მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

აბო თბილელი

VIII .70-80-იანი წლები, საქართველოს ეკლესიის წმინდანი, მიჩნეულია თბილისის მფარველად. ხსენების დღე _  8/21 იანვარი.

 

 

               აბო წარმოშობით იყო არაბი, მაჰმადიანური ოჯახიდან. მისი ოჯახიდედ-მამა და და-ძმები  ცხოვრობდნენ ქალაქ ბაღდადში. აბო კარგად იყო დახელოვნებული ნელსაცხებლების შემზადებაშიშესწავლილი ჰქონდა არაბული მწიგნობრობა

      775 წელს არაბთა ხალიფამ, მაჰდიმ, ტახტზე ასვლის შემდეგ გაათავისუფლა ბაღდადის ციხეში დამწყვდეული ნერსე ქართლის ერისთავი, რომელსაც ბრალად არაბების წინააღმდეგეობა ედებოდა. სამწლიანი ტყვეობიდან თავდახსნილი, თავის უფლებებში აღდგენილი ნერსე ერისთავი საქართველოსაკენ გაემგზავრა. მას თან გაჰყვა ბაღდადელი მენელსაცხებლე ჭაბუკი აბო, რომელიც იმ დროს 17-18 წლისა იქნებოდა

      ქართლში ჩამოსული აბო ნერსე ერისთავის კარზე დამკვიდრდა საცხოვრებლად და თავისი სათნოებით ყველას შეაყვარა თავი. მალე იგი უკვე თავისუფლად ლაპარაკობდა ქართულად, კარგად შეისწავლა ქართული მწიგნობრობაც. აქვე გაეცნო აბო ქრისტეს მოძღვრებას და მთელი გულით შეიყვარა იესო. არაბმა ჭაბუკმა გულდასმით წაიკითხა წმინდა წერილი, რთულად გასაგები ადგილების გაგების მიზნით იგი შჯულის მეცნიერებთან დადიოდა საკითხავად. Aაბოს ძლიერ უნდოდა, მონათლულიყო ქრისტიანულ რჯულზე, მაგრამ ეშინოდა თავისი თანამოძმე არაბებისა.

      არაბებთან ხელახალი დაპირისპირების გამო Nნერსე ერისთავი იძულებული გახდა ხაზარეთში გახიზნულიყო. Mხაზარეთში ერისთავს თან გაჰყვა მრავალრიცხოვანი ამალა, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო არაბი აბო. ხაზარეთში ყოფნისას აბომ, რაკი არაბებისაგან შორს დაიგულა თავი, აისრულა დიდი ხნის სურვილი და მოინათლა.

      აბო თან გაჰყვა ხაზარეთიდან აფხაზეთში გადასულ ნესრე ერისთავს; შემდეგ კი, როდესაც ნერსე ერისთავს არაბებმა ქართლში დაბრუნების ნება დართეს, თბილისშიც გაჰყვა მას. გამგზავრების წინ აბოს თავად აფხაზეთის მთავარმა ურჩია აფხაზეთში დარჩენა _ მთავარი შიშობდა, ქართლში დაბრუნების შემდეგ არაბებს არ გადაებირებინათ თავის მხარეზე ახლადგაქრისტიანებული ჭაბუკი. აბომ არ მიიღო მთავრის  რჩევა, რადგან სურდა, ყველასათვის საცნაური გაეხადა მის სულში დამკვიდრებული რწმენა; აღარ ერიდებოდა თავისი თანამოძმე არაბებისაც.

      თბილისში დაბრუნებული აბო არ მალავდა თავის რწმენას და ყველას დასანახად ქრისტიანული წესით ცხოვრობდა სამი წლის განმავლობაში. მრავალჯერ შეეცადნენ აბოს თანამოძმე არაბები, ხელახლა მოექციათ მამაპაპეულ რჯულზე გაქრისტიანებული ჭაბუკი, მაგრამ ვერაფერს გახდნენაბოზე არ ჭრიდა არც  ტკბილი ლაპარაკი, არც მუქარის სიტყვები თუ დაშინება.

არაბებმა აბო ამირასთან - ქართლის არაბ მმართველთან დააბეზღეს. Aამირამ დააპატიმრა მამაპაპეული სარწმუნოების უარმყოფელი არაბი ჭაბუკი, მაგრამ საქმეში ჩაერია ნერსე ერისმთავრის დისწული, სტეფანოზ ქართლის ერისმთავარი და აბო გაათავისუფლეს.

      ამ დროს არაბებმა ქართლში ახალი ამირა გამოაგზავნეს. ახლადდანიშნულ ამირასთან შევიდნენ აბოს დამბეზღებლები და მას გაქრისტიანებული არაბი ჭაბუკის სამაგალითო დასჯა მოსთხოვეს. ქრისტიანებმა აბო გააფრთხილეს მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ, მიმალვა ურჩიეს, მაგრამ აბომ ყურად არ იღო მათი რჩევაიგი მზად იყო, მოწამეობრივი სიკვდილი მიეღო ქრისტეს სახელით. აბო ახალ ამირასთან მიიყვანეს, ამირა გაესაუბრა ჭაბუკს, ურჩია, დაბრუნებოდა მამაპაპეულ სარწმუნოებას და როცა წინააღმდეგობას წააწყდა აბოს მხრიდან, ბრძანა, ბორკილები დაედოთ ურჩისათვის და საპატიმროში ჩაეგდოთ.

