მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
               

 

 

 

 

ბექა I, ათაბაგი

 სამცხის ათაბაგი, მანდატურთუხუცესი (1285_1306), სჯულმდებელი და ტაძართმაშენებელი

 

ბექა, მამამისის, სარგის ჯაყელის (1266_1285) სიცოცხლეში მიიღო სამცხის მართვის უფლება და მანდატურთუხუცესის საპატიო წოდება. მამის გარდაცვალე¬ბის შემდეგ კი სამცხის ერთმმართველი გამგებელი გახდა. მისი სამფლობელო ვრცელდებოდა `ტაოსკარითგან ვიდრე სპერამდე, ვიდრე ზღვადმდე; სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალას ხევი~, ხოლო `ჭანეთი სრულად მოსცა ბერძენმა მეფემან კომნინოსმა~. მის საბრძანებელში შედიოდა: `უმრავლესი ტაო, არტაანი, კოლა, კარნიფორი და კარი~; `ქვეყანანი და ციხენი არტანუჯი და უდაბნონი ათორმეტი კლარჯეთისანი... და მონასტერნი~. იგი დიდ ყურადღებას იჩენს ტრაპიზონის საკეისროს მიმართ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ქართველური ტომი ლაზები შეადგენდნენ. ქართული ორიენტაციის პოლიტიკური დასის მხარდაჭერით მათი დაცვა პირდაპირ თავის მოვალეობად აქცია. ქალიშვილი ცოლად შერთო ტრაპიზონის კეისარს ალექსი მეორეს. ამით ქართული პოლიტიკური გავლენა გააძლიერა და თურქთა თავდასხმებიც შეაჩერა ამ მხარეში. მაგრამ XIV -ის 40-იანი წლებიდან აქ ბიზანტიელთა ბატონობა კვლავ აღდგა.

თუმცა ბექა ჯაყელი მანდატურთუხუცესის წოდებით საქართველოს მეფე სიუზერენის კარის მაღალი რანგის მოხელე იყო, სამცხეს დამოუკიდებლად მართავდა. პატრონი ათაბაგი თავისი უფლებამოსილებით აქ მეფედ იჯდა. მან სამართლის წიგნი როდი შექმნა `ბრძანებითა მეფისათა~. სამცხის დამოუკიდებლობასა და დანარჩენ `საქართველოებთან~ პოლიტიკურ კავშირს უმტკივნეულოდ აგვარებდა, მათთან ნათესაურ კავშირს ამყარებდა. მეფე დემეტრე თავდადებულის მეუღლე გახლდათ ქალიშვილი ნათელა. მათი შვილი გიორგი _ გიორგი V, ბრწყინვალედ ზედწოდებული _ დიდხანს იზრდებოდა საათაბაგოში. ასწლოვანი მატიანის ცნობით, ბექა `მეფეთა ძღუნითა~ სცემდა პატივს, `მორჩილებდეს მეფესა დემეტრეს~, `უსმენდეს დავითს~. მაგრამ `მორჩილების~ დამადასტურებელი ფაქტები არ ჩანს. პირიქით, როცა დავითმა ინვესტიტურის მიღების ჟამს, თავისთან იხმო ბექა მანდატურთუხუცესი, მან `არ ინება მისვლად, რამეთუ ფრიად განდიდებულ იყო~.

სამცხისა და მთლიანად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ დამოუკიდე¬ბელ სამთავროდ რეალურად ქმედების იურიდიული დადასტურებაა ბექა-აღბუღას სამართალი, თუნდაც მისი დასაწყისი. გონივრული მართლმსაჯულების ნიმუში _ `წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოველსავე~ _ უპირველესად სამცხის შინაგან სოციალურ სტრუქტურას გამოხატავს, ქვეყნის წესი და ადათობრივი სამართალია. საქართველოს მეფეთაგან განდგომილი სამთავროს `ბჭეთა~ და `შუაკაცთა~ სახელმძღვანელო კრებულია. სამართლის მოქმედების სივრცე თუ სფერო ჯაყელ-ციხისჯვარელთა სამთავროა და მაინც საერთო ქართული სამართლებრივი აზროვნების დიდებული ძეგლია.

ბექა I `მსახურებდა ყაანს აბაღას~, მაგრამ მამამისისაგან  ხასინჯუდ ქცეული სამფლობელო ილხანების ყმადნაფიც სამთავროდ აქცია: ხარაჯას მისცემდა ყა¬ზანს და ლაშქრითა შეეწეოდა~. 1281 წელს მონღოლთა ლაშქარში დემეტრე II-თან ერთად იბრძოდა ეგვიპტეში. ილხანთა ვასალი მარჯვედ იცავდა თავის სამფლობელოს ახლად გამეზობლებულ თურქთა შემოსევებისაგან. როცა აზატ მოსეს (ალბათ, მუსა) ლაშქარმა მოულოდნელად იწყო `მშფოთვარედ Ãრება, Ãოცა და კლვა~ ბასიანსა და ტაოში, ბექა ჯაყელმა გამჭრიახი მხედართმთავრის ნიჭი გამოიჩინა, შეძლო მეზობელი სამთავროების ძალების თავმოყრა და მომხდურის წინააღმდეგ დარაზმვა. 12000 მეომრით მტერს ვაშლოვანთან შეება და დაამარცხა. სპერიდანაც კი განდევნა ისინი. ბრძოლის დაწყების წინ ერისმთავრების, დიდებულებისა და ლაშქრის წინაშე წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ქართული მჭევრმეტყველების დიდებული ნიმუშია (შეტანილია კიდეც . კანდე¬ლაკის მონოგრაფიაში `ქართული მჭევრმეტყველება~, თბ., 1958). რაც მთავარია, საქართველოს მთლიანობის აუცილებლობას, სახელმწიფოებრივი აზროვნების დემონსტრაციაა და არა კერძო მამულობრივი სეპარატისტული განკერძოებისა, რასაც სათავე მისმა მამამ სარგის ჯაყელმა დაუდო, თვითონ კი განამტკიცა: `ისმინეთ მთავარნო საქართველოსანო, ძმანო და თანამონათესავნო ჩემნო, სიტყუა ჩემი, დიდმან და სახელოვანმან, სკიპტრისა და პორფირისა მქონებელთა შორის უმეტეს განთქმულმან მეფემან დასცა და დაამხო ძლიერება თურქთა ნათესავისა და აოტნა სამეფოსაგან მისისა. მიერ ჟამითგან აქამომდე არღარა ჩენილან თურქნი. აწ ცოდვითა ჩუენთათÂ კულად აღიძრნეს და აღაოÃრეს მძÂნვარედ ტაო... ვინათგან მეფე შემცირებულ არს მძლავრებისაგან თათართასა და კუალად პირნი და თავნი საქართველოსანი განდგომილან და არავინ არს წინააღმდგომ თურქთა. აწ ისმინეთ ჩემი ტომნო და ერთნებანო და შევკრბეთ ყოვლითა  ძალითა ჩუენითა და მივმართოთ თურქთა და არა მივსცეთ თავნი და შვილნი ჩუენნი და არა განგუიწირნეს ღმერთმან მოსავნი მისნი და აღმსარებელნი მისნი და მოგუცეს ძლევა მათს ზედა ვითარ მისცა მამათა ჩუენთა ძლევა მათ ზედა. დავდვათ თავი ჩუენი სჯულისა შეუგინებლობისათვის და ძმათა ჩუენთათÂ, უეჭველად ღმერთი მოგუანიჭებს ცხორებასა~. მგზნებარე მიმართვამ შედეგი გამოიღო. მაგრამ (მეფეთაგან განკერძოების) მამისეულ ხაზს თავმიმდევრულად აგრძელებდა, რასაც ვერ სძლევდა ქრისტეს სჯულის ჭეშმარიტი სიყვარული და გულითადი სამსახური. ცოდვათა Âსთა მოსანანიებლად მოხუცი სარგის ჯაყელი ბერად აღიკვეცა და ეწოდა საბა. ბექა ციხისჯვარელ ჯაყელმა კი საფარაში ააგო ტაძარი იმ წმინდანის სახელობისა, რომლის სახელს ატარებდა ბერადშემდგარი სარგის I. საფარის წმ. საბას დიდებულ ტაძართან ერთად ბექას აუშენებია სამრეკლო და წმ. მარინეს სახელობის ლასურისძეთა ექვტერი _ საგვარეულო ეკლესია და საძვალე. ბექა ათაბაგის დროსაა აგებული და მოხატული ზარზმის თანამედროვე საკულტო შენობებიც.

ბექა `დიდის~ ნამოღვაწარი სამცხის არქიტექტურული ძეგლების სახით დღემდე ამშვენებს საქართველოს და მის მკვიდრთ სიამაყის გრძნობით ავსებს.

 

 

     wyaroebi da samecniero literatura

1.        JamTaRmwereli, aswlovani matiane, teqsti gamosacemad moamzada, gamokvleva, SeniSvnebi da leqsikoni daurTo revaz kiknaZem, Tb., 1987.

2.       batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa, qarTlis cxovreba, t. IV, s. yauxCiSvilis gamocema, Tb., 1973.

3.       beqa mandaturTuxucesis samarTali, i. doliZe, Zveli qarTuli samar­Tali, Tb., 1983.

4.       s. kakabaZe, sjulmdebelTa beqasa da aRbuRas vinaoba, Tb., 1912.

5.       iv. javaxiSvili, Txzulebani Tormet tomad, t. III, Tb., 1982.

6.       a.kikviZe, samcxis samTavros warmoSoba saqarTvelos feodalur monarqiaSi, Tsu-s Sromebi, t. 37, Tb., 1947.

7.       saqarTvelos istoriis narkvevebi, t. III, Tb., 1979.

8.       d. gvritiSvili, narkvevebi saqarTvelos istoriidan, Tb., 1964.

9.       n. berZeniSvili, saqarTvelos istoriis sakiTxebi, t. VI, Tb., 1978.

10.    v. beriZe, samcxis xuroTmoZRvreba, XIII_XVI ss., Tb., 1955.

11.     v. beriZe, samcxis xuroTmoZRvruli Zeglebi, Tb., 1970.

12.  Halèt Özdemir, Artvin Tarihi, 2002.

13.    al. lekiSvili, beqa-aRbuRas samarTlis wignis wyaroebis Sesaxeb, Tsu-s axalcixis filialis Sromebis krebuli, t. II, 2000.

 

 

 მოამზადა ცისანა აბულაძემ