მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

ცოტნე დადიანი, XIII -ის მეორე ნახევარი

მონღოლთა დროინდელი საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე

 

 

ცოტნე დადიანი დადიანთა ფეოდალური საგვარეულოს ერთ-ერთი სახელოვანი წარმომადგენელია.

ქართულ ისტორიოგრაფიიდან ცნობილია, რომ გვარსახელიდადიანინაწარმოები უნდა იყოს საკუთარი სახელისაგანდადი”. იმასაც ვარაუდობენ, რომ დადიანები და ვარდანისძენი ერთი საგვარეულოს ორ დამოუკიდებელ განშტოებას წარმოადგენდნენ. “მატიანე ქართლისა” 1046 წლის ამბებთან დაკავშირებით იხსენიებს იოანე (ივანე) დადიანს, რომელიც დადიანთა საგვარეულოს ფუძემდებლად არის მიჩნეული.

განსაკუთრებით გაძლიერდნენ დადიანები XII საუკუნის 80-იან წლებში. მათგან გამოირჩეოდნენ ბედიან და ვარდან დადიანები. XII-XV საუკუნეებში დადიანებს ოდიშის, ზოგჯერ სვანეთისა და სამოქალაქოს ერისთავობა ეპყრათ.  XVI საუკუნის 50-იან წლებში ლევან I დადიანი დამოუკიდებელი მთავარი გახდა. ამ დროიდანდადიანიჯერ ოდიშის მთავრის ტიტულად გადაიქცა, შემდეგ კი ოდიშის მთავართა გვარსახელად იქცა.

ცოტნე შერგილის ძე დადიანი, XIII საუკუნის მოღვაწე, დადიანთა საგვარეულოს განთქმული წარმომადგენელია.

როგორც ცნობილია, XIII-XIV საუკუნეეები განსაკუთრებით მძიმე პერიოდი იყო საქართველოსთვის მონღოლთა შემოსევების გამო. მონღოლებმა საქართველო სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებად _ “დუმნებად” (ქართულადბევრი”) დაყვეს და თითოეულ ასეთ ერთეულს მეთაურები დაუნიშნეს. “ჟამთააღმწერელისცნობით მონღოლებმა 8 დუმნად დაყვეს საქართველო. მეშვიდე და მერვე დუმნებად დასავლეთ საქართველოს თემების ჯარი იყო გამოყოფილი, რომლის მეთაურებად ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი ყოფილან ჩაყენებულნი. ცოტნე დადიანი ეგრისსა და გურიას განაგებდა, რაჭის ერისთავი კი ლიხთ-იმერეთის დანარჩენ თემებს ფლობდა. უმეფობა და ქვეყნის დუმნებად დანაწილება ძნელად შესაგუებელი იყო ქართველთათვის. მონღოლთა ბატონობით უკმაყოფილო ქართველებმა გადაწყვიტეს აჯანყებულიყვნენ და მონღოლები საქართველოდან გაეძევებინათ. “ჟამთააღმწერლისგადმოცემით, კოხტასთავს შეიკრიბნენ საქართველოს მთავარნი, იმერნი და ამიერნი: ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, შოთა კუპრი, თონღაი პანკელი, თორელ გამრეკელი, სარგის თმოგველი და სხვ. ქართლელნი, ჰერ-კახნი, მესხნი და ტაოელნი. მათ დათქვეს რა აჯანყების დრო და ადგილი (შიდა ქართლი), ჯარის მოსამზადებლად თავიანთ მხარეში დაბრუნება გადაწყვიტეს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვა მონღოლურ ლაშქრობებში მონაწილეობა. ქართული ჯარის მუდმივად უცხოეთში ყოფნის გამო საქართველო ფიზიკურად დაუძლურდა, გარეშე მტერი კი მის დასარბევად კიდევ უფრო გათამამდა. მუდმივ ლაშქრობას ვერ უძლებდა წვრილი აზნაურობა და ყმა მსახურნი, რომელთა უმრავლესობას ქართული ფეოდალური ჯარი შეადგენდა. მონღოლთა ბატონობის აუტანელმა სიმძიმემ ქართველ დიდებულებს აჯანყება აფიქრებინა. კოხტასთავის შეთქმულება, როგორც ეს ქართულ ისტორიოგრაფიაშია მიღებული, 1246 ან 1247 წელს უნდა მომხდარიყო. იგი ვრცლად აქვს აღწერილიჟამთააღმწერელს”.

