მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ალექსანდრე I კახთა მეფე (1476-1511)
მეფე გიორგი VIII-ისა და დედოფალ ნესტან-დარეჯანის ძე

 

 

              ალექსანდრე I კახეთის სამეფო ტახტზე ადის 1476 წელს. ჰყავდა  თანამეცხედრე დედოფალი ანა, შვილები: გიორგი (შემდგომში ავ-გიორგად წოდებული) და დიმიტრი.

      1490 წელს ქართლის სამეფო დარბაზმა აღიარა ერთიანი საქართველოს სამეფოებად დაყოფა. ამის შემდეგ მეფეებმა და სამცხე-საათაბაგოს მთავარმა ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას და სახელმწიფო საზღვრები დააწესეს. კონსტანტინე ქართლის მეფე (1478-1505) ალექსანდრე კახთ ბატონს დაეზავა, მშვიდობა ჩამოვარდა ათაბაგთან და იმერეთის მეფეს შორისაც. A

      მიუხედავად შეთანხმებისა, ქართველ მეფეებს არ შეუწყვეტიათ საქართველოს ხელახალი გაერთიანებისათვის ბრძოლა, რომლის მედროშე უპირატესად ქართლი იყო.

      ამ პერიოდში დადგინდა კახეთის სამეფოს საზღვრებიც. სამხრეთ-აღმოსავლეთით კახეთს ოდესღაც საქართველს ყმადნაფიცი ქვეყნები _ შაქი და შირვანი ესაზღვრებოდა.  XV საუკუნის გასულს ეს ქვეყნები საქართველოსადმი მტრულად განწყობილი  თურქმანული სახელმწიფოსA ვასალები იყვნენ. მათი მხრიდან კახეთს მუდმივი საფრთხე ემუქრებოდა. 1503 წლიდან კახეთის სამხრეთით, Aზერბაიჯანის ტერიტორიაზე სეფიანთა ძლირი ყიზილბაშური სახელმწიფო შეიქმნა, რომელიც თავს  თურქმანთა მემკვიდრედ ასაღებდა და საქართველოს თავის სამფლობელოდ თვლიდა.

ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე კახეთს დაღესტანური ტომები ესაზღვრებოდნენ, რომლებიც კახეთისათვის მუდმივ საფრთეს წარმოადგენდნენ. ამ საფრთხემ უბიძგა კახეთს დიპლომატიური გზები ეძებნა ქრისტიანულ რუსეთთან, რომელიც სამხრეთისაკენ მოიწევდა. XV საუკუნის ბოლოს, ალექსანდრემ ორჯერ გაგაზავნა  ელჩობა რუსეთში _ 1483  და 1491 წლებში. ამ ელჩობებით ჩაეყარა საფუძველი რუსეთ-საქათველოს პოლიტიკური ურთიერთობის ახალ მნიშვნელოვან ეტაპს.   

აღსანიშნავია, რომ XV -ის დასარულისა და XVI -ის მიჯნაზე  კახეთის სამეფო დანარჩენსაქართველოებთანშედარებით უფრო დაწინაურებული იყო როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. კახეთის გაძლიერებას ხელს უწყობდა მისი ადმინისტრაციული მოწყობაც _ კახეტის სადროშოების სათავეში თავადები კი არ იყვნენ ჩაყენებულნი, როგორც ქართლსა და იმერეთში, არამედ _ ეპისკოპოსები. ამ ღონისძიებამ კახეთის მეფის უფლებრივი მდგომარეობა შესამჩნევად განამტკიცა.

      ალექსანდრეს მშვიდობიანი ურთიერთობის ჰქონდა როგორც სხვა ქართულ სამეფოებთან, ასევე მეზობლებთან. მან საფუძველი ჩაუყარა კახეთის მეფეთა ტრადიციას საგარეო პოლიტიკაშიყოველგვარი საშუალებით (მოხერხებულობა, დიპლომატია, ზოგჯერ დათმობა, მცირე ხარკის გადახდა და სხვა), უზრუნველეყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.

კახეთის სამეფო კარი, ალექსანდრეს მეთაურობითგარეშე მტერთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზას ადგა, რამაც ხელი შეუწყო კახეთის სტაბილურ განვითარებას. 1477 წელს ქარლთში უზუნ ჰასანის შემოსევების დროს თურქმანთა ბრბოებმა მოარბიეს ქართლის მოსაზღვრე კახეთის რაიონებიც, ხერკი, საგურამო,მარტყოფი და თიანეთი. ალექსანდრემ უზუნ-ჰასანს ძღვენი მიართვა, მორჩილება აღუთქვა და კახეთი აოხრებას გადაარჩინა. შემდგომ, როდესაც უზუნ-ჰასანის მემკვიდრეებს შაჰ-ისმაილმა ომი გაუმართა, ალექსანდრემ ისმაილის (შემგომი პირველი სეფიანი შაჰი) მხარე დაიჭირათავისი შვილი დიმიტრი დიდი ძღვენით გაუგზავნა  ისმაილს და მორჩილება აღუთქვა. ისმაილმა უფლისწული პატივით მიიღო და უკან ,,ნიჭითა და ზავითა მშვიდობისათადააბრუნა. ამით ალექსანდრემ აიცდინა ყიზილბაშების შემოსევა. Aამის შემდგომ კახეთსა და ირანს შორის მშვიდობა არ დარღვეულა XVII. დასაწყისამდე.

ალექსანდრეს მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა ქართლთანმაგრამ კახეთის ფეოდალთა ნაწილი, რომელსაც ალექსანდრე I-ის უფროსი შვილი გიორგი მეთაურობდა, განუწყვეტლივ აქეზებდა მამას ქართლის წინააღმდეგ, რაც ალექსანდრეს უკმაყოფილებას იწვევდა. გიორგის უმთავრესად სამეფო ტახტის დაუფლების სურვილი ამოძრავებდა. მეფის მიერ შირვანში შაჰ-ისმაილთან უმცროსი შვილის, დიმიტრის, გაგზავნამ გიორგის შური აღუძრა. იგი მამას დიმიტრისადმი მიკერძოებაში სდებდა ბრალს, მაგრამ აშკარად ამას არ ამჟღავნებდა და ქართლის დაპყრობას  ურჩევდა. როცა ამ რჩევამ არ გაჭრა, გიორგიმ თავისი მომხრების დახმარებით თვითნებურად დაიწყო ქართლის რბევა. ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობის წინ ალექსანდრემ და დიმიტრიმ ურჩ უფლისწულს გადაჭრით მოსთხოვეს ქართლის წინააღმდეგ განზრახული ლაშქრობაზე ხელის აღება. გაბოროტებულმა გიორგიმ მოკლა მამა ალესანდრე I, ხოლო ძმას დიმიტრის თვალები დასთხარა და ცოლ-შვილით კახეთიდან გააძევა. Aმის შემდგომ მან თავი ,,ლიხთ-იმერეთისა და ლიხთ-ამერეთის, ორისავე ტახტისა და სამეფოსგამაერთიანებლად და მპყობელად და ,,აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთამეფეთ მეფედ გამოაცხადა.”

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

  1. vaxuStiLbagrationi, aRWera samefosa saqarTvelosa, qarTlis cxobreba, IV, Tbilisi, 1973.

  2. mcxeTis sabuTi 1505 wlisa, istoriuli sabuTebi, s, kakabaZe t. III, 1913w

  3. mcxeTis sigeli #472, 1511w. istoriuli sabuTebi. s, kakabaZe, t.III 1913w

  4. mcxeTis sigeli #2, 1537w. istoriuli sabuTebi. s, kakabaZe, t.II 1913w

  5. sigeli 1460 weli. Istoriuli sabuTebi, s, kakabaZe t.III 1913w

  6. daviT garejis gujari, T. Jordania, qronikebi, II. 1898.

  7. i. cincaZe, Ziebani ruseT-saqarTvelos urTierTobis istoriidan (X-XVIs) Tb, 1956w.

  8. iv. javaxiSvili, qarTveli eris istoria, wigni IV Tb. 1967w.

  9. d. gvritiSvili, feodaluri saqarTvelos soc. urTierTobis istoriidan, 1955w.

  10. v. guCua, saqarTvelos politikuri viTareba XV-XVI ss. mijnaze/ saqarTvelos istoris narkvevebi, IV, gv.85-94.

 

 

 

moamzada ana baqraZem