მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

დავით XI

ქართლის მეფე 1569-1578 წლებში, ლუარსაბ I-ის ძე, ძმა სვიმონ I-ისა.

მწერალი, მთარგმნელი სამედიცინო თხზულებისაიადიგარ-დაუდი”.

 

            სწორედ იმ დროს (1562 .), როდესაც სვიმონ მეფე  და კახი ბატონიშვილი გიორგი თბილისის ყიზილბაშთაგან გათავისუფლებისათვის იბრძოდნენსვიმონის ძმა დავითი რამდენიმე რენეგატთან ერთად ირანის გზას დაადგა, შაჰ-თამაზს ყაზვინში ეახლა და ერთგული სამსახური აღუთქვა. რასაკვირველია, ქართლისა და სამცხე-საათაბაგოს ოთხგზის ამაოხრებელს ძალიან გაუხარდა მოუთვინიერებელი ლუარსაბ მეფის ნაშიერის თავის კარზე ხილვა. აქ იგი კეთილად შეიწყნარეს, გაამაჰმადიანეს და სახელად დაუდ-ხანი უწოდესშაჰმა მისდამი კეთილგანწყობაშვილობისრაყამით დაამტკიცა სომხით-საბარათიანოს მეფობაც  უბოძა. უკან დაბრუნებული დაუდ-ხანი განჯის ხანის ჯარის დახმარებით შევიდა  თბილისში. ამ საქციელით დაუდ-ხანმა არა თუ საკუთარი ძმა, მთელი იმდროინდელი ქართლის თავადობა აიმხედრა თავის წინააღმდეგ. “მეფე სვიმონ არ ეხსნებოდა, სომხით-საბარათიანოს არბევდა და თბილისის აღებას ცდილობდა” (ახალი ქართლის ცხოვრება). 1567 და 1568 წლებში დიღომთან და სამადლოსთან სვიმონმა სასტიკად  დაამარცხა ქვეყნის მოღალატე ძმა, მაგრამ თბილისი მაინც ვერ წაართვა. თბილისის ციხეში კარგად შეიარაღებული ყიზილბაში მეციხოვნეები იყვნენ გამაგრებულნი.

            სვიმონისაგან შევიწროებულმა დაუთ-ხანმა თავის მფარველს სთხოვა შველა. დახმარებამაც არ დააყოვნა,A1569 წელს შაჰმა შაქისა და ყარაბახის ხანები გამოგზავნა ჯარებითმტერს განჯაში ვინმე კახაბერ ყორღანაშვილი შეეგება და ქართლის გზებზე წამოუძღვაყიზილბაშები ფარცხისთან შეგროვდნენ. სვიმონმა შეუტია მტერს დაიქმნა ბრძოლა ძლიერი”. კახაბერ ყორღანაშვილი მტრის რაზმში ტრიალებდა და სვიმონს უთვალთვალებდა. როგორც კი ბრძოლაში ჩაბმული სვიმონი განმარტოებული მოიხელთეს, ყიზილბაშებმა იგი  ალყაში მოიმწყვდიეს და შეიპყრეს. ამის შემდეგ შაჰმა ქართლის ტახტზე დაუდ-ხანი დაამტკიცა.

            ასე მიაღწია დაუდ-ხანმა მეფობას, მაგრამ ქართლის მოსახლეობა მას  არ ცნობდა, მისი ხელისუფლება ფაქტობრივად თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა. 1578 წელს ოსმალეთმა ომი დაიწყო ირანის წინააღმდეგოსმალეტის მტავარსარდალი ლალა-ფაშა სამცხე-საათაბაგოში სასტიკი ბრძოლების შემდეგ ქართლში შემოვიდა. ირანში ამ დროს უკვე მომწიფებული იყო აზრი სვიმონ მეფის ქართლში გამოშვების თაობაზე, რათა ოსმალთა შეუფერხებლივი წინსვლა შეეფერხებინა. იმავე წელს ირანიდან ქართლში სვიმონ მეფე დაბრუნდა და ოსმალებს ბრძოლა გაუმართა. დაუდ-ხანი  მიხვდა, რომყიზილბაშთ იგი გაუშუეს და მეფეს სვიმონს მოეკიდნენ, ქართველნიც არა ჰყვარობდნენ”. ამიტომ დაუდ-ხანმა თბილისი ცეცხლს მისცა, ქართლის ციხეები ოსმალთა სარდალს გადასცა, თვითონ კი თითქოს ლორეში გაიქცა და იქიდან   სტამბოლში წავიდა (ახალი ქართლის ცხოვრება). ქართულ წყაროებს არ ეთანხმება იმდროინდელი სპარსული და ოსმალური წყაროების მონაცემები. დაუდ-ხანი იმავე წელს არ წასულა სტამბოლში. 1578/1579 წელს შარვან-დარუბანდის მხარეში იგი ირანელთა ლაშქართან ერთად ებრძვის ოსმალებს (ისქანდერ მუნში).1581 წელს ის ჯერ კიდევ კახეთშია თავის შვილებთან, ბაგრატთან და ხოსროსთან ერთად (მისი უფროსი ვაჟი ბაგრატი ალექსანდრე II-ის სიძე იყო). ამ წელს უკავშირდება იგი ოსმალებს, რომელთა   დახმარებით ცდილობს ქართლის ტახტის დაბრუნებას. 1584 წელს დაუდ-ხანი ხუთიბეგისდა ერთიმამაცი შვილისთანხლებით ფერჰად-ფაშასთან გამოცხადდა, ეს უკანასკნელი კი მას დაეხმარა ჩასულიყო სტამბოლში, ხონთქრის კარზე (მუსტაფა სელიანიქი). ამ მოვლენათა თანამედროვე სტამბოლში მყოფი  ესპანელი ანონიმი ავტორი აღნიშნავს, რომ სულთნის კარზე დაუდ-ხანი 1585 წლის 20 იანვარს ჩასულა.             აქ იგი დიდი პატივით მიიღეს, ორი საფაშო სარჩოდ გაუჩინეს დათვითან კარზედ შეინახეს”.