შეთქმულების ამბავი მონღოლებმა შეიტყვეს და მალევე მივიდნენ შეკრების ადგილზე, კოხტასთავს. მათ შეთქმულები დააპატიმრეს ცოტნე დადიანისა და რაჭის ერისთავის გარდა, რომლებიც ჯარის შესაგროვებლად წასული იყვნენ თავიანთ მხარეებში. მონღოლებმა პატიმრები ანისში ჩაიყვანესსადაც მათ მკაცრი დაკითხვა მოუწყვეს.

შეპყრობილი მთავრები ერთპირად პასუხობდნენ, რომ ისინი შეიკრიბნენ მონღოლებისათვის ხარკის გასაწესრიგებლად და არა განდგომისათვის. მონღოლთა ნოინმა მათი ეს განცხადება არ დაიჯერა და გამოსატეხად ბრძანა დამნაშავეთა გაშიშვლება, გაკოჭვა და სიცხეში დასმა. “ჟამთააღმწერლისდაწვრილებით აღწერას ემატება ვახუშტი ბაგრატიონის ცნობაც, თითქოს დამნაშავეებს ტანზე თაფლი წასცხეს. ასეთი ტანჯვა-წამება საკმაოდ დიდხანს გაგრძელებულა, მაგრამ მონღოლებმა შეთქმულების გატეხვა მაინც ვერ მოახერხეს.

ამასობაში ლაშქრის შეკრების დროც დადგა. ცოტნე დადიანი ჯარითურთ რკინის ჯვარში მოვიდა. (რკინის ჯვარი იყო ფერსათის (ღადოს) მთით იმერეთიდან სამცხეში გადასავლელი გზა). აქ ცოტნე დადიანს ყველაფერი შეატყობინეს. ცოტნემ თავისი ლაშქარი უკან გაუშვა, მხოლოდ ორი კაცითურთ მივიდა ანისში და რა დაინახა თავისი თანამებრძოლებიესრეთ უპატიოდ და სიკუდილად განწირულნი”, ჩამოვიდა ცხენიდან, ისიც გაშიშვლდა და დაჯდა შეთქმულთა გვერდით. ცოტნეს საქციელით გაკვირვებულმა მონღოლებმა იგი ნოინთან წაიყვანეს დასაკითხად. ცოტნემაც თავისიანების ნათქვამი გაიმეორა, თან დაუმატა, რომ მოვიდა მათთან საქმის კარგად გამოსაძიებლად და, თუკი ქართველი მთავრები სიკვდილის ღირსნი იყვნენ, დაე, ცოტნეც მათთან ერთად დაესაჯათ. მონღოლებმა დაიჯერეს ნათქვამი და დაპატიმრებულები გაათავისუფლეს. ცოტნე დადიანის ასეთი თავდადებით საქართველო ამჯერად გადარჩა მონღოლთა შურისძიებისაგან.

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ჟამთააღმწერელი /ქართლის ცხოვრება, II, , ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1959.

2.     კირაკოს განძაკეცი, სომხეთის ისტორია, ერევანი, 1962, (სომხურ ენაზე)

3.     ვარდან აღმოსავლელი, მსოფლიო ისტორია, ერევანი 1905, (სომხურ ენაზე).

4.     ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, XI-XIII სს. შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს , ენუქიძემ,  , სილოგავამ, , შოშიაშვილმა, თბილისი 1984.

5.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი 3, თბილისი 1966.

6.     , ბერძენიშვილი, ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენის გამო, საქართველოს ისტორიის საკითხები, I, თბილისი, 1964.

7.     , ინგოროყვა, რუსთაველიანას ეპილოგი, თხზულებათა კრებული, I, თბილისი 1963.

8.     . სოსელია, სამეგრელოს სამთავროს წარმოშობის თარიღისათვის, “მიმომხილველიტომი II, 1951.

9.     , ბერაძე, ოდიშის პოლიტიკური გეოგრაფიიდან, “საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, III, 1967

 

მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა