მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
                 

 

 

 

ეგარსლან ბაკურციხელი, XIII .

 

მონღოლთა კახეთის ერისთავი, მონღოლთა დროინდელი პოლიტიკური მოღვაწე

 

 

 

პოლიტიკური და სოციალური ძნელბედობის დროს, როგორც წესი, ქვეყანაში აღზევდებიან ქონებისა და უფლებისმოყვარე ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებისაგან სრულიად დაცლილი უზნეო მედროვენი. ტყუილ-მართლით შეზავებული მჭევრმეტყველებით, მომხდურის სამსახურში დგომით, მოსახლეობის დროებითი გზააბნეულობით სარგებლობდნენ და განდიდებიან. მათ პირდაპირ ეპოქა ბადებთ. მონღოლთა ბატონობა, ჩვენი ქვეყნისათვის უცხო მმართველობის რეჟიმი და ცხოვრების წესი საუკეთესო ნიადაგი გახდა სადუნ მანკაბერდელისა და ეგარსლან ბაკურციხელის პიროვნული ავლადიდების გამოსავლენად.

იმ დროს, როცა ქვეყანას ასე ძლიერ სჭირდებოდა უშიშარი და გამჭრიახი მხედართმთავარი, მონღოლებმა დიდი პატივით შეიწყნარეს სწორედ ედრობის წესის არმცოდნე, მამაკაცური მამაცობისაგან დაცლილი, მაგრამ `ღრმად მოუბარი~ ეგარსლან ბაკურციხელი, კაცი საკრველი და ედრობის წესთაგან ცარიელი~ და მას `ელთა უპყრეს სპა ჰერეთისა და კახეთისა და კამბეჩიანისა ტფილისითგან და აღმართ ვითარ მთამდე შამახისა~. მონღოლთა ადმინისტრაციული სისტემის მიხედვით დუმნებად დაყოფილ საქართველოში ეგარსლან ბაკურციხელი პირველი დუმნის თავი გახდა. მიუხედავად უკიდურესად უარყოფითი შეფასებისა, მემატიანე ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ იგი კოხტასთავის შეთქმულებაში მონაწილეობდა.

მონღოლთა ბატონობის ხანაში დაიკარგა მწიგნობართუხუცესისა და ვაზირთუპირველესის, როგორც მეფის შემდეგ პირველი პირის, ფუნქციები. დრომ წინ წამოსწია მოქნილი, მაამებლური ბუნების ადამიანები. როგორც ივ. ჯავახიშვილი წერდა, ეგარსლან ბაკურციხელი, საქვეყნოდ გამრიგე და სამხედრო ხელისუფალი, ისე აღზევდა, რომ მის სიტყვას და აზრსა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ქვეყნის მართვა-გამგეობის სათავეში იგი მხოლოდ მონღოლური წესისა და წყობის წყალობით მოხვდა, თორემ `ქართული სახელმწიფო სამართლით მას თავისი სფერო ექნებოდა~.

ბაკურციხელს თავის მომხრეთა დასიც უმაგრებდა პოზიციას. მონღოლთა ნების აღმასრულებელს საქართველოში ყველა ქართველთა ნათესავი მის ბრძანებას ემორჩილებოდა. უმეფოდ და უნუგეშოდ დარჩენილ საქართველოში ასე აღზევებულმა გამეფება მოინდომა. მხარდამჭერებმაც მისი დიდგვაროვნული წარმომავლობის მტკიცება იწყეს `არა საწუნო გუარითგან აღმოჩენილად~ წარმოადგინეს. ეს კი ვეღარ მოითმინეს მართლაცდა დიდგვაროვანმა და სამოელეო ხარისხის მქონე ყვარყვარე ჯაყელმა, გამრეკელ-თორელმა, სარგის თმოგველმა, ვარამ გაგელმა, გრიგოლ სურამელმა და ..

      როცა დავით რუსუდანის ძე ურდოში იყო და ელოდა მათ გადაწყვეტილებას, ეგარსლან ბაკურციხელს ხელსაყრელი პირობები ექმნებოდა ქვეყნის საჭეთმპყრობელი გამხდარიყო, ამიტომ ბაკურციხელის მოწინააღმდეგე დიდგვაროვნებმა რუმის სასულთნოდან დავით ლაშას ძე ჩამოიყვანეს, ქართული ტრადიციული სამართლით, მეფობის კანონიერი პრეტენდენტი. ეგარსლანმა თავს ვერ სძლია. დავით ლაშას ძეს მიეგება `ყოველნი მთავარნი ნიერ ეგარსლანისა~. მაგრამ ადარბადაგანს მოსულ ჰულაგუ-ყაენის შესახვედრად წასულ ნოინების გვერდით პირველი დადგა ეგარსლან, რომელსა, ვითარცა მეფესა, მორჩილებდეს ყოველნი მთავარნი საქართველოსანი~. ჩანს, იგი კიდევ ინარჩუნებდა მბრძანებლურ მდგომარეობას. როცა მონღოლეთიდან დაბრუნებულ ავაგ მხარგრძელს _ საქართველოს ამირსპასალარს ქართველი წარჩინებულები მიეგებნენ, მათ შორის ეგარსლან ბაკურციხელიც იდგა, რომელსაც იმჟამად `კნინღა სახელიცა მეფობისა ეპყრა~, ისე მიესალმა, რომ ცხენიდან არც კი ჩამოვიდა. გაბრაზებულმა ათაბაგმა ჯერ მათრახი გადაჰკრა, მერე კი ცხენიდან ჩამოაგდებინა და `პატივისაგან უპატიო ყო და გარძარცვილი განაგდეს~.

ასე დასრულდა ეგარსლან ბაკურციხელის კარიერა, რომელიც არცთუ ტიპიურია შუა საუკუნეების საქართველოსათვის.

 

 

 

              wyaroebi da samecniero literatura

1.           JamTaaRmwereli, aswlovani matiane, teqsti gamosacemad moamzada, gamokvleva, SeniSvnebi daurTo revaz kiknaZem, Tb., 1987.

2.          Киракос Гандзакеци, История, Москва, 1976.

3.          iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, wigni III, nawili I (XIII_XIV ss.) Tb., 1982.

4.          r. kiknaZe, ramdenime dakvirveba JamTaaRmwerelis Txzulebis teqstze, `macne~, istoriis seria, 1976, #2.

5.          qse, t.III, Tb., 1978.

6.          saqarTvelos istoriis narkvevebi, t. III, Tb., 1979.

 

 

moamzada cisana abulaZem