მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ადარნასე II

ადარნასე ბაგრატიონი, ძე დავით I კურაპალატისა (876-881 წწ.), შვილიშვილი ბაგრატ I კურაპალატისა (830-876 წწ.), ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა ტაოს შტოს შთამომავალი, ტაოს გამგებელი და ქართველთა მეფე იყო 888-923 წლებში.

 

 

 

             ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შორის წარმოებულმა შინა-ფეოდალურმა ბრძოლამ 881 წელს შეიწირა ადარნასეს მამა დავით კურაპალატი.

            სუმბატ დავითის ძის ქრონიკისა დამატიანე ქართლისა”- ცნობით, ნასრმა, გუარამის ძემ თავისი ბიძაშვილი დავით ბაგრატის ძე შეიტყუა და მოჰკლა. ნასრს დაუპირისპირდნენ ქართველნი, სომეხნი, სარკინოზნი და განდევნეს. იგი კონსტანტინოპოლში გადაიხვეწა. ერთი წლის შემდეგ, 882 წელს გარდაიცვალა ნასრის მამა გუარამ მამფალი. მთელი მისი სამფლობელო: ჯავახეთი, არტაანი და ტაშირი დავითის შვილებს უნდა რგებოდა, გარდა აბოცისა, რომელიც გუარამმა გაუყო თავის ცოლის ძმას, სომეხთა მეფეს. შვიდი წლის განმავლობაში ნასრი ბიზანტიაში იმყოფებოდა. იქვე იყო დემეტრე აფხაზთა მეფის შვილი ბაგრატიც. აფხაზეთში სამეფო ტახტის დაპყრობისთანავე, ბაგრატმა თავისი ცოლის ძმა ნასრი საბერძნეთიდან წამოიყვანა და მისცა ლაშქარი ტაო-კლარჯეთის მფლობელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ნასრი დიდი მხედრობით აფხაზეთიდან სამცხეში გადმოვიდა. მათ დაიპყრეს სამცხეს სამი ციხე: ოძრხე, ჯუარის ციხე და ლომსიანთა, რომლებიც ნასრის მამის გუარამის აგებული იყო. ნასრის წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა მოკლული დავით კურაპალატის ვაჟიც ადარნასე, რომელსაც თან გაჰყვნენ გურგენ კურაპალატი და მისი ძენი. ნასრს აფხაზები ეხმარებოდნენ, ნასრის მოწინააღმდეგეებს კი სომხები ამოუდგნენ მხარში.

            ნასრისა და დავითის მემკვიდრეებს შორის ბრძოლა ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დამთავრდა. ნასრს დაედევნენ და სამცხეში, ასპინძასთან მოკლეს 888 წელს.

            ამიერიდან სამთავროს გამგებლობა ადარნასე დავითის ძის ხელში გადავიდა.

            ადარნასე II ბაგრატიონთა შორის პირველმა მიიღო ქართველთა მეფის ტიტული 888 წელს და იწყო გაძლიერება. . თაყაიშვილიქართველთა მეფისტიტულის მინიჭების თარიღად 897 წელს ასახელებს.

            891 წელს ადარნასემ მიიღო კურაპალატობა. მის დროს ძირითადად დამთავრდა ბრძოლა კლარჯეთისა და ტაოს გამოყოფისათვის. ამიერიდან ტაოს შტომ დაიმკვიდრაქართველთა მეფობა

            ტაოსა და კლარჯეთის სახლთა შორის უფროს-უმცროსობა ფორმალურად შემდეგში გამოიხატებოდა: კურაპალატობა, უმაღლესი ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული მკვიდრდება ტაოს შტოში, ისევე როგორცქართველთა მეფობა”. მეფისა და კურაპალატის გარდა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებში დამოწმებულია მამფლის, ერისთავის, ერისთავთ-ერისთავის ტიტულები.

