მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

აღბუღა ჯაყელი, ათაბაგი

 

აღბუღა _ სჯულმდებელი, სამცხის ათაბაგი, ამირსპასალარი (1386_1451), შვილიშვილი ბექა დიდისა, სამართლის მოქმედი

 

 

 

სჯულმდებელ ათაბაგს მონღოლური სახელი აღბუღა კი ერქვა, მაგრამ შორს იდგა ულუსთა მორჩილებისაგან. აღარ ჰქონდა `მანდატურთუხუცესის საპატიო სახელიც, მაგრამ იყო ამირსპასალარი, ანუ მხედართმთავარი, რომელსაც ევალებოდა `საქმენი სალაშქრონი. ამასთან თვის მამა-პაპათა კვალზე სამცხის განკერძოების შენარჩუნებას ცდილობდა. იგი ამაყად აცხადებს: მე პატრონმან ათაბაგ-ამირსპასალარმან აღბუღა მოვიღე სრულსა სამცხისა საქმე და სამართალი გავაჩინეო. უზენაესი საკანონმდებლო ხელისუფლება ათაბაგის ხელთაა, რასაც ვერ შეძლებდა, რომ საათაბაგო დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული არ ყოფილიყო. თუმცაღა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით `სამართლის წიგნი `მან დაუტევა მესხთა ბრძანებითა მეფისათა. ამგვარ ცნობას სხვა არც ერთი წყარო არ შეიცავს, მაგრამ სრულიად აშკარაა მისი თავდადრეკა დიდისა წარჩინებულისა მეფისა გიორგის მიმართ. მას სამცხეში შემოაქვს ყაზანური თეთრის ნაცვლად გიორგი ბრწყინვალის თეთრი ანუ ვერცხლის ფული, თავად გიორგი ბრწყინვალეც, აშკარად, სიმპათიითაა მშვიდი აღბუღას მიმართ. როცა ბიძა ყვარყვარე დაუპირისპირდა აღბუღას და მოინდომა მისთვის ხელისუფლების წართმევა (1447 წელს), მეფემ აღბუღას დაუჭირა მხარი, ყვარყვარე კი თავის კარზე წაიყვანა.

დადგენილია, რომ აღბუღამსამართალი” XIV -ის მეორე ნახევარში შეადგინა, რომელშიც პირველ წიგნად შეიტანა უფრო ადრე პაპის _ ბექა მანდატურთუხუცესის მიერ შედგენილი `სამართალი. ძეგლის დედანი ჩვენამდე არ მოსულა, არის 2 ხელნაწერი. ერთი 1672 წლისა, მეორე გვიანდელი _ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის კრებულში შესული ნაწილი სათაურით `სამართალი აღბუღასი რედაქტირებული და სახეცვლილი ვახტანგის კომისიის მიერ.

ბექა-აღბუღას `სამართლის წიგნი 98 მუხლისაგან შედგება. აქედან აღბუღას ეკუთვნის 66-98 მუხლები. განკუთვნილია სამცხის სამთავროსათვის, მაგრამ რადგან იმდროინდელ ბარის საქართველოში სოციალური სტრუქტურა ყველგან ერთნაირია, ამიტომ ძეგლი თანაბრად მნიშვნელოვანია მთელი საქართველოსათვის.

 

 

 

     wyaroebi da samecniero literatura:

  1. batoniSvili vaxuSti, aRwera samefosa saqarTvelosa, qarTlis cxovreba, t. IV, s. yauxCiSvilis gamocema, Tb., 1973.

  2. `wigni samarTlisa kacTa Secodebisa yovlisave~, aRbuRa aTabag-amir­spasalaris samarTali~ _ i. doliZe, Zveli qarTuli samarTali, Tb., 1953.

  3. iv. javaxiSvili, Txzulebani Tormet tomad, t. III, Tb., 1982.

  4. s. kakabaZe, sjulmdebelTa beqasa da aRbuRas vinaoba, Tb., 1912.

  5. saqarTvelos istoriis narkvevebi, t. III, Tb., 1979.

  6. saqarTvelos enciklopedia, Tb., 1997.

 

moamzada cisana abulaZem