მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
                 

 

 

 

ბერი ეგნატაშვილი

XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის მოღვაწე, ქართველი ისტორიკოსი

 

 

      ბერი ეგნატაშვილიშთამომავლობით აზნაურიიყო ვახტანგ VI-ის ინიციატივით შექმნილი .. “სწავლულ კაცთაერთგვარი კომისიის  წევრი, რომელსაც ევალებოდაქართლის ცხოვრებისნუსხების რედაქტირება-გამართვა და არსებული ქრონოლოგიური წყვეტილის შევსება (XIV საუკუნიდან XVIII საუკუნემდე). შესაძლოა ეგნატაშვილი ამ კომისიის ხელმძღვანელიც კი იყო. ბერი ეგნატაშვილი ეკუთვნოდა ვახტანგის თანამებრძოლთა იმ დასს, რომელსაც შესანიშნავად ესმოდა საზოგადოდ მეცნიერებისა და განათლების, საკუთარი ისტორიისა და მწერლობის მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღორძინებისათვის. კომისიამ შეკრიბაქართლის ცხოვრებისხელნაწერები და სხვების გამოყენებით ერთ-ერთი მათგანი შეავსო. “ქართლის ცხოვრებაპირველად მათ დაყვეს თავებად და ქვეთავებად, დაასათაურეს მეფეთა ზეობების მიხედვით, შეავსეს ქრონოლოგიური მონაცემებით, სხვა ქართული და უცხოური წყაროების ცნობებით საეკლესიო ისტორიიდან და სხვ. გარდა ამისა, კომისიამ  გამართა და გაასწორა გადამწერთა მიერ საუკუნეთა განმავლობაში დამახინჯებული ადგილები, ისტორიულ მოღვაწეთა სახელები გამოყვეს სინგურით.

      სარედაქციო სამუშაოები კომისიამ XVIII საუკუნის დასაწყისშივე დაასრულა, ამის შემდეგ კი, ვიდრე 1721 წლამდე, კომისია განაგრძობდა XVI-XVII საუკუნეების საქართველოს  ისტორიის _ “ახალი ქართლის ცხოვრებისწერას.     “სწავლულმა კაცებმაპირველებმა განიხილეს ერთიანი საქართველოს დაშლის, სათავადოთა წარმოქმნის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხები. საქართველოს ისტორია მათ ძირითადად ქართლის ისტორიის გადმოცემით შემოსაზღვრეს. “ქართლის ცხოვრების გაგრძელებასწამძღვარებული აქვს შესავალი, რომელშიც განმარტებულიასწავლულ კაცთა კომისიისშექმნის საჭიროება და მის მიერ ჩატარებული მუშაობის ძირითადი შედეგები.

      როგორც ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილმა დაასაბუთა, ვახტანგ VI-სწავლულ კაცებსსაქართველოს ისტორიის შედგენისას ძველის უგულველყოფა კი არ დაავალა, არამედ მხოლოდ მისი ნაკლის შევსება.

      კრებულის პირველ ნაწილს, რომელიც ანა და მარიამ დედოფლებისეულ და ჭალაშვილისეულ ხელნაწერ ნუსხებშია დაცული, თავადსწავლული კაცნი” “ძველ ქართლის ცხოვრებასუწოდებდნენ, თავიანთ შედგენილ ნაშრომს _ “ახალ ქართლის ცხოვრებას”. ვახუშტი ბატონიშვილიც თავისი წყაროების სიაში იყენებს სათაურსახალი ქართლის ცხოვრება”.

      “ახალი ქართლის ცხოვრებაკოლექტიურ ნაშრომს წარმოადგენს, რაზედაც ისიც უნდა მიუთითებდეს, რომ არაერთხელ ავტორები თავიანთ თავზე მრავლობითად ლაპარაკობენ (ვპოეთ, გვეუწყა, აღვწერეთ, დავწერეთ, აღგვიწერია, და სხვა). ამავე დროსახალი ქართლის ცხოვრებისჯანაშვილისეული ხელნაწერის 1779 წლის მინაწერებში დასახელებული ნაშრომის აღმწერ-შემთხზველად ბერი ეგნატაშვილია დასახელებული.