            საქართველოს ისტორიაში დაუდ-ხანი სამშობლოს მოღალატის სახელით შევიდა. “ესე დავით იყო კაცი უღმრთო,მოყუარე სოფლისა, მეძავი და მემრუშე, რომლისა გულსა არარა იყო ზრუნვა სულისა და ქუეყნისა ამის” (ახალი ქართლის ცხოვრება).

            სამშობლოდან გადახვეწილი, პოლიტიკურ ვნებათა ღელვას ჩამოცილებული  ქართლის ბატონიშვილი სტამბოლში სეირნობდა თავისი მოწყენილი ყოფის გასაქარვებლად, რომ უცბად გადააწყდა ერთფილოსოფოსსა და ბედნიერს კაცს”, რომელსაც თავის სახლში  წაუყვანია. აქ მან იხილა შესანიშნავი ბიბლიოთეკა და მათ შორის მრავალი სააქიმო წიგნები. ამ წიგნებმა აფიქრებინა ბატონიშვილს, პოლიტიკაში ხელმოცარულსბედი სამედიცინო წიგნების თარგმნაში ეცადა და სამშობლოში გაეგზავნა, სადაც, სამედიცინო ცოდნის ჩამორჩენის გამო მრავალი სული იღუპებოდა. მართლაც იგი ბეჯითად შედგომია შრომას და ორი თურქული სააქიმო წიგნიდან ერთის კომპილაცია გაუკეთებია. ასე შეიქმნა საქართვლოში კარგად ცნობილი სამედიცინო წიგნიიადიგარ-დაუდი”.

            დავით XI_ის მთარგმნელობითი საქმიანობა სამედიცინო სფეოროში უეჭველად სასარგებლო იყო, თუმცა, ამან ოდნავადაც ვერ გადაფარა ის უდიდესი ზიანი, რომელიხც მისმა ვერაგულმა საქციელმა საკუთარ ოჯახს და სამშობლოს მიაყენა.

            დავით XI “იადიგარ დაუდზედართული მინაწერის ცნობით, ორი წლის შემდეგ, .. 1587 წელს, სამშობლოში დაბრუნებულადაუდ-ხანი საქართველოში გარდაიცვალა, თუ როდის, ცნობილი არ არის, მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ იგი უნდა მოსწრებოდა სვიმონ მეფის მეორედ დატყვევებას

 

 

 

         წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         ქართლის ცხოვრება. . IV, ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, . ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1973

2.         ახალი ქართლის ცხოვრება/ქართლის ცხოვრება. . II, . ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1959

3.         ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, . კაკაბაძის გამოცემა, საისტორიო მოამბე, . II, 1925

4.         .ფუთურიძე, Mმუსტაფა სელიანიქი საქართველოს შესახებ, თსუ შრომები,. 91, თბილისი, 1960.

5.         “იადიგარ დაუდი”, . კოტეტიშვილის შესავლითა და რედაქციით, თბ. 1938

6.         იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ; ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი დაშენიშვნები დაურთო სერგი ჯიქიამ, თბ. 1964

7.         აბუბექრ ბინ აბდულაჰი, გამარჯვებათა წიგნი, თურქული ტექსტი თარგმანით, შესავლითა და შენიშვნებით გამოსაცემად მოამზადა . ილურიძემ, თბ. 2006

8.         ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული ტარგმანითა და შესავლითურთ გამოსცა ვლ. ფუთურიძემ, თბილისი, 1969

9.         . სვანიძე, საქართველოოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVIII სს., თბილისი, 1971

10.       ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, .IV, თბილისი, 1967, გვ.263-267.

11.       . გუჩუა, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XV-XVI სს. მიჯნაზე,

12.       საქართველოს ისტორიის ნარკვევები, .IV, 1973.

13.       . სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის კულტურული ურთიერთობა XVI საუკუნის 80-იან წლებში, კრ. აღმოსავლური კულტურა, თბ. 1980, გვ. 133-148.

14.       . ჟორჟოლიანი, საქართველო XVII საუკუნის 30-50-იან წლებში,თბილისი, 1987.

 

 

 

მოამზადა ზია სურგულაძემ