            ადარნასე II ბაგარტიონის თაოსნობით ბანაში აშენდა ტაძარი, რომელიც საეპისკოპოსო საყდრად გადაიქცა. მის პირველ ეპისკოპოსად კვირიკე ბანელი დაადგინეს. როგორც წერილობითი წყაროებიდანაა ცნობილი, ტაოს ბაგრატიონების თაოსნობით ტაოში აშენდა ბანას, ოშკის, ხახულის, პარხლის ტაძრები, ოთხთა ეკლესია. კლარჯი-არტანუჯელი გამგებლები კი კლარჯეთში, სამცხესა და შავშეთში ეწეოდნენ სააღმშენებლო მოღვაწეობას.

            როგორც ქართულ ისტორიოგრაფიაშია აღნიშნული, ფორმალურად კლარჯეთის სახლი ემორცილებოდა ტაოს სახლს, მაგრამ ფაქტიურად ის დამოუკიდებლობით სარგებლობდა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის საკითხების გადაწყვეტისას.

            სომეხ-ქართველ მეფე-მთავართა შორის ურთიერთობის ამსახველი მასალები საკმაო რაოდენობით გვხვდება IX-X სს. სომეხი ისტორიკოსის იოანე დრასხანაკერტეცისსომხეთის ისტორიაში”, რომლებიც უმთავრესად შეეხება აშოტ ბაგრატუნის მემკვიდრის სუმბატისა და დავით კურაპალატის მემკვიდრის ადარნასე ქართველთა მეფის ურთიერთობას. ამასთან დაკავშირებით ცნობები შემონახულია აგრეთვე აფხაზთა მეფის კონსტანტინეს (893-922 წწ.) შესახებაც.

              როგორც ირკვევა, ადარნასე, თავისი მამის, დავით კურაპალატის მსგავსად, მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა სუმბატ აშოტის ძესთან. როდესაც სუმბატის მამა, აშოტ სუმბატის ძე გარდაიცვალა, ადარნასე სამძიმრის სათქმელადაც კი ეახლა სუმბატს მის ქვეყანაში. ადარნასეს ასეთმა ყურადღებამ ტახტის მემკვიდრისადმი მოსვენება დაუფრთხო სუმბატის ბიძას, აშოტის ძმას, აბას სპარაპეტს, რომელიც თავიდანვე პრეტენზიებს აცხადებდა სამეფო ტახტზე. ბიძა-ძმისწულს შორის ჩამოვარდნილ უთანხმოებაში ძალაუნებურად ადარნასე კურაპალატიც ჩაება. როგორც იოანე დრასხანაკერტეცი გადმოგვცემს, სუმბატთან გზად მიმავალმა ადარნასემ ვანანდის გამგებელი აბას სპარაპეტიც მოინახულა და სამძიმარი გამოუცხადა ძმის გარდაცვალების გამო. ადარნასე დიდი პატივისცემით მიიღეს. აბასს აღარც კი უნდოდა, რომ ადარნასე სუმბატთან წასულიყო, რადგან მას აფიქრებდა, რომ ყველაფერი გამჟღავნდებოდა და იგი ვერ შესძლებდა განეხორციელებინა თავისი მიზანი - გამხდარიყო მეფე. ადარნასემ დაარწმუნა აბასი, რომ უფრო მეტად უადგილო იქნებოდა მისი წაუსვლელობა სუმბატთან სამძიმარზე მღელვარების, შფოთისა და არეულობის რაიმე მიზეზისა და ფაქტის გარეშე. ადარნასეს ნება დაერთო, წავიდა, შეხვდა სუმბატს, გახადა მას თალხი სამოსელი და სამეფო ტანსაცმლით შემოსა თვით კი დიდი და საპატიო საჩუქრებით იყო დაჯილდოებული სუმბატისაგან. სუმბატისა და ადარნასეს შორის ასეთი კეთილგანწყობილების ამბავი აბასმა მალე შეიტყო, ეჭვებით აღევსო გული. თან ამას დაემატა ზოგიერთ მოენეთა წაქეზება, თითქოს სუმბატმა და ადარნასემ აბას სპარაპეტის საწინააღმდეგო საქმე გადაწყვიტეს. ყოველივე ზემოთქმულმა გააბოროტა აბასი, რომელიც უკან გამობრუნებულ, თავის სამფლობელოში მიმავალ ადარნასეს უკვე მტრულად შეხვდა, შეიპყრო იგი და კარის ციხის საპყრობილეში ჩასვა. აღნიშნულმა ფაქტმა აღაშფოთა აბასის ძმისწული სუმბატი. ამიერიდან ბიძა-ძმისწულს შორის ფარული შუღლი აშკარა მტრობად გადაიქცა. საქმე საომარ შეტაკებამდეც კი მივიდა, ისე რომ სომხეთის კათალიკოსის გეორგ გარნელის შუამდგომლობაც კი საჭირო შეიქნა.

კათალიკოსი სთხოვდა აბასს გაეთავისუფლებინა ადარნასე. სპარაპეტი თითქოს დაეთანხმა გეორგ გარნელს იმ პირობით, თუკი ადარნასე გადასცემდა მისი დის ქმრის გურგენის ორ ციხე-სიმაგრეს, რომელიც აბასის თქმით ადარნასეს მიეტაცა და თან მძევლად მისცემდა თავის შვილს დავითს.

            აბას სპარაპეტს აუსრულეს თხოვნა, მაგრამ მან კვლავ მზაკვრობა ჩაიდინა და არ გაანთავისუფლა ადარნასე. უთანხმოებამ აბას სპარაპეტსა და სუმბატ სომეხთა მეფეს შორის სერიოზული ხასიათი მიიღო. სუმბატ მეფემ დაუზოგავად იწყო აბასის მრავალრიცხოვანი სოფლების დარბევა. საბოლოოდ სუმბატმა აბასს გადასცა მძევლები, აბასმა კი გაანთავისუფლა ადარნასე კურაპალატი, რომელიც სუმბატმა დიდი პატივისცემით თავის ქვეყანაში გაგზავნა.

            იოანე დრასხანაკერტეცი სწორედ თავდაპირველად ასეთი მეგობრული ურთიერთობის შედეგს მიაწერს სუმბატ მეფის თაოსნობითა და უშუალო ჩარევით ადარნასეს გამეფებას ქართველთა ქვეყანაში. აღნიშნული ცნობის სისწორეში ეჭვი შეიტანა აკად. ივანე ჯავახიშვილმა, რომლის აზრით ამ ცნობას ორი დაბრკოლება ეღობება-ქრონოლოგიური და სახელმწიფო სამართლებრივი სფერო. როგორც მეცნიერი აღნიშნავდა, სუმბატ I სამეფო ტახტზე 891 წელს ავიდა, სუმბატ დავითის ძის ქრონიკის თანახმად კი ადარნასე გამეფდა 888-889 . მეორე დამაბრკოლებელი გარემოება შემდეგში მდგომარეობდა: ბიზანტიის კეისრის დაუკითხავად და ნებადაურთველად ადარნასე, რომელიც თვითონაც პირადად და მისი სამფლობელოც ბიზანტიის სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ ითვლებოდა, არ შეიძლებოდა მეფედ დაესვა არაბთა ხალიფას მფარველობის ქვეშ მყოფ სუმბატ აშოტის ძეს.

            როგორც იოანე დრასხანაკერტეცისსომხეთის ისტორიიდანირკვევა ადარნასე არაერთხელ ყოფილა მიწვეული სომეხთა მეფის კარზე და ყოველთვის პატივისცემითა და საჩუქრებით დაბრუნებულა თავის ქვეყანაში, მაგრამ ასეთი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ქართული წერილობითი წყაროები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაფერს ხელშესახებს არ გვაწვდიან, ისინი უმთავრესად მის შინაურ საქმიანობაზე მოგვითხრობენ. იოანე დრასხანაკერტეცის თხზულებაში საკმაოდ ვრცლად არის გადმოცემული ქართველ და სომეხ მეფეთა შორის ურთიერთობის ამბები. აქვე მოთხრობილია აფხაზთა მეფის კონსტანტინე III-ის შესახებაც, რომლის მოქმედება სწორედ გახდა მიზეზი სუმბატ აშოტის ძისა და ადარნასე ქართველთა მეფის შორის კეთილი ურთიერთობის მტრულ განწყობილებად გადაქცევისა. 904 წელს კონსტანტინე აფხაზთა მეფემ დაიპყრო ქართლი, რამაც სუმბატ აშოტის ძის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან იგი უფლებებს აცხადებდა ამ მხარეზე. ქართლზე გარკვეული უფლებების გამოცხადება და აშკარად მთელი რიგი ადგილების დაპყრობა ადარნასე ქართველთა მეფესაც არ მოეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ადარნასეს ქალიშვილი კონსტანტინეს მეუღლე იყო. ამანაც ვერ შეაჩერა ადარნასე მეფე და მან მხარი დაუჭირა სუმბატის რისხვას კონსტანტინეზე. ადარნასე ყოველ ღონეს ხმარობდა უმტკივნეულოდ მოეგვარებინა წინააღმდეგობა სუმბატსა და კონსტანტინეს შორის, მაგრამ საქმე მშვიდობიანად ვერ დაბოლოვდა. ადარნასე სუმბატის მხარეზე დადგა და მტრულად განეწყო თავისი სიძის მიმართ. მალე თვით კონსტანტინე დარწმუნდა, რომ ვერაფერს გახდებოდა მათთან ბრძოლით და გადაწყვიტა შერიგება ეთხოვა სუმბატ მეფისათვის.