      ივანე ჯავახიშვილის აზრით, ბერი ეგნატაშვილის როლი  “ახალი ქართლის ცხოვრებისშექმნაში მაინც გამორჩეული უნდა ყოფილიყო. იგი, გარდა იმისა, რომ იქნებოდა ერთ-ერთი თანაავტორი, კომისიის ხელმძღვანელი ან მდივანი იქნებოდა.

      როგორც სიმონ ყაუხჩიშვილი აღნიშნავს, არსებობსახალი ქართლის ცხოვრებისსამი ტექსტი (A1,A2,A3) პირველი ტექსტი (A1) წარმოადგენს ბერი ეგნატაშვილის ხელმძღვანელობით შედგენილ გაგრძელებასქართლის ცხოვრებისა”, რომელიც შეიცავს საქართველოს ისტორიას ბაგრატ V-დან (გამეფდა 1360 წელს) ვახტანგ V შაჰნავაზამდე (1658-1675 წწ). მეორე და მესამე ტექსტებს ყაუხჩიშვილისეულ გამოცემაშიქართლის ცხოვრებისორი გადამუშავებული გაგრძელება ეწოდება, რომელთაგან მეორე იწყება სიტყვებითდაჯდა მეფე ადარნასედა შეიცავს ამბებს 1433 წლამდე, ხოლო მესამე გაგრძელება შეიცავს 1452-1605 წლების ისტორიას.

      პირველი ტექსტი, ბერი ეგნატაშვილისახალიქართლის ცხოვრებაპირველად გამოსცა ივ. ჯავახიშვილმა (თბ. 1940 ). მეორე და მესამე ტექსტებიახალი ქართლის ცხოვრებისაშეტანილია ბროსე-ჩუბინაშვილის მიერ გამოცემულქართლის ცხოვრებისპირველსა და მეორე ტომებში. (СПБ  1849 და 1854), ხოლო შემდეგ ეს ტექსტები ხელახლა გამოსცა . თაყაიშვილმა, რომელმაც ისინი დამატების სახით დაურთო თავისი მარიამისეულიქართლის ცხოვრებისგამოცემას (თბ. 1906 ).

      . ყაუხჩიშვილსქართლის ცხოვრების” II ტომის მისეულ გამოცემაში მეორე და მესამე ტექსტების სქოლიოებში, პირველი ტექსტის ადგილების მასალის ჩვენებით მითითებილი აქვს, რომ მეორე-მესამე ტექსტთა რედაქტორები დამოკიდებული არიან ბერი ეგნატაშვილისაგან.

 

 

 

 

          წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

 

1.     ბერი ეგნატაშვილი. ახალი ქართლის ცხოვრება, ქართლის ცხოვრება. II. . ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბილისი, 1959.

2.     ახალი ქართლის ცხოვრება, I, ტექსტი, ივ. ჯავახიშვილის წინასიტყვაობით და რედაქციით, თბილისი, 1940.

3.     . გრიგოლია. ახალი ქართლის ცხოვრება. თბილისი, 1954.

4.     . მელიქსეთ-ბეგი, საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროების პუბლიკაციები თბ. 1949.

5.     . ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, . ჯანაშია. საქართველოს ისტორია. თბ. 1946.

6.     . ცინცაძე. ბერი ეგნატაშვილის ვინაობის საკითხისათვის. “მნათობი”. 1968. 1

 

7.     . ტაბატაძე. ახალი ქართლის ცხოვრების ზოგი ცნობის წარმოშობისა და სანდოობის შესახებ. ქართული წყაროთმცოდნეობა, თბილისი, 1971;

8.     . ხანთაძე. ქართული ისტორიოგრაფია XVIII საუკუნეში. თბილისი, 1985;

9.     . ლორთქიფანიძე, რა არის ქართლის ცხოვრება, თბილისი, 1989;

10.    . გაბაშვილი, ვახუშტი ბაგრატიონი _ ისტორიკოსი (წიგნში: ქართველი მეცნიერები), თბილისი, 1951.

11.    . მესხია, ვახუშტი და ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, ანალები, I, 1947.

 

 

 

 

მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა