მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
              

 

 

 

 

  ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები

 

1659 წლის კახეთის სახალხო აჯანყების ორგანიზატორები, ქართული ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხული გმირები

 

 

 

თეიმურაზ I-ის დაუღალავმა საქმიანობამ და მისმა სწრაფვამ, ეპოვა დასაყრდენი რუსეთში, შაჰ-აბას მეორის (1642-1666) ირანში გააცოცხლა იდეა კახეთში თურქმანთა ჩამოსახლებისა და სახანოს შქმნის შესახებ.

როგორც აღნიშნავს სეფიანთა ირანის ერთ-ერთი ცნობილი ისტორიკოსი მოჰამედ თაჰერი, შაჰის გადაწყვეტილებით შიდა და გარე კახეთის მიწებზე უნდა დასახლებულიყო მომთაბარე-მეჯოგე თურქმანების  15000  ოჯახი. ისინი უნდა დამაგრებულიყვნენ ამ ნაყოფიერ მიწებზე, “შედგომოდნენ ხვნა-თესვას, შენებას და დასახლებას”. ამ სტრატეგიული მიზნის განხორციელებისათვის ირანის შაჰმა შაჰ-აბას მეორემ (1642-1666) კახეთში წინასწარი სამუშაოები ჩაატარაალავერდი-ხანის ხელმძღვანელობით საქართველოში სამი ციხე აიგო: ბახტრიონის ციხე ალაზნის მარცხენა ნაპირზე, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა; ალავერდის მონასტერი ციხე-სიმაგრედ გადაკეთდა; მესამე ციხე კი უნდა ყოფილიყო ყარაღაჯის ციხე – XVII .-ის კახეთის ყიზილბაში ხანების რეზიდენცია.

თურქმანების ჩამოსახლების საქმე შაჰმა მიანდო ყიზილბას სელიმ-ხანს, რომელიც კახეთს მართავდა მას შემდეგ, რაც შაჰმა როსტომ მეფეს დროებით მიერთებული (1648 წლიდან) კახეთი ჩამოართვასელიმ-ხანის ხელმძღვანელობით ორი წლის განმავლობაში კახეთში ჩამოსახლდა თურქმანთა დიდი ურდოები ადარბადაგანიდან. იგეგმებოდა მთელი შიდა და გარე კახეთის ბარის თურქმანი მომთაბარეებისათვის გადაცემა. სელიმ-ხანის შემდეგ კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე ყარაბაღის ბეგლარბეგს მურთაზ ყული-ხანს, ხოლო დანარჩენი ნაწილი ნახჭევანის მმართველს ალი ყული-ხან ქენგერლუს გადაეცა. სწორედ ამ მმართველთა დროს ჩასახლდა კახეთში 80000-მდე მომთაბარე ელი.  

 კახეთის კულტურულ მეურნეობას მომთაბარე თურქმანებისაგან გადაშენების საფრთხე  დაემუქრა; მესაქონლე ელები ვენახების აჩეხვას და კახეთის მიწების იალაღებად გადაქცევას აპირებდნენ. თუშ-ფშავ-ხევსურნიც მძიმე დღეში აღმოჩნდნენ - მწირი მთა ბარის პურითა და ღვინით ირჩენდა თავს, მთიელები ბარის საზამთრო საძოვრების გარეშე ვერც ცხვარს გამოკვებავდნენ. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა ყიზილბაში მეციხოვნეებისგანაც იყო შეწუხებული. მომთაბარე გადამთიელთაგან  მთისა და ბარის შევიწროება ერთ ხალხურ ლექსში ასეა გადმოცემული:

 

ბახტრიონს სხედან თათრები,

სიტყვას ამბობენ ძნელსაო:

ახმეტას ჩავჭრით ვენახსა,

შიგ დავასახლებთ ელსაო”.

 

ირანის პოლიტიკას დოკუმენტურად ასახავს იმჟამინდელი სპარსული ისტორიული საბუთები, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სახელმწიფო არქივშია დაცული.

საყოველთაო საფრთხის წინაშე გაერთიანდა მთა და ბარი, გლეხკაცი და ყმა-მამულების პატრონი. საერთო სახალხო აჯანყებას ზაალ არაგვის ერისთავი ჩაუდგა სათავეში, თუმცა აჯანყების დაწყების შემდეგ მას უშუალო მონაწილეობა აღარ მიუღია ბრძოლაში. ყიზილბაშთა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორები იყვნენ თეიმურაზ I-ის თანამებრძოლი ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, ხალხური საისტორიო პოეზიის გმირი, მთიელთა ბელადი თუში ზეზვა გაფრინდაული, ხევსური ნადირა ხოშარაული, ფშავი გოგოლაური და სხვები. აჯანყება მართლაც საყოველთაო იყო. კახელებსა და მთიელებს მხარი ქართლმაც დაუჭირა.

აჯანყებულთა  გაერთიანებული ლაშქარი ზაალ არაგვის ერისთავის ვაჟის ზურაბისა და  შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების მეთაურობით ახმეტაში ჩავიდა. კახეთის ლაშქარი ბიძინა ჩოლოყაშვილის სარდლობით ალავერდს მიუახლოვდა.  აჯანყებულებმა ერთდროულად შეუტიეს ბახტრიონსა და ალავერდსბახტრიონის ციხეში შეჭრილმა ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ყიზილბში მეციხოვნეები, რომელთაგან ნაწილი დაიღუპა, ხოლო დარჩენილებმა გაქცევა სცადეს ალავერდის მიმართულებით. ალვანის ველზე ისინი  შეეჩეხნენ ალავერდის ციხიდან ბიძინა ჩოლოყაშვილის მიერ გამოდევნილ რაზმებს. ქართველებმა ერთიანად ამოჟლიტეს მტერი. ამის შემდეგ აჯანყებულებმა მუსრი გაავლეს დანარჩენ თურქმანებსაც; ნაწილი გაანდაგურეს, ნაწილმა კი გაქცევით უშველა თავს.