            ადარნასე ქართველთა მეფემ სუმბატსა და კონსტანტინე აფხაზთა მეფის შეთანხმებაში თავისთვის საშიშროება დაინახა და მტრულად განეწყო სუმბატის მიმართაც.

            ადარნასემ სუმბატის საწინააღმდეგო შეთქმულებაშიც კი მიიღო მონაწილეობა. მაგრამ ეს შეთქმულება გამომჟღავნდა და ადარნასე თავის მომხრეებთან ერთად დამარცხდა. ბოლოს იმდენად გამწვავებულა დამოკიდებულება სუმბატსა და ადარნასეს შორის, რომ ადარნასეს ზურგი შეუქცევია მისთვის და 907 წელს იუსუფ ოსტიკანის შემოსევის დროს გაგიკ არწრუნთან და სუმბატის ძმისწულ აშოტთან ერთად იუსუფ ოსტიკანსაც კი მიმხრობია.

            როგორც ისტორიოგრაფიაშია აღნიშნული, ადარნასე ბაგრატიონმა ქართლი მიიღო ამირასაგან მოკავშირეობისათვის ან დაიპყრო იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთ საქართველოში ომი მიმდინარეობდა სამეფო ტახტისათვის. ადარნასეს გარდაცვალების შემდეგ კი ქართლს ისევ ეგრის-აფხაზეთის მეფე დაეუფლა.

 

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. matiane qarTlisa, qarTlis cxovreba, I, teqsti dadgenili yvela ZiriTadi xelnaweris mixedviT s. yauxCiSvilis mier, Tbilisi, 1955.

  2. giorgi merCule, grigol xanZTelis cxovreba, Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, wigni I, ilia abulaZis redaqciiT, Tbilisi, 1963.

  3. ioane drasxanakerteli, somxeTis istoria (786-925 ww.), somxuri teqsti qarTuli TargmaniT, gamokvleviTa da saZieblebiT, gamosca e. cagareiSvilma.

  4. iv. javaxiSvili, Txzulebani, Tormet tomad, qarTveli eris istoria, t, II, 1983.

  5. e. TayaiSvili, sumbat daviTis Zis qronika tao-klarjeTis bagrationTa Sesaxeb, Tbilisi, 1949 (masalebi saqarTvelosa da kavkasiis istoriisaTvis, nakv, 27).

  6. p. ingoroyva, giorgi merCule, Tbilisi, 1954.

  7. m. lorTqifaniZe, “tao-klarjeTi” saq, istoriis narkvevebi, t, II, Tb, 1973.

  8. З. Анчабадзе, Из истории средневековой Абхазии, (VI-XVII вв), Сухуми, 1959.

  9. m. lorTqifaniZe, feodaluri saqarTvelos politikuri gaerTianeba, Tbilisi, 1963.

  10. С. И. Джанашиа, Об одном примере искажения исторической правды. По поводу книги И. Токарского “Архитектура древней Армении”. Тбилиси, 1947.

 

 

 

 

 

moamzada elene cagareiSvilma