      საპატიმროში აბომ ცხრა დღე გაატარა. Aამ ხნის განმავლობაში მრავალმა ცრუ კეთილისმყოფელმა მოინახულა პატიმარი და ურჩია, დაჰყოლოდა ამირას ნებას, მაგრამ აბო არც კი უსმენდა მათ ლაპარაკს. ციხეში აბო ლოცულობდა, მარხულობდა, მატერიალურად ეხმარებოდა მასთან ერთად დაპატიმრებულ უპოვარ ხალხს. მეცხრე დღეს, როდესაც გათენდა ნათლიღების დღე, აბო ხელახლა მიიყვანეს ამირასთან. აბოსთან გასაუბრების დროს ამირა დარწმუნდა აბოს ურყევობაში და ბრძანა, თავი მოეკვეთათ მისთვის.

 

 ამირას განაჩენი ჯალათმა სასახლის ეზოშივე აღასრულა. აბო მტკიცედ, გულუშიშრად შეეგება სიკვდილს. ეს მოხდა 786 წლის 6 იანვარს.

არაბებს არ სურდათ, ქრისტიანებს დარჩენოდათ აბოს ცხედარი, ამიტომ მათ აბოს Aგვამი ქალაქგარეთ, მტკვრის კბოდეზე მდებარე სასაფლაოზე წაიღეს და დაწვეს, ძვლები კი ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს.

      აბოს მოწამეობრივი სიკვდილის ამბის გაგების შემდეგ თბილისელი მოქალაქეები იმ ადგილისაკენ გაეშურნენ, სადაც არაბებმა აბოს გვამი დაწვეს. აქ მრავალი დავრდომილი და სნეული განიკურნა იმ დღეს; დაღამებისას კი, ყველამ იხილა სასწაული ამ ადგილის ზემოთ დამდგარი, ცეცხლივით მოკაშკაშე ვარსკვლავის სახით. მეორე ღამეს უკვე მტკვრის წყალი გამოსცემდა სასწაულებრივ ნათელს, რომელიც ანათებდა ნაპირზე აღმართულ კლდესა და მდინარეზე გადებულ ხიდს.

      აბოს სულიერ ღვაწლსა და მოწამეობრივ აღსასრულზე მოგვითხრობს ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება `წამება წმიდისა და ნეტარისა ჰაბოსი~. ნაწარმოების  ავტორია იოვანე საბანისძე, რომელიც თავის დროზე კარგად იცნობდა  აბოს. ნაწარმოები დაიწერა ქართლის კათალიკოსის, სამოელის დაკვეთით 786-790 წლებში. ამ თხზულების შემცველი უძველესი ხელნაწერი X საუკუნით თარიღდება.

      წმ. აბოს ეძღვნება სამი სვინაქსარული (მოკლე) რედაქცია მისი `ცხოვრებისა~ (XIV, XVII, XVIII სს.), აგრეთვე ანტონ კათალიკოსის მიერ დაწერილი მეტაფრასული `ცხოვრება~ (1768-69 წწ.).

 

             

 

wyaroebi da samecniero literatura:

  1. saqarTvelos samoTxe, gamocemuli gobron pavles Ze sabininis mier, peterburRi, 1882, gv.333-350;

  2. p. karbelaSvili, wminda mowame abo tfileli, 1899, saeklesio muzeumis gamocema #3;

  3. k. kekeliZe, adrindeli feodaluri qarTuli literatura, 1935, gv. 55-80;

  4. Zveli qarTuli literaturis qrestomaTia, I, Segenili sol. yubaneiSvilis mier, Tbilisi 1946, gv. 55-71;

  5. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, I, Tbilisi, 1963, 46-81;

  6. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, VI, Tbilisi, 1980, 228-247 (anton kaTalikosis redaqcia);

  7. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, Tbilisi, 1968, 376-77; 178-181 (svinaqsaruli redaqciebi).

  8.  javaxiSvili ivane, Zveli qarTuli saistorio mwerloba (V-VIII ss.), Tbilisi, 1945, 76-85;

  9. kekeliZe korneli, Zveli qarTuli literaturis istoria, t. I, Tbilisi 1980, gv. 129-132;

  10. М. Сабинин, Полное жизнеописание святых грузинской церкви, ч. I, СПб. 1871, gv. 166-178;

  11. К. Кеклидзе, Памятники древнегрузинской агиографической литературы, 1956, gv. 31-60; igive: etiudebi, XII, gv. 104-128.

  12. K. Schultze, Das Martirium des heiligen Abo von Tiflis, texte und Unstersuchungen N. Folge, XIII, 4.

  13. D. Lang, Tha Martyrdom of Abo, the perfumer from Baghdad, Lives and Legends of the Georgian Saints, London, 1956, p. 115-133.S

  14. P. Peeters, Les Khazars dans la Passion de S. Abo de Tiflis, Analecta Bollandiana, LXII, fasc. I et II, 1934, gv. 21-56.

 

 

 

 

 moamzada Tina ceraZem


 

წმ. აბო თბილელი

XVIII ს.–ის მინიატურა