ამ ისტორიული გამარჯვების შედეგად კახეთი  გადაურჩა განადგურება-გადაშენებას, შაჰმა უკან დაიხია და ხელი აიღო თავის მზაკვრულ გეგმაზე, თუმცა უფრო შორეული, საბოლოო მიზანიირანელთა განდევნა და  მეფობის აღდგენამიუღწეველი დარჩა.

ირანის შაჰმა დაუნდობლად გაანადგურა აჯანყების მოთავენიზაალ ერისთავი მოაკვლევინეს მისსავე ძმისწულებს, მისი შვილები კი შეიპყრეს და ირანში გააგზავნეს. ირანში ხმობილი ბიძინა, შალვა და ელიზბარი შაჰმა გადასცეს თურქმანთა ტომებს, რომლებმაც ქართველი გმირები სასტიკი წამებით დახოცეს 1662 წლის 18 სექტემბერს - ასო-ასო აჭრეს და შემდეგ თავები მოჰკვეთესარსებობს გადმოცემა, რომ აჯანყებულთა თავები მოიპარეს კათოლიკე მისიონერებმა, როგორც წმინდა რელიკვია, ხოლო მათი ნაწილები გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს იკორთაში. ისინი ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა, ხსენების დღე – 18 სექტემბერი.

ბესარიონ კათალიკოსმა (ორბელიშვილმა) წამებულ გმირებს უძღვნა აგიოგრაფიული თხზულება: “ შესხმა წმიდათა მოწამეთა ბიძინასი, შალვა და ელიზბარისა და უწყებაÁ წამებისა მათისა”. ავტორი ასე ამკობს ქვეყნისა და რჯულისათვის წამებულ გმირებს: “ვიტყÂ უკუე ჩუენთა ამათ ახალთა მოწამეთა: ბიძინას სანატრელსა, ელისბარს ახოვანსა და შალვას ყოვლად ქებულსა, Ãნეთა და მათ სულითა და ახოვანთა გონებითა უძლეველთა მბრძოლთა ქრისტეს მიერ ჭურვილთა, სპარაზენთა ღმრთივ აღჭურვილთა, რომელთა დასცნეს ბევრეულნი მბრძოლნი და ათასეული ბანაკნი უსჯულოთანი და მათ თანა უხილავნი მტერნი, მთავარნი ბნელისანი, სულნი უკეთურებისანი, რომელნი იგი სრულიად აოტნეს... შემდგომთა მათთა სიმÃნისა და Ãოვნებისა ძეგლ იქმნნეს და ჩუენ დაგÂტევეს ვითარცა ხატი და სახე აღუÃოცელი სიქველისა მათისაÁ”.

არსებობს ძეგლის სვინაქსარული რედაქციაც, რომელიც შემდგომში კიდევ შეუმოკლებიათ. შალვა ქსნის ერისთავის შვილიშვილს იესე ერისთავს მათთვის ორი საგალობელი, ნიკოლოზ თბილელსა და ანტონ კათალიკოსს კი იამბიკოები მიუძღვნიათ.

საერთო სახალხო აჯანყების გმირების შესახებ მოგვითხრობსქართლის ცხოვრება”, ირანელი  მემატიანე Mმოჰამედ თაჰერი, ქართული ეთნოგრაფიული მასალები, მხატვრული ლიტერატურის ძეგლებიაკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები.

 

 

     

      wyaroebi da samecniero literatura:

      xelnawerebi: S-3269, A-170

  1. v. fuTuriZe, mohamed Taheris cnobebi saqarTvelos Sesaxeb, mski, n.30, Tbilisi, 1954

  2. qarTlis cxovreba, II, Tbilisi, 1959

  3. m. xubua, saqarTvelos muzeumis sparsuli firmanebi da hoqmebi, Tbilisi, 1949

  4. v. fuTuriZe, sparsuli istoriuli sabuTebi saqarTvelos wignsacavebSi, wigni I, nakveTebi I, II, III, Tbilisi, 1961-1965

  5. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, V, gamosacemad moamzades enriko gabiZaSvilma da mixeil qavTariam, Tbilisi, 1989

  6. mixeil qavTaria, Zveli qarTuli poeziis istoriidan (XVII-XVIII), Tbilisi, 1977

  7. n. nakaSiZe, saqarTvelo-ruseT-iranis urTierToba da baxtrionis ajanyeba, krebulSi: qarTuli samefo-samTavroebis sagareo politikis istoriidan, I , Tbilisi, 1970

  8. saqarTvelos marTlmadidebluri eklesiis enciklopediuri leqsikoni, avtor-Semdgenelni: enriko gabiZaSvili, maia mamacaSvili, ana RambaSiZe, Tbilisi, 2007

  9. saqarTvelos istoriis narkvevebi, t. IV, Tbilisi, 1973

 

 

 

moamzada Tamar abulaZem

წმინდანები ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები

XIX ს.–ის მხატვრობა