაულებრივად განკურნებული რუსთავის მთავარი ბუბაქარი ოჯახთან ერთად მოვიდა დავითთან მოსანათლად დავითმა იგი დოდოსთან წარგზავნა, რადგან დოდოს ჰქონდა მღვდელობის ხარისხი. დოდომ ნათელ-სცა ბუბაქარს და მთელ მის ოჯახს.

      დოდოს გადაცვალების შემდეგ შეიკრიბა მამათა კრებული და მისი წმინდა ნაწილები მის სენაკთან აშენებულ ეკლესიაში დაასვენეს. იქვე იყო გამოსახული დოდოს გარდაცვალება და მისი სულის აღყვანება ზეცად ანგელოზთა მიერ. სამეცნირო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ცნობა დოდოს დასაფლავების ადგილის შესახებ, რომელიც გვიანდელ სვინაქსარულ რედაქციაშია დაცული, ამ რედაქციის ავტორს, გარეჯის მოღვაწე რომანოზ ერისთავს, გარეჯის უაბნოში დამკვიდრებული გადმოცემების საფუძველზე უნდა ჩაერთო თავის თხზულებაში.

 

 

 

 

        წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

 

1.  ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, თბილისი, 1968, გვ.415-418.

2.  გაბიძაშვილი ., რომანოზ ერისთავი და მისი უცნობი თხზულება, მრავალავი, II, თბილისი, 1973, გვ. 79-80, 85-87.

3.  ლომინაძე ბაბილინა, დოდო, მონასტრის დამაარსებელი VI . პირველ ნახევარში. ქსე თბილისი . III.  1978.

 

მომაზადა ლელა ხოფერიამ